გორის მუნიციპალიტეტის რწმუნებულებმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღეს. რწმუნებულების შეხვედრა გორის გამგებელთან პაპუნა კობერიძესთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, სადაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შესვლა მოახერხა.
პაპუნა კობერიძის თქმით, მან ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს სთხოვა, რომ მისი რწმუნებით აღარ ესარგებლათ. შეხვედრიდან გამოსულმა რამდენიმე რწმუნებულმა განაცხადა, რომ ისინი თანამდებობიდან საკუთარი ნებით მიდიან. როგორც გაირკვა, შეხვედრაზე მხოლოდ მერეთის რწმუნებულმა ვასიკო თევდორაშვილმა გამოთქვა პრეტენზია და აღნიშნა, რომ 6 წლის განმავლობაში სოფელს გმირულად ემსახურებოდა. მის საქმეს გორის გამგეობა სამართალდამცავებს გადასცემს.