ილია მეორე - ღვთისმშობელმა გადააფაროს კალთა საქართველოს და ვერავითარი მტერი ვერ დაამარცხებს მას

ილია მეორე - ღვთისმშობელმა გადააფაროს კალთა საქართველოს და ვერავითარი მტერი ვერ დაამარცხებს მას

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფაროს კალთა საქართველოს და ვერავითარი მტერი ვერ დაამარცხებს მას, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესის ქადაგებამდე ტაძარში საღმრთო ლიტურგია შესრულდა, რომლის შემდეგ უწმინდესს აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით წმინდა სინოდის უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი გადაეცა.

ორდენი პატრიარქს მეუფე იოანე გამრეკელმა გადასცა. მან ვრცელი სიტყვით მიმართა უწმინდესს, პატრიარქის ღვაწლზე, პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა და შეაჯამა მისი მოღვაწეობა. მეუფემ აღნიშნა, რომ პატრიარქის დამსახურებაა საქართველოში უამრავი ტაძრის აღდგენა და განახლება.

უწმინდესს მეუფე კალისტრატემაც მიმართა და საჩუქრად 115 ვარდი გადასცა იმის სიმბოლოდ, რომ დღეს ილია მეორის აღსაყდრებიდან 35, 4 იანვარს კი, მისი დაბადებიდან 80 წელი სრულდება.

ამის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა მადლობა გადაუხადა უფალს, რომ 35 წელი შეაძლებინა მძიმე ჯვრის ტარება. უწმინდესმა ბრძანა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სული წმინდა მასთან და საქართველოსთან იყო.

ამასთან, უწმინდესმა მიმართა ტაძარში მყოფ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. პატრიარქმა ბრძანა, რომ მათ დიდი დამსახურება აქვთ ერის წინაშე და დალოცა ისინი. ილია მეორემ პრეზიდენტსა და პრემიერს უსურვა, რომ მათთან ღვთის წყალობა სუფევდეს და აკეთებდნენ საქმეს, რომელიც სათნოა ღვთისათვის.

"საქართველოს დაღუპვა არ უწერია. საქართველო გაბრწყინდება. საქართველო არის ყოვლადწინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფაროს კალთა საქართველოს და ვერავითარი მტერი ვერ დაამარცხებს მას", - ბრძანა უწმინდესმა ქადაგების დასასრულს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"