პრეზიდენტი პოლიციაში საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრობს

პრეზიდენტი პოლიციაში საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი პოლიციაში საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრობს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს, სოფელ ჯანდარაში ორი დღის წინ დაყაჩაღებული ოჯახის მონახულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება წლებით ნაგროვები ქონების სხვისთვის გატანებას და ოჯახის წევრების დასახიჩრებას გაგებით ვერ მოეკიდება.

"ახლა იყო ამნისტიის გაკეთების დრო?! ამ ყველაფრის ფონზე რომელი ქვეყანა აკეთებს მსოფლიოში ფართომასშტაბიან ამნისტიას?! 1992-ში ჯაბას ამნისტიით გამოშვებული ხალხი ასე შემოგვიცვივდა სახლში, ბაბუაჩემს ავტომატი ჩაარტყეს, ბებიაჩემს ემუქრებოდნენ დაუთოებით და ასე წაიღეს ფული, ოქროულობა და ყველაფერი. ჩემთვის გასაგებია, რაც ხდება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ოჯახს, რომ ამოიღონ ის, რაც დაკარგეს. პოლიციაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს. საუბრობენ - ყველაფერს მოვუვლით - ვერაფერსაც ვერ უვლიან. რატომ ვერ მოუარეს თუ მოვლა შეუძლიათ?!", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში საზოგადოებამ შეძლო ქონების დაგროვება, რადგან თავიანთი შრომით მოპოვებული პროდუქცია გზაზე რეკეტის არარსებობის პირობებში სარეალიზაციოდ გაჰქონდათ.

"ახლა ეს ბანდიტები გამოვლენ. ბევრი მათგანი ციხეში შევიდა "ჟიგულებიან" საქართველოში და გამოდის "მერსედესებიან" საქართველოში, სადაც ხალხმა დააგროვა დოვლათი, სადაც ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. მარტო კი არ ქურდობენ, მოდიან და ადამიანს თითს ჭრიან, აუთოებენ. თუმცა, მთავარია კლიმატის გავლენა - როცა მოგვიწოდებენ, გაგებით შევხვდეთ, საზოგადოება ვერ შეხვდება გაგებით იმას, რომ წლების ნაგროვებს ნაძირალა მუქთახორა ყაჩაღი წაართმევს და წაიღებს. ვერ შეხვდები გაგებით იმას, რომ შვილს დაგისახიჩრებენ და მოგიკლავენ. პოლიციას ტელევიზორში ყელყელაობა კი არ სჭირდება, ყოველ კუთხეში უნდა იყოს პატრული. საყოველთაო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს მთელს საქართველოში ამ კუთხით, რადგან რამდენიმე ათასი საშიში დამნაშავე გადის გარეთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა დაყაჩაღებული ოჯახისგან დანაშაულის გარემოებებზეც მოისმინა და ინფორმაცია გატაცებული ქონების შესახებ მიიღო. მამედოვების ოჯახის ცნობით, თავდამსხმელებმა 15 ათასი ლარი და ოქრო წაიღეს.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა