ქარ­თველ­მა სოპ­რა­ნომ ავ­სტრ­ალიე­ლებს ულა­მა­ზე­სი სა­ღა­მო აჩუ­ქა

ქარ­თველ­მა სოპ­რა­ნომ ავ­სტრ­ალიე­ლებს ულა­მა­ზე­სი სა­ღა­მო აჩუ­ქა

მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნო თა­მარ ივე­რი სიდ­ნე­ის ეწ­ვი­ა. ქარ­თველ­მა ვარ­სკვლავ­მა ოპე­რის თე­ატ­რში სა­ა­ხალ­წლო გა­ლა ­კონ­ცერ­ტზე მა­ყუ­რე­ბე­ლი აღაფ­რთო­ვა­ნა. ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მა კონ­ცერ­ტზე მეც დამ­პა­ტი­ჟა. შო­რე­ულ ავ­სტრა­ლი­ა­ში, ოპე­რის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე რომ და­ვი­ნა­ხე, სი­ხა­რუ­ლის­გან ცრემ­ლი წა­მო­მი­ვი­და. თა­მარ ივერ­მა ულა­მა­ზე­სი სა­ა­ხალ­წლო სა­ღა­მო გვა­ჩუ­ქა. ქარ­თველ ვარ­სკვლავს სპე­ცი­ა­ლუ­რად "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­ვარ­თვი.

- ძა­ლი­ან მი­ხა­რი­ა, რომ ავ­სტრა­ლი­ა­ში მოვ­ხვდი. კო­ლო­რი­ტუ­ლი ქვე­ყა­ნაა და მი­მაჩ­ნი­ა, რომ ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცენ­ტრია სა­ო­პე­რო სამ­ყა­რო­ში. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბამ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ოპე­რის თე­ატ­რში მა­ყუ­რებ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­ვდე­ქი ჯუ­ზე­პე ვერ­დის "ბალ-­მას­კა­რა­დით", შე­ვას­რუ­ლე ამე­ლი­ას პარ­ტი­ა.

- თქვენს სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, ალ­ბათ, დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის თქვენს მა­მას, ცნო­ბილ ბა­რი­ტონს, ავ­თან­დილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს.

- ის, რომ დღეს სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ, მარ­თლაც მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა. ყო­ველ­დღი­უ­რად მას­მე­ნი­ნებ­და უდი­დე­სი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ნამ­ღერს. ამ პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და გე­მოვ­ნე­ბა. ერ­თსა და იმა­ვე არი­ას ვის­მენ­დი 5 სოპ­რა­ნოს შეს­რუ­ლე­ბით და ვხვდე­ბო­დი, რო­მელ მომ­ღე­რალს უკე­თე­სი სუნ­თქვა ჰქონ­და, რო­მელს - ხმის ტემ­ბრი. ეს შე­და­რე­ბის გან­ცდა და გე­მოვ­ნე­ბა მა­მამ ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა. ის ჩე­მი პირ­ვე­ლი პე­და­გო­გი და მრჩე­ვე­ლი იყო. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში რომ ვა­ბა­რებ­დი, ზუს­ტად იმ წელს გარ­და­იც­ვა­ლა მა­მა და ეს დღემ­დე ცხოვ­რე­ბის უდი­დეს ტრა­გე­დი­ად მი­მაჩ­ნი­ა. მახ­სოვს, ფარ­-ხმლის დაყ­რას ვა­პი­რებ­დი, მინ­დო­და ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის თა­ვი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა, რად­გან ფრთებ­შეკ­ვე­ცილ ფრინ­ვე­ლად ვგრძნობ­დი თა­ვს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, კე­თილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებ­მა და­მარ­წმუ­ნეს, რომ მა­მის სუ­ლი ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და, თუ­კი ვიმ­ღე­რებ­დი. დე­დამ - მე­რი ყი­ფი­ან­მა - ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­მიწყო ხე­ლი და დღემ­დე მეხ­მა­რე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა არ დავ­კარ­გო. ხში­რად ავ­დი­ვარ მა­მის საფ­ლავ­ზე და ვუყ­ვე­ბი, სად რა წარ­მა­ტე­ბა მქონ­და. რო­დე­საც სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ და ვმღე­რი, რა­ტომ­ღაც მგო­ნი­ა, რომ რო­მე­ლი­მე სკამ­ზე მა­მა ზის და მის­მენს.

- თქვენ ახ­ლა­ხან და­ო­ჯახ­დით. მე­უღ­ლე­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შევ­ხვდი ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ჩე­მი ცხოვ­რე­ბა გა­ი­ზი­ა­რა. ჩე­მი მე­უღ­ლე, მო­ჭი­და­ვე რა­ულ ცხა­და­ძე ტოს­კა­ნი­სა და ზე­მო ავ­სტრი­ის მხა­რის ჩემ­პი­ო­ნი­ა, იტა­ლი­ა­ში დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ კი ჩემ­თან გად­მო­ვი­და საცხ­ოვ­რებ­ლად, ავ­სტრი­ა­ში. რა­უ­ლი ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი­ა. სა­დაც უნ­და ვი­ყო გას­ტროლ­ზე, ჩე­მო­მა­კითხ­ავს ხოლ­მე. ახ­ლაც, სიდ­ნე­ი­ში ჩემ­თან ერ­თა­და­ა.

- სცე­ნა­ზე რა­ი­მე სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი ხომ არ გა­დაგ­ხდე­ნი­ათ თავს?

- მახ­სოვს, პა­რი­ზის სა­ო­პე­რო თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლში დე­დო­ფალ ელი­ზა­ბეტ ვა­ლუ­ას პარტიას ვმღე­რო­დი, სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით პარ­ტნი­ორს სცე­ნა­ზე წე­რი­ლი უნ­და გად­მო­ე­ცა ჩემ­თვის. გად­მომ­ცა კი­დეც, გავ­შა­ლე წე­რი­ლი და რას ვხე­დავ? - ფურ­ცელ­ზე შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის ფო­ტო არ არის გა­მო­სა­ხუ­ლი?! რომ და­ვი­ნა­ხე, შევ­ცბი. სიტყ­ვე­ბიც და­მა­ვიწყ­და, მთე­ლი ორ­კეს­ტრი მე მი­ყუ­რებ­და, სად გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, არ ვი­ცო­დი, თან ფურ­ცელს ვმა­ლავ­დი, ვინმეს რომ არ და­ე­ნა­ხა. თურ­მე კო­ლე­გამ გა­დაწყ­ვი­ტა გა­ხუმ­რე­ბა: ჟურ­ნა­ლი­დან ამო­უჭ­რია შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის ფო­ტო და ჩე­მი რე­აქ­ცია აინ­ტე­რე­სებ­და. იმ­წამს კი გავ­ბრაზ­დი, მაგ­რამ ახ­ლა ამ ამ­ბავ­ზე მე­ცი­ნე­ბა.

- სა­ა­ხალ­წლოდ რო­გორ ემ­ზა­დე­ბით?

- რო­გორც წე­სი, ყო­ველ ახალ წელს გას­ტროლ­ზე ვარ და რო­მე­ლი­ღაც ქა­ლაქ­ში ვმღე­რი. სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის მო­სამ­ზა­დებ­ლად დრო არა­სო­დეს მრჩე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­ცა ჩავ­დი­ვარ, ახალ წელს გემ­რი­ელ კერ­ძებს მახ­ვედ­რე­ბენ ხოლ­მე. მე სა­ლა­თებს ვამ­ზა­დებ და მე­გობ­რებს ვუ­მას­პინ­ძლდე­ბი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ახა­ლი წე­ლი, ყო­ველ­თვის ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბით ვხვდე­ბი.

- ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს თუ ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, სიდ­ნე­ის ოპე­რის თე­ატ­რში თქვენ მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სპექ­ტაკ­ლის ჩა­ნა­წე­რი იხი­ლოს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზი­ით უჩ­ვე­ნე­ბენ ხოლ­მე ჩემს სპექ­ტაკ­ლებს. ასე რომ, ამ სპექ­ტაკ­ლის ჩა­ნა­წერ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­ცემ, შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლიც ნა­ხავს.

ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ახალ წელს მი­ვუ­ლოცავ. იხა­რეთ, იმ­რავ­ლეთ, იბედ­ნი­ე­რეთ! მიყ­ვარ­ხართ ძა­ლი­ან, თქვე­ნი თა­მარ ივე­რი!

თათული ბართაია

სპეციალურად "ყველა

სიახლისათვის" სიდნეიდან

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება