მერაბ მეტრეველი: "ტეხავს მუშაობის პირველივე თვეებში მაღალი პრმეიების გამოწერა"

მერაბ მეტრეველი: "ტეხავს მუშაობის პირველივე თვეებში მაღალი პრმეიების გამოწერა"

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ახალი მთავრობის წარმომადგენელთა მიერ აღებული პრემიების თემას ეხმაურება.

"ხალხნო, რა არის აქ საკამათო? ტეხავს მუშაობის პირველივე თვეებში მაღალი პრმეიების გამოწერა, ტეხავს. ნახევარი წელი მაინც იმუშავე და მერე გამოიწერე. თან მაშინ, როდესაც ამის გამო წინა ხელისუფლების მინისტრებს ყველა აკრიტიკებდა. ამას გარდა საერთოდ ტეხავს პრემიის გამოწერა საკუთარი თავსითვის. პრემია ხომ კარგი მუშაობის წასახალსიებლადაა. ამიტომ თანამსრომელბიშთვის გამოწერა გასაგებია, მაგრამ მინისტრი რომ საკუთარ თავს პრემიას უწერს, ეს ხომ ნიშნავს, რომ საკუთარი მუშაობა თავდვე შეაფასა წარმატებულად." - დაწერა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ჟურნალისტის სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. განთავსებიდან 1 საათში სტატუსი 100-ზე მეტმა ადამიანმა მოიწონა. "ფეისბუქის" მომხმარებელთა უმეტესობა მერაბ მეტრეველის მოსაზრებას დაეთანხმა. 

დღეს სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება ახალი მთავრობის წარმომადგენელთა ხელფასების და პრემიების თემა. ამასთან დაკავშირებით დისკუსია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმაც გამართა. მისი აზრით, ფინანსთა მინისტრის ხელფასი 5600 ლარს უნდა აღემატებოდეს.

იხილეთ ასევე: შალვა რამიშვილს ნოდარ ხადურისთვის 5600 ლარიანი ანაზღაურება ეცოტავება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს