საგამოძიებო სამსახურში ლევან ვარშალომიძის მისვლას დაპირისპირება მოჰყვა

საგამოძიებო სამსახურში ლევან ვარშალომიძის მისვლას დაპირისპირება მოჰყვა

ფინანსთა სამინისტროს აჭარის საგამოძიებო სამსახურში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მისვლას "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

"ქართული ოცნების" წევრებმა ლევან ვარშალომიძე შეძახილებით გააცილეს და ამბობდნენ, რომ მან აჭარის მიწები ერთ ლარად გაასხვისა და ამის გამო პასუხი უნდა აგოს.

ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის პრივატიზაციის საკითხებზეა დაბარებული. მისივე თქმით, "ასეთი ლამაზი ბათუმის აშენების გამო დაიბარეს".

აჭარის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან შეკრებილნი არიან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მიხეილ მახარაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე და საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ასევე, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ბათუმის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეკრება თითქმის ერთდროულად მოხდა. საგამოძიებო სამსახურთან დაახლოებით ასი ადამიანი შეიკრიბა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ