რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც აშშ-ში რუსი ბავშვების გაშვილებას კრძალავს.
რუსეთში მას შემდეგ გადაწყვიტეს ე. წ. ანტი-მაგნიტსკის კანონის მიღება, რაც "მაგნიტსკის აქტად" ცნობილი საკანონმდებლო კანონი შეიმუშავეს, რომლის თანახმად, ამერიკა სავიზო და ქონებრივ აკრძალვებს უწესებს რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში მხილებულ რუს მაღალჩინოსნებს. სერგეი მაგნიტსკი, რომელიც რუსეთში კორუფციას ამხელდა, საპატიმროში სასტიკი მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა.
ახალი კანონპროექტის მიღებამ რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა დაძაბა. რუსი უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ კანონს მიტოვებული და ობოლი ბავშვები შეეწირებიან.
აშშ-ში ბავშვების გაშვილების ამკრძალავი კანონი რუსეთში 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში.