ახალ წელს თბილისში ითოვებს

ახალ წელს თბილისში ითოვებს

ახალი წლის დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში თოვლია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, ხვალ დასავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასები შემოიჭრება, იქნება წვიმა, მთაში - თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ითოვებს. კერძოდ, თბილისსა და კახეთში.

ამასთან, 5 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ყინვები. თბილისში ღამით - -2-3; გრადუსი ყინვა, შიდა ქართლში -8 გრადუსი; კახეთში -4-5 გრადუსი. დასავლეთ საქართველოში კი, შედარებით თბილი ამინდები იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"