ჯგუფი Destiny's Child მუსიკალურ კარიერას უბრუნდება

ჯგუფი Destiny's Child მუსიკალურ კარიერას უბრუნდება

1990 წელს ჩამოყალიბებული გოგონების ამერიკული ჯგუფი Destiny’s Child მუსიკალურ კარიერას უბრუნდება. ჯგუფი 8 წლის შემდეგ პირველად, მსმენელს ახალ მუსიკალურ ალბომს შესთავაზებს.

მუსიკალური ალბომი სახელწოდებით "საყვარელი სიმღერები" 29 იანვარს გამოვა. Destiny’s Child-ის "გაცოცხლების" შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯგუფის წევრმა, მომღერალმა ბიონსემ გაავრცელა.

"მინდა გაცნობოთ, რომ 8 წლის შემდეგ პირველ ალბომს გთავაზობთ", - დაწერა ვარსკვლავმა საკუთარ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, ჯგუფში ბიონსე, კელი როულენდი და მიშელ უილიამსი მღეროდნენ. ჯგუფმა პოპულარობა მალე მოიპოვა. ჯგუფის რამდენიმე სიმღერა ტოპ-ათეულების ლიდერი იყო.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება