მეთიუ მაკკონაჰი მამა მესამედ გახდა

მეთიუ მაკკონაჰი მამა მესამედ გახდა

ცნობილ მსახიობს, მეთიუ მაკკონაჰს და მის მეუღლეს, კამილა ალვესს ქალიშვილი შეეძინათ.

გოგონა, რომელიც წუხელ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში გაჩნდა, მეთიუსა და კამილასთვის მესამე შვილია. წყვილმა ხუთწლიანი რომანის შემდეგ, 2012 წლის ზაფხულში იქორწინა. მათ უკვე ჰყავთ 4 წლის ბიჭი, ლევი და ორი წლის ვიდა.

მეუღლის ორსულობის დროს მეთიუ საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურებოდა. მსახიობმა ”დალასის მყიდველთა კლუბის” გადაღებებისთვის წონაში საგრძნობლად დაიკლო. მაკკონაჰი თაყვანისმცემლებს შეპირდა, რომ მალე თავადაც გასუქდება და ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება.

მომზადებულია Just Jared-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება