მთავარი საახალწლო ნაძვის ხე მიხეილ სააკაშვილმა აანთო

მთავარი საახალწლო ნაძვის ხე მიხეილ სააკაშვილმა აანთო

მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აანთო. პარლამენტის ყოფილ შენობასთან ბავშვებს დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცა.

პრეზიდენტის მისვლამდე კი, რუსთაველის გამზირზე ირმებშებმული მარხილით თოვლის პაპა და სანტა კლაუსი ზღაპრის გმირებთან ერთად მივიდნენ. მათ ბავშვებს საჩუქრები დაურიგეს.

სანტა კლაუსი მთაწმინდის პარკში 7 იანვრამდე, ხოლო თოვლის პაპა 13 იანვრამდე დარჩება.

რაც შეეხება მთავარი საახალწლო ნაძვის ხეს, 25 მეტრი სიმაღლისაა და 8 წელია, რუსთაველის გამზირზე იდგმება.

თბილისის მერიის წარმომადგენლების განცხადებით, საახალწლოდ თბილისში უამრავი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"