"ალ ქაიდამ" იემენში აშშ-ის ელჩის მოკვლისთვის 3 კილოგრამი ოქრო დააწესა

"ალ ქაიდამ" იემენში აშშ-ის ელჩის მოკვლისთვის 3 კილოგრამი ოქრო დააწესა

"ალ ქაიდას" იემენის დაჯგუფებამ ამ ქვეყანაში აშშ-ის ელჩის მოკვლისთვის ჯილდო დააწესა.

"როიტერის" ცნობით, გავრცელებულ აუდიომიმართვაში, ტერორისტები 3 კილოგრამ ოქროს სთავაზობენ მას, ვინც ამერიკის ელჩს იემენში ჯერალდ ფეირსტეინს სიცოცხლეს გამოასალმებს.

5 მილიონი რიალით (23 350 დოლარი) კი, ”ალ ქაიდა” დააჯილდოვებს ნებისმიერს, ვინც იემენში მომსახურე ერთ ამერიკელ ჯარისკაცს მაინც მოკლავს.

”შეთავაზება ძალაში იქნება ექვსი თვის განმავლობაში. ასეთი გადაწყვეტილება ჩვენი მუსლიმანების გასამხნევებლად და ჯიჰადის გასაძლიერებლად მივიღეთ”, - ნათქვამია აუდიომიმართვაში.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა