შალვა რამიშვილს ნოდარ ხადურისთვის 5600 ლარიანი ანაზღაურება ეცოტავება

შალვა რამიშვილს ნოდარ ხადურისთვის 5600 ლარიანი ანაზღაურება ეცოტავება

ტელეწამყვანმა შალვა რამიშვილიმა, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით დისკუსია გამართა. რამიშვილის აზრით, ფინანსთა მინისტრის ხელფასი - 5600 ლარი ძალიან ცოტაა.

"მე ვთვლი, რომ იმის გაპროტესტება რომ ფინანსთა მინისტრს აქვს "დაუმსახურებლად დიდი" (თვეში 5600 ლარი ) შემოსავალი, არის იაფფასიანი პოპულიზმი. მე ვთვლი, რომ აღნიშნული ხელფასიც ცოტაა ასეთი საპასუხისმგებლო პოსტისთვის", - დაწერა რამიშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

რამიშვილის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. მომხმარებლების აზრით, მინისტრებს ისედაც აქვთ პრივილეგიები (ემსახურებათ მანქანები, ბენზინი, ჯანდაცვა, ოჯახის დაზღვევა) და დამატებით მაღალი ხელფასი და პრემიები საჭირო აღარაა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს