საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტმენტმა 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულებისთვის განკუთვნილი პროდუქტებით და საყოფაცხოვრებო ნივთებით სავსე 5 არალეგალური საწყობი აღმოაჩინა.
საწყობში აღმოჩენილია დიდი ოდენობით ტელევიზორები, თეთრეული, ჭურჭელი, სახელმძღვანელოები, საკვები პროდუქტები და სხვა ნივთები. სამინისტროს ინფორმაციით, სურსათი უკვე გამოუსადეგარია. ზარალი კი 3,5 მლნ ლარს აღწევს.
2008-2009 წლებში, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15, 5 მილიონი ლარი გამოიყო.