სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თეა თუთბერიძე: "რა გააკეთეს ჯერ, პრემიებს რომ არიგებენ, ხომ ვერ მეტყვით?"
თეა თუთბერიძე: "რა გააკეთეს ჯერ, პრემიებს რომ არიგებენ, ხომ ვერ მეტყვით?"

პარ­ლა­მენ­ტარ­მა გოგა ხა­ჩი­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტის ფოტო გა­ნა­თავ­სა. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სა­კუ­თარ უწყე­ბა­ში პრე­მი­ე­ბი გას­ცა.

"ა! პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა?" - ასე­თი კო­მენ­ტა­რი და­ურ­თო ხა­ჩი­ძემ ფო­ტოს.

პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი, თეა თუთ­ბე­რი­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"პრე­მი­ებ­საც გას­ცე­მენ უკვე. და რა გა­ა­კე­თეს ჯერ პრე­მი­ებს რომ არი­გე­ბენ ხომ ვერ მე­ტყვით??? ამათ უკ­ვირ­დათ სხვე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბი, არა?" - წერს თუთ­ბე­რი­ძე.

ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით აზრი "ფე­ის­ბუქ­ში" იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ჯა­რო რე­ესტრის თა­ნამ­შრო­მელ­მა, ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭერ­მა მუხ­რან ბურ­ჭუ­ლა­ძემ გა­მო­ხა­ტა.

"აბა, ორი თვეა ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე გვყავს სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და პრე­მია და­იმ­სა­ხუ­რა, ხოლო დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი დე­დე­ბი ვერ ეღირ­სნენ - ესე­ნი არი­ან პი­რე­ბი, ვინც დღე და ღამე საქ­მე­ში არი­ან, ჩვე­ნი კო­ლექ­ტი­ვის, ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რე­ბი, ვინც ჩვენ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ რე­ფორ­მი­რე­ბა­ში, კა­ნო­ნის დახ­ვე­წა­ში, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ში - ასე ავა­შე­ნეთ ეს სის­ტე­მა ბრძო­ლით და შრო­მით. რა და­ა­შა­ვეს, რომ გა­და­წყვი­ტეს ჰყავ­დეთ შვი­ლი? ასე ეხ­მა­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ერის გამ­რავ­ლე­ბას?!." - წერს მუხ­რან ბურ­ჭუ­ლა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თეა თუთბერიძე: "რა გააკეთეს ჯერ, პრემიებს რომ არიგებენ, ხომ ვერ მეტყვით?"

თეა თუთბერიძე: "რა გააკეთეს ჯერ, პრემიებს რომ არიგებენ, ხომ ვერ მეტყვით?"

პარლამენტარმა გოგა ხაჩიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იუსტიციის მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ფოტო განათავსა. დოკუმენტის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკუთარ უწყებაში პრემიები გასცა.

"ა! პრემიების გაცემა შეიძლება?" - ასეთი კომენტარი დაურთო ხაჩიძემ ფოტოს.

პოსტს სოციალურ ქსელში უფლებათა დამცველი, თეა თუთბერიძე გამოეხმაურა. 

"პრემიებსაც გასცემენ უკვე. და რა გააკეთეს ჯერ პრემიებს რომ არიგებენ ხომ ვერ მეტყვით??? ამათ უკვირდათ სხვების მიერ გაცემული პრემიები, არა?" - წერს თუთბერიძე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით აზრი ”ფეისბუქში” იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თანამშრომელმა, ოპოზიციის მხარდამჭერმა მუხრან ბურჭულაძემ გამოხატა.

"აბა, ორი თვეა ახალი თავმჯდომარე გვყავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და პრემია დაიმსახურა, ხოლო დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დედები ვერ ეღირსნენ - ესენი არიან პირები, ვინც დღე და ღამე საქმეში არიან, ჩვენი კოლექტივის, ჩვენი გუნდის წევრები, ვინც ჩვენთან ერთად მონაწილეობდნენ რეფორმირებაში, კანონის დახვეწაში, მოქალაქეების ინტერესების დაცვაში - ასე ავაშენეთ ეს სისტემა ბრძოლით და შრომით. რა დააშავეს, რომ გადაწყვიტეს ჰყავდეთ შვილი? ასე ეხმარება სახელმწიფო ერის გამრავლებას?!." - წერს მუხრან ბურჭულაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს