პრეზიდენტი დავით კაკაბაძის უდანაშაულობაში დარწმუნებულია

პრეზიდენტი დავით კაკაბაძის უდანაშაულობაში დარწმუნებულია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორი დღის წინ დაკავებული ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით კაკაბაძის ოჯახის წევრები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა..

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დავით კაკაბაძის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარეები მთელი საქართველოს მასშტაბით მასობრივი წნეხის ქვეშ არიან.

საქართველოს პრეზიდენტმა, შეხვედრისას, ამნისტიის შესახებ კანონზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ არ ეთანხმება პარლამენტის ინიციატივას იმ პატიმრების გათავისუფლების თაობაზე, რომლებიც სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიან. მისი თქმით, დაუშვებელია საქართველოს კეთილდღეობისათვის მებრძოლი ადამიანები ისხდნენ ციხეში, მით უფრო მაშინ, როდესაც, ამნისტიის შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულებები, შესაძლოა, პედოფილებმა, ნარკოტიკებით მოვაჭრეებმა და ჯაშუშებმა დატოვონ.

მიხეილ სააკაშვილმა დავით კაკაბაძის ოჯახის წევრები გაამხნევა და აღნიშნა, რომ სამართლიანობა ქვეყანაში აუცილებლად უნდა აღდგეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს