ახალი ქანდაკება ბათუმში - სკულპტორს ფეხსაცმელი სანაპიროზე ”დარჩა”

ახალი ქანდაკება ბათუმში - სკულპტორს ფეხსაცმელი სანაპიროზე ”დარჩა”

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, ნახევარფეხსაცმელის ქანდაკება დადგეს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ფეხსაცმელში ფეხი გაუყაროს.

სკულპტურა იწვევს ასოციაციას, თითქოს, "შეყვარებულები ზღვაში შევიდნენ და ფეხსაცმელი ნაპირზე დატოვეს". ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა. როგორც მან "ამბები.გე"-ს განუცხადა, ფეხსაცმელი სანაპიროზე დადგმული სახალისო ქანდაკებების სერიიდან არის, ხოლო ტურისტებისთვის ქანდაკებასთან ფოტოების გადაღება საინტერესო უნდა იყოს.

წულაძის თქმით, ბრინჯაოში შესრულებულ ქანდაკებაზე მუშაობა 3 კვირას გაგრძელდა, ქანდაკების შექმნაში ასევე მონაწილეობდა მოქანდაკე დავით გოგობერიშვილი. ირაკლე წულაძე ქანდაკება - "მე, შენ და ბათუმის" ავტორია.

ნინო ხოზრევანიძე

იხილეთ ვიდეო: "ნახევარფეხსაცმელი ზღვის პირზე" - ახალი ქანდაკება ბათუმში

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს