სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზვიად ქორიძე: "მედიის წარმატების ფორმულა სანდოობაა!"
ზვიად ქორიძე: "მედიის წარმატების ფორმულა სანდოობაა!"

2012 წელს ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში უამ­რა­ვი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა მოხ­და - სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ამუ­შავ­და მას­თქე­რის პრინ­ცი­პი, ნამ­დვილ მფლო­ბელს და­უბ­რუნ­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი"... წლის მე­დი­არ­ყე­ვებს მე­დი­ა­ექ­სპერ­ტი, ჟურ­ნა­ლის­ტი ზვი­ად ქო­რი­ძე მი­მო­ი­ხი­ლავს:

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, 2012 წელს არ ყო­ფი­ლა "მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ქრო­ნი­კა", თუმ­ცა იყო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რომ­ლი­თაც ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და მე­დი­ამ სი­ნამ­დვი­ლე შექ­მნა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ნამ­დვი­ლის შეც­ვლა და მგო­ნია, რომ არ­ჩევ­ნე­ბით უნდა ვის­წავ­ლოთ დე­მოკ­რა­ტი­ის კე­თე­ბა. თუ 2016 წელს პარ­ლა­მენტს არ­ჩევ­ნე­ბის გზით შევ­ცვლით, ეს იქ­ნე­ბა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნაა და სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, ევ­რო­პულ სივ­რცე­ში გან­ვი­თარ­დეს.

2012 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გან­ვი­თარ­და ონ­ლა­ინ­მე­დია. თუ ადრე მომ­ხმა­რე­ბე­ლი ინ­ტერ­ნეტ­ში გა­სარ­თო­ბად და სა­ჭო­რა­ოდ შე­დი­ო­და, ნელ-ნელა ინ­ტერ­ნე­ტის საყ­მაწ­ვი­ლო სენი დაძ­ლია და ონ­ლა­ინ­მე­დი­ით და­ი­წყო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა. ცოტა რთუ­ლად არის საქ­მე ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში. მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე დღეს საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს ქა­ღალ­დი, რაც თა­ვის­თა­ვად აი­სა­ხე­ბა ბეჭდ­ვის ხა­რისხზეც და ფას­ზეც. ამას­თა­ნა­ვე, გა­ზე­თე­ბის დიდი ნა­წი­ლი, მეტი მკი­თხვე­ლის მო­სა­ზი­დად, ბეჭ­დავს ია­ფ­ფა­სი­ან სკან­და­ლებს, და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ამით ასე­თი გა­ზე­თე­ბის სან­დო­ო­ბის ხა­რის­ხი ეცე­მა. არა­და, მე­დი­ის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა სან­დო­ო­ბაა.

- 2012 წელს მე­დი­ის ფი­ნან­სუ­რი გამჭვირ­ვა­ლო­ბის სა­კი­თხიც აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა მო­ი­თხო­ვოს იმ ფი­ნან­სე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბა, რო­მე­ლიც რეკ­ლა­მის გარ­და შე­დის მე­დი­ა­გა­მო­ცე­მებ­ში - სპონ­სო­რო­ბით თუ პო­ლი­ტი­კი­დან. სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, ეს ყვე­ლა­ფე­რი იცო­დეს. არის ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბიც, თუნ­დაც ის, რომ დის­ტრი­ბუ­ცი­ის ქსე­ლი მთლად გა­მარ­თუ­ლად არ მუ­შა­ობს; ქვე­ყა­ნა­ში მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ას ძნე­ლად თუ და­ბეჭ­დავ. აი, ამ პრობ­ლე­მე­ბით ხვდე­ბა ქარ­თუ­ლი ბეჭ­დუ­რი მე­დია 2013 წელს. თუმ­ცა ქათ­მი­სა და კვერ­ცხის მო­მენ­ტიც არის. ბევ­რი ფული ვი­შო­ვოთ და განვვი­თარ­დეთ, თუ სან­დო­ო­ბა მო­ვი­პო­ვით მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტით და ასე გავ­ზარ­დოთ ტი­რა­ჟი და რეკ­ლა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა? ვე­ლო­სი­პედს არ ვი­გო­ნებთ, ვცდი­ლობთ, შევ­ქმნათ ისე­თი გა­რე­მო, სა­დაც გა­ზეთს რეკ­ლა­მა და გა­ყიდ­ვით შე­მო­სუ­ლი ფული შე­ი­ნა­ხავს. თუ დიდი იქ­ნე­ბა გა­ზე­თე­ბის ტი­რა­ჟე­ბი, ავ­ტო­მა­ტუ­რად გან­ვი­თარ­დე­ბა პო­ლიგ­რა­ფია.

- წლე­ულს ტე­ლე­სივ­რცე საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი იყო...

- 2012 წელს ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თუ­ლი მარ­თლაც ტე­ლე­სივ­რცე იყო. ყვე­ლა­ზე დიდი დო­ზით ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში იყო არ­ჩევ­ნე­ბის თემა და რე­ა­ლუ­რად სწო­რედ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში და­ვი­ნა­ხეთ პო­ლა­რი­ზე­ბის ისე­თი­ვე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­გო­რიც პო­ლი­ტი­კურ ფრონტზე. ზუს­ტად ისე გა­ი­ყო ელექტრო­ნუ­ლი მე­დია, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე, რი­თიც სა­ბო­ლო­ოდ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა იხე­ი­რეს, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ზა­რალ­და. მე­დი­ა­მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­თვი­ა­ნი კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ერთი ტე­ლე­ვი­ზია სრულ­ყო­ფი­ლად არ გად­მოს­ცემს ინ­ფორ­მა­ცი­ას და მათი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­დე­გად ვერც ერთი მო­ქა­ლა­ქე ვერ გა­ი­გებს სრულ­ყო­ფი­ლად, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად. რო­დე­საც რე­გი­ო­ნებ­ში "რუს­თა­ვი2"-ს, "იმედ­სა" და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს "ნაჩ­ვე­ვი" სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას­თქე­რის პროგ­რა­მის ამუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ ახალ, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ტე­ლე­ვი­ზი­ებს "შე­ე­ჯა­ხა", გან­სხვა­ვე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ და­აბ­ნია და გა­ო­რე­ბა და­ე­წყო. ბუ­ნებ­რი­ვია, ახალ ტე­ლე­ვი­ზი­ას უფრო და­უ­ჯე­რებ­დნენ, მაგ­რამ არც ამ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყო სრულ­ყო­ფი­ლი. მარ­თა­ლია, 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს დე­მოკ­რა­ტი­ულ ნა­ბიჯს მი­ვა­წერთ, მაგ­რამ ეს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი კი არა, ემო­ცი­უ­რი არ­ჩევ­ნე­ბი უფრო იყო, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრა იმ ძა­ლა­დო­ბის ფონ­მა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობ­და და რაც ცი­ხის კად­რე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და. ანუ, ამომ­რჩევ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ინც ემო­ცი­უ­რი იყო. ძა­ლა­დო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მი­ი­ღეს. მაგ­რამ ისი­ნი რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი, სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რად იმოქ­მე­დებ­დნენ და არ­ჩევ­ნე­ბის ბედი 18 სექ­ტემ­ბერს კი არა, გა­ცი­ლე­ბით ადრე გა­და­წყდე­ბო­და. ამი­ტომ 2013 წელს უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნაა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ზღუ­დოს, ხოლო მე­დი­ამ ინ­ფორ­მა­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ა­მოწ­მოს და ისე გა­ავ­რცე­ლოს. და­აკ­ვირ­დით, რო­გორ და­ირ­ღვა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მე­დი­ა­ხუ­ხუ­ლა. რად­გან ამ ხუ­ხუ­ლას არა­ფე­რი კრავ­და, გარ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფი­ნან­სურ-პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა. ამი­ტომ, მე­დი­ამ უნდა ის­წავ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ახ­ლე­ბუ­რად აზ­როვ­ნე­ბა, ახალ სი­მაღ­ლე­ებ­ზე რომ გა­ვი­დეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რმა სფე­რომ, მათ შო­რის, მე­დი­ა­მაც გა­ნი­ცა­და დეკ­ვა­ლი­ფი­კა­ცია: ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კი­თხვის დას­მას გა­და­ეჩ­ვივ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით - ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და რა­საც ის­მე­ნენ, იმას­ვე იღე­ბენ უტყუ­არ ჭეშ­მა­რი­ტე­ბად. ეს არ არის ჟურ­ნა­ლის­ტი­კა. ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვის­წავ­ლოთ კი­თხვის დას­მა, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა და ყვე­ლაფ­რის ღრმად გაც­ნო­ბა, მათ შო­რის უცხო­უ­რი მე­დი­ი­საც. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც აუტ­სა­ი­დე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც გა­რი­ყუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა იმ პრო­ცე­სე­ბის­გან, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა.

- სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში კვლავ გა­ურ­კვევ­ლო­ბაა.

- გია ჭან­ტუ­რი­ას გა­დად­გო­მა იყო უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ნა­ბი­ჯი. ის ისე წა­ვი­და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ფე­რი უთხრა. ანა­ლო­გი­უ­რად მო­იქ­ცნენ მისი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი - ლე­ვან ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლი და თა­მარ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი. არა­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რა­ტომ მი­დი­ან დი­რექ­ტო­რე­ბი. რა­ტომ­ღაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს ყო­ველ­თვის იმ მო­მენ­ტში ეწყე­ბა კრი­ზი­სი, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში იქ­მნე­ბა კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბა. ასე მოხ­და 2007 წლის ნო­ემ­ბერ­ში, 2008 წლის ომის შემ­დეგ და ახ­ლაც. რე­ა­ლუ­რად არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბით შე­იც­ვა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ სამ­თავ­რო­ბო კრი­ზი­სი მა­ინც არ­სე­ბობს, რაც, პირ­ველ რიგ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე აი­სა­ხა, რად­გან ეს ტე­ლე­ვი­ზია პირ­და­პირ მიბ­მუ­ლია პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ზე.

- რა­ტომ არ იყა­რეთ კენ­ჭი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დი­რექ­ტო­რო­ბა­ზე?

- სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბო­და, ყვე­ლას ერ­თად მოგ­ვე­წყო დიდი სა­ხალ­ხო გარ­ჩე­ვა, დის­კუ­სია იმა­ზე, თუ რო­გორ დაგ­ვეც­ვა ეს ტე­ლე­ვი­ზია პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის­გან, მაგ­რამ მა­უ­წყებ­ლის ბორდმა ეს თემა და­ხუ­რა, ცა­იტ­ნოტ­ში გა­მარ­თა არ­ჩევ­ნე­ბი და მალე გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის ვი­ნა­ო­ბას. ბორ­დი არის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი, თუმ­ცა ამ­ბობს, ისეთ ხელ­მძღვა­ნელს ავირ­ჩევთ, რო­მე­ლიც არც ნაც­მოძ­რა­ო­ბას მო­ე­წო­ნე­ბა და არც "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სო". მაგ­რამ ვი­ცით, რომ ვი­რეშ­მა­კო­ბენ, რაც ძა­ლი­ან ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბა - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი გრძელ­ვა­დი­ან კრი­ზის­ში შევა.

- ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გარ­შე­მოც დიდი აჟი­ო­ტა­ჟია ატე­ხი­ლი.

- თუ ადა­მი­ა­ნი და­ნა­შა­ულს ჩა­ი­დენს, მას 2013 წელ­საც და­ი­ჭე­რენ და 2014-შიც. 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში "რუს­თა­ვი 2"-ის დევ­ნა არ მომ­ხდა­რა - ეს არის ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხი. ცი­ხის­თვის არა­ვინ მე­მე­ტე­ბა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არ უნდა და­ა­პა­ტიმ­რონ. რო­დე­საც ნიკა გვა­რა­მია და­ნიშ­ნეს ამ არ­ხის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად, თა­ვი­დან­ვე ვთქვი, რომ ეს ტე­ლე­ვი­ზია მო­ექ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის გავ­ლე­ნის ქვეშ. პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­გავ­ლე­ნის ეს მე­ქა­ნიზ­მი ძა­ლი­ან კარ­გად ამოქ­მედ­და, რო­დე­საც "რუს­თა­ვი 2"-ის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი გა­ი­ფი­ცა, რაც ამ არ­ხმა და­მა­ლა. იმის უნა­რიც არ აღ­მო­აჩ­ნდათ, რომ სა­კუ­თარ ეთერ­ში გა­ე­ცათ პა­სუ­ხი, რა­ტომ გა­ი­ფიც­ნენ ამ არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არც ჟურ­ნა­ლის­ტებს აქვთ, რომ­ლებ­საც, წე­სით, უნდა ეთ­ქვათ, რა­ტომ მო­იქ­ცნენ ასე... აგ­რეთ­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ვი­თხო­ვოთ პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, ვინ და რა­ტომ დებს ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ფულს. უნდა გა­ვი­გოთ, დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად დე­ბენ თუ არა ფულს. კი ბა­ტო­ნო, თუ აქვთ, ჩა­დონ, თუ არა­და, თქვან, სა­ი­დან მო­აქვთ ყუ­ლა­ბე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც ამ­დენ ტე­ლე­ვი­ზი­ას ინა­ხა­ვენ პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უქ­ტუ­რის გამო. ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა უც­ბად უკან და­ი­ხია და თქვა, რომ აღარ გა­მო­ი­ძი­ე­ბენ იმ ვა­ლე­ბის ჩა­მო­წე­რის სა­კითხს, რო­მე­ლიც "რუს­თა­ვი 2"-ს, "იმედს" და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს და­უგ­როვ­დათ. რას ნიშ­ნავს ეს? მე, მო­ქა­ლა­ქე ზვი­ად ქო­რი­ძეს, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ და­აგ­რო­ვა ეს ვა­ლე­ბი და შემ­დეგ ვინ ჩა­მო­ა­წე­რა.

- მა­ინც რა­ტომ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნო­დარ ხა­დურ­მა?

- ჩემი აზ­რით, ისიც იმ პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე ნიკა გვა­რა­მია პო­ლიტ­რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი ყო­ფი­ლა. რაც ასე არ არის, რად­გან პრო­კუ­რა­ტუ­რას არ უთ­ქვამს, რომ გვა­რა­მი­ას და­ჭე­რა "რუს­თა­ვი 2"-ს უკავ­შირ­დე­ბა...

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ზვიად ქორიძე: "მედიის წარმატების ფორმულა სანდოობაა!"

ზვიად ქორიძე: "მედიის წარმატების ფორმულა სანდოობაა!"

2012 წელს ქართულ მედიასივრცეში უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - საპარლამენტო არჩევნებამდე ამუშავდა მასთქერის პრინციპი, ნამდვილ მფლობელს დაუბრუნდა ტელეკომპანია "იმედი"... წლის მედიარყევებს მედიაექსპერტი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მიმოიხილავს:

- საბედნიეროდ, 2012 წელს არ ყოფილა "მოდელირებული ქრონიკა", თუმცა იყო საპარლამენტო არჩევნები, რომლითაც ქართველმა საზოგადოებამ და მედიამ სინამდვილე შექმნა. მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური გარემოსა და პოლიტიკური სინამდვილის შეცვლა და მგონია, რომ არჩევნებით უნდა ვისწავლოთ დემოკრატიის კეთება. თუ 2016 წელს პარლამენტს არჩევნების გზით შევცვლით, ეს იქნება მაჩვენებელი, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და საშუალება ექნება, ევროპულ სივრცეში განვითარდეს.

2012 წელს საქართველოში განსაკუთრებით განვითარდა ონლაინმედია. თუ ადრე მომხმარებელი ინტერნეტში გასართობად და საჭორაოდ შედიოდა, ნელ-ნელა ინტერნეტის საყმაწვილო სენი დაძლია და ონლაინმედიით დაიწყო ინფორმაციის მიღება. ცოტა რთულად არის საქმე ბეჭდურ მედიაში. მსოფლიო ბაზარზე დღეს საკმაოდ ძვირი ღირს ქაღალდი, რაც თავისთავად აისახება ბეჭდვის ხარისხზეც და ფასზეც. ამასთანავე, გაზეთების დიდი ნაწილი, მეტი მკითხველის მოსაზიდად, ბეჭდავს იაფფასიან სკანდალებს, დაუსაბუთებელ ინფორმაციას, ამით ასეთი გაზეთების სანდოობის ხარისხი ეცემა. არადა, მედიის წარმატების ფორმულა სანდოობაა.

- 2012 წელს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის საკითხიც აქტუალური იყო.

- საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს იმ ფინანსების გამჭვირვალობა, რომელიც რეკლამის გარდა შედის მედიაგამოცემებში - სპონსორობით თუ პოლიტიკიდან. საზოგადოება უფლებამოსილია, ეს ყველაფერი იცოდეს. არის ობიექტური მიზეზებიც, თუნდაც ის, რომ დისტრიბუციის ქსელი მთლად გამართულად არ მუშაობს; ქვეყანაში მაღალი ხარისხის პროდუქციას ძნელად თუ დაბეჭდავ. აი, ამ პრობლემებით ხვდება ქართული ბეჭდური მედია 2013 წელს. თუმცა ქათმისა და კვერცხის მომენტიც არის. ბევრი ფული ვიშოვოთ და განვვითარდეთ, თუ სანდოობა მოვიპოვით მაღალხარისხიანი პროდუქტით და ასე გავზარდოთ ტირაჟი და რეკლამების რაოდენობა? ველოსიპედს არ ვიგონებთ, ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც გაზეთს რეკლამა და გაყიდვით შემოსული ფული შეინახავს. თუ დიდი იქნება გაზეთების ტირაჟები, ავტომატურად განვითარდება პოლიგრაფია.

- წლეულს ტელესივრცე საკმაოდ დატვირთული იყო...

- 2012 წელს ყველაზე დატვირთული მართლაც ტელესივრცე იყო. ყველაზე დიდი დოზით ტელევიზიებში იყო არჩევნების თემა და რეალურად სწორედ ტელევიზიებში დავინახეთ პოლარიზების ისეთივე მაღალი მაჩვენებელი, როგორიც პოლიტიკურ ფრონტზე. ზუსტად ისე გაიყო ელექტრონული მედია, როგორც პოლიტიკური სივრცე, რითიც საბოლოოდ პოლიტიკოსებმა იხეირეს, მაგრამ საზოგადოება დაზარალდა. მედიამონიტორინგის სამთვიანი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში არც ერთი ტელევიზია სრულყოფილად არ გადმოსცემს ინფორმაციას და მათი ინფორმაციის შედეგად ვერც ერთი მოქალაქე ვერ გაიგებს სრულყოფილად, რა მოხდა რეალურად. როდესაც რეგიონებში "რუსთავი2"-ს, "იმედსა" და საზოგადოებრივ მაუწყებელს "ნაჩვევი" საზოგადოება მასთქერის პროგრამის ამუშავების შემდეგ ახალ, სრულიად განსხვავებულ ტელევიზიებს "შეეჯახა", განსხვავებულმა ინფორმაციამ დააბნია და გაორება დაეწყო. ბუნებრივია, ახალ ტელევიზიას უფრო დაუჯერებდნენ, მაგრამ არც ამ ტელევიზიების მიერ მიწოდებული ინფორმაცია იყო სრულყოფილი. მართალია, 2012 წლის არჩევნების შედეგებს დემოკრატიულ ნაბიჯს მივაწერთ, მაგრამ ეს ინფორმირებული კი არა, ემოციური არჩევნები უფრო იყო, რომელიც განსაზღვრა იმ ძალადობის ფონმა, რომელიც ქვეყანაში არსებობდა და რაც ციხის კადრებით დაგვირგვინდა. ანუ, ამომრჩევლის გადაწყვეტილება მაინც ემოციური იყო. ძალადობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მოქალაქეებმა მიიღეს. მაგრამ ისინი რომ ყოფილიყვნენ ინფორმირებულები, სრულიად სხვანაირად იმოქმედებდნენ და არჩევნების ბედი 18 სექტემბერს კი არა, გაცილებით ადრე გადაწყდებოდა. ამიტომ 2013 წელს უპირველესი ამოცანაა, ხელისუფლებამ ინფორმაცია არ შეზღუდოს, ხოლო მედიამ ინფორმაცია მაქსიმალურად შეამოწმოს და ისე გაავრცელოს. დააკვირდით, როგორ დაირღვა არჩევნების შემდეგ მედიახუხულა. რადგან ამ ხუხულას არაფერი კრავდა, გარდა ხელისუფლების ფინანსურ-პოლიტიკური ინტერესებისა. ამიტომ, მედიამ უნდა ისწავლოს დამოუკიდებლობა, ახლებურად აზროვნება, ახალ სიმაღლეებზე რომ გავიდეს. საქართველოში ბევრმა სფერომ, მათ შორის, მედიამაც განიცადა დეკვალიფიკაცია: ჟურნალისტები კითხვის დასმას გადაეჩვივნენ. განსაკუთრებით - ტელევიზიაში და რასაც ისმენენ, იმასვე იღებენ უტყუარ ჭეშმარიტებად. ეს არ არის ჟურნალისტიკა. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა ვისწავლოთ კითხვის დასმა, საკუთარ თავზე მუშაობა და ყველაფრის ღრმად გაცნობა, მათ შორის უცხოური მედიისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნითაც აუტსაიდერები ვიქნებით და საზოგადოებაც გარიყული აღმოჩნდება იმ პროცესებისგან, რაც ქვეყანაში ხდება.

- საზოგადოებრივ მაუწყებელში კვლავ გაურკვევლობაა.

- გია ჭანტურიას გადადგომა იყო უპასუხისმგებლო ნაბიჯი. ის ისე წავიდა თანამდებობიდან, რომ საზოგადოებას არაფერი უთხრა. ანალოგიურად მოიქცნენ მისი წინამორბედები - ლევან ყუბანეიშვილი და თამარ კინწურაშვილი. არადა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რატომ მიდიან დირექტორები. რატომღაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველთვის იმ მომენტში ეწყება კრიზისი, როდესაც ქვეყანაში იქმნება კრიზისული ვითარება. ასე მოხდა 2007 წლის ნოემბერში, 2008 წლის ომის შემდეგ და ახლაც. რეალურად არჩევნების შედეგებით შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ სამთავრობო კრიზისი მაინც არსებობს, რაც, პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე აისახა, რადგან ეს ტელევიზია პირდაპირ მიბმულია პოლიტიკურ სისტემაზე.

- რატომ არ იყარეთ კენჭი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობაზე?

- საუკეთესო იქნებოდა, ყველას ერთად მოგვეწყო დიდი სახალხო გარჩევა, დისკუსია იმაზე, თუ როგორ დაგვეცვა ეს ტელევიზია პოლიტიკური წნეხისგან, მაგრამ მაუწყებლის ბორდმა ეს თემა დახურა, ცაიტნოტში გამართა არჩევნები და მალე გამოაცხადებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელის ვინაობას. ბორდი არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, თუმცა ამბობს, ისეთ ხელმძღვანელს ავირჩევთ, რომელიც არც ნაცმოძრაობას მოეწონება და არც "ქართულ ოცნებასო". მაგრამ ვიცით, რომ ვირეშმაკობენ, რაც ძალიან ცუდად დამთავრდება - საზოგადოებრივი მაუწყებელი გრძელვადიან კრიზისში შევა.

- ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემოც დიდი აჟიოტაჟია ატეხილი.

- თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, მას 2013 წელსაც დაიჭერენ და 2014-შიც. 2012 წლის დეკემბერში "რუსთავი 2"-ის დევნა არ მომხდარა - ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ციხისთვის არავინ მემეტება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავეები არ უნდა დააპატიმრონ. როდესაც ნიკა გვარამია დანიშნეს ამ არხის გენერალურ დირექტორად, თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ტელევიზია მოექცა პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. პოლიტიკური ზეგავლენის ეს მექანიზმი ძალიან კარგად ამოქმედდა, როდესაც "რუსთავი 2"-ის შემოქმედებითი ჯგუფი გაიფიცა, რაც ამ არხმა დამალა. იმის უნარიც არ აღმოაჩნდათ, რომ საკუთარ ეთერში გაეცათ პასუხი, რატომ გაიფიცნენ ამ არხის თანამშრომლები. პასუხისმგებლობა არც ჟურნალისტებს აქვთ, რომლებსაც, წესით, უნდა ეთქვათ, რატომ მოიქცნენ ასე... აგრეთვე, აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ პასუხი კითხვაზე, ვინ და რატომ დებს ტელევიზიებში ფულს. უნდა გავიგოთ, დეკლარირებულად დებენ თუ არა ფულს. კი ბატონო, თუ აქვთ, ჩადონ, თუ არადა, თქვან, საიდან მოაქვთ ყულაბები, რომლებითაც ამდენ ტელევიზიას ინახავენ პოლიტიკური კონიუქტურის გამო. ფინანსთა მინისტრმა უცბად უკან დაიხია და თქვა, რომ აღარ გამოიძიებენ იმ ვალების ჩამოწერის საკითხს, რომელიც "რუსთავი 2"-ს, "იმედს" და საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუგროვდათ. რას ნიშნავს ეს? მე, მოქალაქე ზვიად ქორიძეს, ძალიან მაინტერესებს, ვინ დააგროვა ეს ვალები და შემდეგ ვინ ჩამოაწერა.

- მაინც რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ნოდარ ხადურმა?

- ჩემი აზრით, ისიც იმ პოლიტიკური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, რომ თურმე ნიკა გვარამია პოლიტრეპრესიების მსხვერპლი ყოფილა. რაც ასე არ არის, რადგან პროკურატურას არ უთქვამს, რომ გვარამიას დაჭერა "რუსთავი 2"-ს უკავშირდება...

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები