ქვიშისა და ხრეშიგან შექმნილი ნახატები

ქვიშისა და ხრეშიგან შექმნილი ნახატები

ამერიკელი ქუჩის მხატვარი, ხორხე როდრიგეს გერადა ხელოვნების ნიმუშებს არა პატარა ტილოზე, არამედ გაშლილ მოედნებზე ქმნის. გიგანტური პორტრეტების თუ პეიზაჟების შესაქმნელად საღებავის ნაცვლად, მხატვარი ქვიშასა და ხრეშს იყენებს, რომელიც ადგილზე სატვირთო მანქანებით მიაქვთ.

პატარა ორმოების ამოთხრის, სხვადასხვა ფერის ნიადაგის გამოყენებისა და ქვების განლაგების შედეგად, მხატვარმა და მისმა ჯგუფმა უკვე შექმნეს ერიკ მირალესის, ბარაკ ობამას და სხვა ცნობილი ადამიანების პორტრეტები. ხორხეს შემოქმედების აღქმა მხოლოდ თვითმფრინავიდანაა შესაძლებელი.

ბოლო ნამუშევარი დაახლოებით ფეხბურთის მოედნის მასშტაბებზე გადაჭიმული ბარაკ ობამას პორტრეტია. მასზე 650 ტონა მიწა დაიხარჯა.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს