ხმამაღლა ყვირილი და ჩხუბი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

ხმამაღლა ყვირილი და ჩხუბი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

გერმანიის უნივერსიტეტის University of Jena-ს მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ხმამაღლა ყვირილი და ჩხუბი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. "გაბრაზებისას დაუფარავად გამოხატეთ ემოციები და სიცოცხლე გაიხანგრძლივეთ", - აცხადებენ მეცნიერები.

მათი თქმით, ცეცხლოვანი და ტემპერამენტიანი იტალიელები და ესპანელები თავშეკავებულ, ზრდილობიან და ჯენტლმენ ბრიტანელებზე უფრო მეტად ხალისიანნი და ბედნიერები იმიტომ არიან, რომ ემოციებს დაუფარავად გამოხატავენ.

უნივერსიტეტის მეცნიერებმა 6 000 ადამიანი გამოკითხეს. ექსპერიმენტმა გვაჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებიც გაბრაზებულ გულზე ხმამაღლა ყვიროდნენ და ტიროდნენ, ნეგატიური განწყობა მალე გაუქრათ. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ნეგატიური ემოციების გამოხატვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს