ანი ნადარეიშვილი - ბაჩო ახალაიას ფიზიკური ლიკვიდაცია წულუკიანის და ალასანიას ოცნებაა

ანი ნადარეიშვილი - ბაჩო ახალაიას ფიზიკური ლიკვიდაცია წულუკიანის და ალასანიას ოცნებაა

ბაჩო ახალაიას ფიზიკური ლიკვიდაცია წულუკიანის და ალასანიას ოცნებაა, - წერს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" და "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილს ტყუილში ამხელს.

"ფრთხილად, ФСБ-ს პროვოკაციაა!

ცნობილი პროვოკატორი ზაალ კასრელიშვილი აცხადებს, თითქოს ჩრდილო კავკასიაში მებრძოლები აპირებენ ბაჩო ახალაიაზე და ზურაბ ადეიშვილზე შურისძიებას.

ჩრდილო კავკასიელების მებრძოლებმა თავიანთ ოფიციალურ გვერდზე ერთხელ უკვე ამხილეს კასრელიშვილი ტყუილში და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არცერთ ქართველ მაღალჩინოსანზე არ ვრცელდება სისხლის აღების წესი, ხოლო ბაჩო ახალაია კი პოლიტპატიმრად გამოაცხადეს!

გაავრცელეთ, რათა ჩანასახშივე მხილებულ იქნას კასრელიშვილის ტყუილი!", - წერს ნადარეიშვილი.

"კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ლაფანყურის სისხლიანი ოპერაციის გამო ბაჩო ახალაიასა და მისი ოჯახის წევრებს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს.

ნადარეიშვილის პოსტს არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის“ წარმომადგენელი გიორგი ონიანი გამოეხმაურა.

"თუ ზაალ კასრელიშვილი ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებში გულისხმობს თეა წულუკიანს, მაშინ ვეთანხმები და მისი განზრახვები უკვე ხალხისთვისაც ცნობილია. მართლა აქვს წულუკიანს ბაჩოს ფიზიკური ლიკვიდაციის განზრახვა. გეგმავს და ხალხს აჩვევს, რომ შემდეგ ჩ.კავკასიელ მებრძოლებს გადააბრალოს", - წერს ონიანი. 

რაზეც ახალაიას მეუღლე წერს, რომ ეს წულუკიანის და ალასანიას ოცნებაა.

"წულუკიანის და ალასანიას ოცნებაა, ბაჩოს თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს ჯიხადი მოგონილი იქნება მერე, შვილებს ვფიცავარ", - წერს ნადარეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს