სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეფის ორგაზმული შემოქმედება
მეფის ორგაზმული შემოქმედება

... ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი და მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ჩემ­თვის არა­ქარ­თუ­ლი და არც არა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის მოვ­ლე­ნაა, არა­მედ სამ­ყა­როს გზავ­ნი­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის მი­სა­მარ­თით. მეფე და ქე­თა­თო ჩემ­თვის დე­და­მი­წაა, რო­მე­ლიც ორი პო­ლუ­სის­გან კი შედ­გე­ბა, მაგ­რამ მა­ინც ერთი მთლი­ა­ნო­ბაა...

- "მეფე და ქე­თა­თო" რო­გო­რი იყო თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტან­დე­მი და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა?

- ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო ორი ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­თაც შერ­ჩე­ნი­ლი ჰქონ­დათ ბავ­შვუ­რი იდე­ა­ლიზ­მი და ყმაწ­ვი­ლუ­რი აზარ­ტით აკე­თებ­დნენ საყ­ვა­რელ საქ­მეს, ერ­თმა­ნე­თის წარ­მა­ტე­ბით აღ­ფრთო­ვან­დე­ბოდ­ნენ და დროს და ენერ­გი­ას არ იშუ­რებ­დნენ იმის­თვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად და­ახ­ლო­ე­ბუ­ლიყ­ვნენ. სამ­ყა­როს ხედ­ვას ერ­თმა­ნეთს უზი­ა­რებ­დნენ და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უერ­თმა­ნე­თოდ ვე­ღარც აღიქ­ვამ­დნენ მას. არას­რულ­ყო­ფი­ლია ყო­ვე­ლი­ვე, სა­დაც არ არის სიყ­ვა­რუ­ლი და ამ გრძნო­ბის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნი ატრო­ფი­რე­ბულ, უსუ­ლო სა­განს წა­ა­გავს, არის მში­შა­რა და ურ­წმუ­ნო, ამა­ო­ე­ბაა მისი ყოფა და არაფ­რისმთქმე­ლია მისი რო­გორც სი­ცო­ცხლე, ასე­ვე სიკ­ვდი­ლი.

- რას ნიშ­ნავს შე­მოქ­მე­დის­თვის ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რად ჰყავ­დეს საქ­მე­ში პარტნი­ო­რი და თა­ნა­მო­აზ­რე?

- არას­დროს მი­ფიქ­რია მომ­ღერ­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ ირაკ­ლის­თან გა­ტა­რე­ბულ­მა ზღაპ­რუ­ლი მე­ლო­დი­ე­ბით გა­ჯე­რე­ბულ­მა წუ­თებ­მა თა­ვის­და უნე­ბუ­რად ამამ­ღე­რეს. სა­კუ­თარ ემო­ცი­ებ­ზე არ ვლა­პა­რა­კობ­დით, სიმ­ღე­რა იყო ერ­თა­დერ­თი მე­დი­უ­მი, რო­მე­ლიც გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­და. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ 10 წელი ვცხოვ­რობ­დით ერ­თად და დრო­ის უდი­დეს ნა­წილს ერ­თად ვა­ტა­რებ­დით, ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და ხე­ლოვ­ნე­ბა იყო ის უნი­კა­ლუ­რი ენა, რო­მე­ლიც ჩვენს ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ზოგ­ჯერ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლურ, უტყუ­არ ხედ­ვას ერ­თმა­ნე­თის­თვის გვა­ზი­ა­რე­ბი­ნებ­და.

- რო­გო­რია ამ დროს ურ­თი­ერ­თო­ბა, სად მთავ­რდე­ბა ოჯა­ხი და სად იწყე­ბა მუ­სი­კა?

- მუ­სი­კა და მისი თან­მხლე­ბი სი­ტყვა იყო ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, გზა თვით­შე­მეც­ნე­ბის­კენ, ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი სახ­ლი და ჩვე­ნი ყო­ფის არსი.

- სი­ტყვა - სექ­სი ირაკ­ლი ჩარ­კვი­ან­მა არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა სა­კუ­თარ ლექ­სებ­ში, სიმ­ღე­რებ­ში... "პო­ლი­ტი­კუ­რად მშვი­დი, სექ­სუ­ა­ლუ­რად მხნე, ანუ სუ­ლაც ეს ლე­გენ­და­რუ­ლი სიმ­ღე­რა "სექ­სი" - ირაკ­ლი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც ამ თე­მა­ზე თა­მა­მად სა­უბ­რობ­და. რას ნიშ­ნავ­და ირაკ­ლის­თვის ამის შე­სა­ხებ სიმ­ღე­რა, ესეც პრო­ტეს­ტი იყო?

- რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლის მიერ ნამ­ღერ თუნ­დაც "პო­ლი­ტი­კუ­რად მშვი­დი, სექ­სუ­ა­ლუ­რად მხნე" - სა­დაც ნათ­ქვა­მია, "ხალ­ხი ისევ ღე­ლავს და ანარ­ქია სურს, მე ისევ მარ­ტო დავ­რჩი და ვე­ღა­რა­ფერს ვთმობ, რად­გან ეს გმი­რი მე ვარ და დად­გა ჩემი დრო!"

ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ლი­ბი­დო სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ჰქონ­და დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი, ამი­ტომ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში მის მიერ წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვა - სექ­სი ყო­ველ­გვა­რი ბილ­წი ჩარ­ჩოს­გან იყო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი და სუ­ლი­ე­რი გან­წმენ­დის, მე­დი­ტა­ცი­ის ხა­რისხში აღიქ­მე­ბო­და. ხოლო პო­ლი­ტი­კა, არ ვიქ­ნე­ბი ორი­გი­ნა­ლუ­რი და ვი­ტყვი, რომ არის ძა­ლა­უფ­ლე­ბის წყურ­ვი­ლით აღტყი­ნე­ბუ­ლი ხალ­ხის თავ­შე­სა­ფა­რი, რო­მელ­თაც იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, არ გა­აჩ­ნი­ათ მა­ღა­ლი იდე­ა­ლე­ბი და ყო­ველ ხერ­ხს იყე­ნე­ბენ, რათა სა­კუ­თა­რი ვიწ­რო მერ­კან­ტი­ლუ­რი, მდა­ბიო ჟინი და­იკ­მა­ყო­ფი­ლონ.

- სექ­სი მი­ზე­ზია ომის? :)

- თა­ვის­თა­ვად სექ­სუ­ა­ლუ­რი აქტი შე­იძ­ლე­ბა აღიქ­მე­ბო­დეს ძა­ლა­დო­ბად, მაგ­რამ შე­დე­გია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი! ვა­მარ­ცხებთ სიკ­ვდილს და ვაძ­ლევთ შანსს ახალ სი­ცო­ცხლეს.

- აქვე ჩა­გე­კი­თხე­ბით, კლი­პი სიმ­ღე­რა­ზე "სექ­სი", ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო კლი­პია ირაკ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, რო­გორ გა­და­ი­ღეთ ან იდეა ვისი იყო?

- კლი­პი გა­და­ი­ღო ბასა ჯა­ნი­კაშ­ვილ­მა, ხოლო იდეა წა­მო­ვი­და ირაკ­ლის­გან, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, სა­ქარ­თვე­ლომ დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კუ­თხით ჩი­ნეთს უნდა მიჰ­ბა­ძო­სო. ეს თემა გა­ნავ­რცო ბა­სამ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოკ­ლი­პით, სა­დაც მოხ­და ჩი­ნურ მო­ტი­ვებ­ზე დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი­სა და ჩვე­ნი კად­რე­ბის სინ­ქრო­ნი­ზა­ცია.

- რო­გორ იქ­მნე­ბო­და ლე­გენ­და­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, რო­გორ წერ­და, რო­გორ მუ­შა­ობ­და? მუ­შა­ო­ბის დროს ჩა­კე­ტი­ლი იყო თუ აზ­რებს გი­ზი­ა­რებ­დათ, რჩე­ვებს გე­კი­თხე­ბო­დათ? ღა­მით თუ აღ­ვი­ძებ­და მუზა? სა­წოლ­თან თუ ედო კა­ლა­მი და ბლოკ­ნო­ტი...

- მუ­სი­კა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­დე­ვი და მე­ტად აქ­ტი­უ­რი ნა­წი­ლი იყო. ასე რომ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი, თუ ზოგ­ჯერ მთე­ლი დღე არა, იქ­მნე­ბო­და მე­ლო­დია ან თე­მის და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სით ვი­ყა­ვით გარ­თუ­ლი. ხან­და­ხან დი­ლის 6-7 სა­ა­თამ­დე კომ­პი­უ­ტერ­თან ვის­ხე­დით - რო­დე­საც ახ­ლოს ხარ სა­სურ­ველ მი­ზან­თან, აზარ­ტუ­ლო­ბის ხა­რის­ხი იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ ყვე­ლაფ­რის მი­მართ ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი ხდე­ბი და მთლი­ა­ნად მო­ცუ­ლი ხარ შენი საქ­მით.

- რო­გო­რი მე­უღ­ლე იყო ირაკ­ლი. ხე­ლო­ვა­ნი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, სხვა­ნა­ი­რი ქმა­რი იქ­ნე­ბო­და. ამ­ბო­ბენ, ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი მძი­მედ სა­ურ­თი­ერ­თო­ბო არი­ა­ნო ოჯახ­ში...

- ირაკ­ლი სუ­ლით ხორ­ცამ­დე ხე­ლო­ვა­ნი იყო, მისი მე­ლო­დია, მისი ლექ­სი და მისი პრო­ზა სხვა არა­ფე­რია, თუ არა ემო­ცი­ე­ბის, აზ­რე­ბის მე­ტად ეფექ­ტუ­რი ტრანსფორ­მა­ცია სი­ტყვი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი ბგე­რის მეშ­ვე­ო­ბით. სამ­ყა­როს გულ­დას­მით მოს­მე­ნა, მუდ­მი­ვად სი­ახ­ლის ძი­ე­ბა - ერ­თგვა­რი მეც­ნი­ე­რე­ბაა. ირაკ­ლი იყო და არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სხვებს აძ­ლევს შანსს, ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­და­რე­ბით მა­ღალ ხა­რისხს მი­აღ­წი­ონ, სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებს თვა­ლი გა­უს­წო­რონ და მა­რა­დი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე და­ფიქ­რდნენ. ასე რომ, მე მას­თან კი არ მი­ჭირ­და ცხოვ­რე­ბა, არა­მედ ერ­თგვარ ექ­სტაზს გან­ვიც­დი­დი და ეს გან­ცდა დღემ­დე მომ­ყვე­ბა, რო­დე­საც მას­ზე ვფიქ­რობ. ის­ტო­რი­ას ქმნი­და და დარ­ჩა ის­ტო­რი­ას.

- ქა­ლიშ­ვილს დე­დოფ­ლის სა­ხე­ლი - ნანა და­არ­ქვით, რო­გორ ექ­ცე­ო­და ირაკ­ლი ქა­ლიშ­ვილს, ის ხომ თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყო­ფია.

- ირაკ­ლის­თვის ნა­ნას და­ბა­დე­ბა სას­წა­უ­ლი იყო, დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და ამავდრო­უ­ლად უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. სა­ხე­ლი დე­დის, ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნის - ნანა თო­ი­ძის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ ქრის­ტი­ან დე­დო­ფალს ერ­ქვა ნანა.

- რო­გორ "აფ­რენ­და" ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი, რო­გორ "აფ­რენ­დით" ერ­თად, ანუ რო­გო­რი იყო არა მე­ფუ­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცოლ­ქმრუ­ლი გაფ­რე­ნა?"

- ჩემ­თვის აფ­რენს ყვე­ლა ის, ვინც მა­სა­ვით არ "აფ­რენს". ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლი, მშვი­დი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო.

- რას ნიშ­ნავ­და მის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი?

- სიყ­ვა­რუ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა და მის­და­მი ძა­ლი­ან სა­თუ­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და. ირაკ­ლის სიმ­ღე­რე­ბი არის ამის სა­უ­კე­თე­სო დას­ტუ­რი - "დრო მხო­ლოდ სიყ­ვა­რულს და­ინ­დობს".

უდი­დე­სი სა­ჩუ­ქა­რია სიყ­ვა­რუ­ლი და პირ­და­პირ კავ­შირ­შია რწმე­ნას­თან. უან­გა­როდ უნდა გას­ცე, უნდა დადო ქვა­ზე მად­ლი და გა­ი­ა­რო. "შენ­გან არა­ფერს ვი­თხოვ­დი, მე მხო­ლოდ შენ­ზე ვფიქ­რობ­დი"...

- "მე მომ­წონს შენი დიდი მკერ­დი და ის, რომ წით­ლად შე­ი­ღე­ბე თმა"... თუ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დით მის რჩე­ვებს გა­რეგ­ნო­ბას­თან, ჩაც­მას­თან და ზო­გა­დად სტილ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- ერ­თმა­ნე­თის აზრს ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით, ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო ჩაც­მის მი­მართ, უყ­ვარ­და, რო­დე­საც თა­მა­მად მეც­ვა და ამ­ბობ­და, ჩემს პა­ნაშ­ვიდ­ზე წი­თე­ლი პო­მა­დით მინ­და "გნა­ხოო", რა­ზეც სა­შინ­ლად ვღი­ზი­ან­დე­ბო­დი. არ მინ­დო­და კოშ­მა­რულ სიზ­მარ­შიც კი წარ­მო­მედ­გი­ნა ის დღე, რო­დე­საც მის გა­რე­შე მო­მი­წევ­და არ­სე­ბო­ბა.

- ირაკ­ლი ცო­ცხა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რას იზამ­და. შექ­მნი­და კი­დევ ერთ შე­დევ­რს?

- ძა­ლი­ან ბა­ნა­ლუ­რი კი­თხვაა და არა­ერ­თხელ და­უს­ვამთ ჩემ­თვის, მაგ­რამ ვერ გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი, ვერ მივ­ცემ თავს იმის უფ­ლე­ბას, რომ ირაკ­ლის მა­გივ­რად ვი­ლა­პა­რა­კო. მის შე­მოქ­მე­დე­ბას გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი და ყვე­ლა კი­თხვა­ზე ვი­პო­ვით პა­სუხს. ირაკ­ლი ყო­ველ­თვის გმობ­და ძა­ლა­დო­ბას და ებ­რძო­და მო­ნურ ფსი­ქი­კას, გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ ყვე­ლას შე­უძ­ლია გახ­დეს მეფე, მაგ­რამ ასე­ვე ყვე­ლა­ში იმა­ლე­ბა მონა. ადა­მი­ა­ნი თვი­თონ ირ­ჩევს ცხოვ­რე­ბის გზას და ავი­თა­რებს სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. მისი ტექ­სტი "სა­ქარ­თვე­ლო" მი­მარ­თვაა მო­მა­ვალს, - "თქვენ იზამთ ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვერ მო­ვას­წრებ, რომ ვქნა და ჩემ­გან დარ­ჩე­ნილ, დაფ­ლე­თილ ათას ტომს, ბავ­შვე­ბი ნა­ხა­ვენ, თუ ოდეს­მე მო­ვი­გებთ, ომს, ჩვენ, მო­ვი­გებთ ომს!!!" სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ ადა­მი­ა­ნის ნება გა­დამ­წყვე­ტია, რაც ჩემ­თვის მენ­ტა­ლურ რე­ვო­ლუ­ცი­ად აღიქ­მე­ბა და ნიშ­ნავს ომის მო­გე­ბას, დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ გა­დად­გმულ რე­ა­ლურ ნა­ბიჯს. ირაკ­ლის რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან ასო­ცი­რე­ბა ალ­ბათ არა­ვის მო­უ­ვა აზ­რად, რად­გან მას, რო­გორც შე­მოქ­მედს, მეტი ამ­ბი­ცია ჰქონ­და და სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ­და ის­ტო­რი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ყო­ველ­გვა­რი ვიწ­რო­პარ­ტი­ულ-ნო­მენკლა­ტუ­რუ­ლი "ფა­ფხუ­რი" სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და მის­თვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სამ­ყა­როს შავ-თეთ­რად აღ­ქმა ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და ეს პრობ­ლე­მა თავს იჩენს მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­დის და სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა მა­ღა­ლია, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბი­სა და ეგოს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მიზ­ნით ცე­ცხლზე ნავ­თის დამ­სხმელ­თა აღ­ზე­ვე­ბის ხანა დგე­ბა. ზნე­ობ­რივ მხა­რე­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, მათ "ორა­ტო­რულ" გა­მოს­ვლებს დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რი შე­უძ­ლი­ათ გა­უ­წი­ონ ქვე­ყა­ნას... მაგ­რამ ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბამ და ჩვე­ნი, რო­გორც ერის დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ სა­ვალ გზა­ზე დაღ­ვი­ნე­ბამ, სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის გა­რე­შე მოგ­ვა­ხერ­ხე­ბი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ვა. ახა­ლარ­ჩე­ულ მთავ­რო­ბას უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აწევს და იმე­დი მაქვს, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის მხრი­დან კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის მეტი აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია, ზო­გადსა­კა­ცობ­რიო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მუდ­მი­ვი ერ­თგუ­ლე­ბა არც ერთ ხე­ლი­სუ­ფალს არ მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მფშვი­ნავ, გა­ზუ­ლუ­ქე­ბულ, წყა­როს და­პატ­რო­ნე­ბულ დევს და­ემ­სგავ­სოს.

- გა­და­ცუ­რეთ ზღვა? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის აღა­რაა, შუა ზღვა­ში მი­გა­ტო­ვათ, გა­და­ცუ­რეთ თუ ახ­ლაც მი­ცუ­რავთ და თან ერ­თად?

- ადა­მი­ანს, სა­ნამ ცო­ცხა­ლია, გა­მუდ­მე­ბით უწევს ზღვე­ბი­სა და ხში­რად ოკე­ა­ნე­ე­ბის გა­და­ცურ­ვა. მე ამ პრო­ცეს­ში ვარ, მაგ­რამ ის, რაც მაძ­ლი­ე­რებს და კი­დუ­რე­ბის ატრო­ფი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევს ცურ­ვი­სას, არის რწმე­ნა, რწმე­ნა სი­ნათ­ლის, რო­მე­ლიც მეფე ირაკ­ლიმ სან­თე­ლი­ვით აან­თო ჩემ­ში - "მე წა­ვალ, ჩემს შემ­დეგ სი­ნათ­ლეს დავ­ტო­ვებ". სწო­რედ ამ სი­ნათ­ლეს მივ­ყვე­ბი და ალ­ბათ რო­დე­საც მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი, ეს იქ­ნე­ბა სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თე­ბი ჩემ­თვის.

- "ის­ტო­რი­ას დარ­ჩე­ბა ის, რაც ვი­პო­ვეთ მე და შენ..." რა იპო­ვეთ მას­თან ყოფ­ნი­სას?

- ვი­პო­ვე სა­კუ­თა­რი თავი, შე­ვე­ხე უსას­რუ­ლო­ბას, რად­გან ვი­წა­მე ღმერ­თი.

ქეთი მი­ქა­ნა­ძე

ყო­ველ­თვი­უ­რი ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მეფის ორგაზმული შემოქმედება

მეფის ორგაზმული შემოქმედება

... ირაკლი ჩარკვიანი და მისი შემოქმედება ჩემთვის არაქართული და არც არა რომელიმე ქვეყნის მოვლენაა, არამედ სამყაროს გზავნილია ადამიანების მისამართით. მეფე და ქეთათო ჩემთვის დედამიწაა, რომელიც ორი პოლუსისგან კი შედგება, მაგრამ მაინც ერთი მთლიანობაა...

- "მეფე და ქეთათო" როგორი იყო თქვენი ურთიერთობა, შემოქმედებითი ტანდემი და ოჯახური ცხოვრება?

- ჩვენი ურთიერთობა იყო ორი ძალიან მოკრძალებული ადამიანის თანაცხოვრება, რომელთაც შერჩენილი ჰქონდათ ბავშვური იდეალიზმი და ყმაწვილური აზარტით აკეთებდნენ საყვარელ საქმეს, ერთმანეთის წარმატებით აღფრთოვანდებოდნენ და დროს და ენერგიას არ იშურებდნენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად დაახლოებულიყვნენ. სამყაროს ხედვას ერთმანეთს უზიარებდნენ და დროთა განმავლობაში უერთმანეთოდ ვეღარც აღიქვამდნენ მას. არასრულყოფილია ყოველივე, სადაც არ არის სიყვარული და ამ გრძნობის გარეშე ადამიანი ატროფირებულ, უსულო საგანს წააგავს, არის მშიშარა და ურწმუნო, ამაოებაა მისი ყოფა და არაფრისმთქმელია მისი როგორც სიცოცხლე, ასევე სიკვდილი.

- რას ნიშნავს შემოქმედისთვის ცხოვრების თანამგზავრად ჰყავდეს საქმეში პარტნიორი და თანამოაზრე?

- არასდროს მიფიქრია მომღერლობაზე, მაგრამ ირაკლისთან გატარებულმა ზღაპრული მელოდიებით გაჯერებულმა წუთებმა თავისდა უნებურად ამამღერეს. საკუთარ ემოციებზე არ ვლაპარაკობდით, სიმღერა იყო ერთადერთი მედიუმი, რომელიც გრძნობების გამოხატვის საშუალებას გვაძლევდა. იმის მიუხედავად, რომ 10 წელი ვცხოვრობდით ერთად და დროის უდიდეს ნაწილს ერთად ვატარებდით, ძალიან მორიდებული ვიყავით ერთმანეთის მიმართ და ხელოვნება იყო ის უნიკალური ენა, რომელიც ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას, ზოგჯერ წინასწარმეტყველურ, უტყუარ ხედვას ერთმანეთისთვის გვაზიარებინებდა.

- როგორია ამ დროს ურთიერთობა, სად მთავრდება ოჯახი და სად იწყება მუსიკა?

- მუსიკა და მისი თანმხლები სიტყვა იყო ჩვენი ცხოვრება, გზა თვითშემეცნებისკენ, ჩვენი სულიერი სახლი და ჩვენი ყოფის არსი.

- სიტყვა - სექსი ირაკლი ჩარკვიანმა არაერთხელ გამოიყენა საკუთარ ლექსებში, სიმღერებში... "პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე, ანუ სულაც ეს ლეგენდარული სიმღერა "სექსი" - ირაკლი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ თემაზე თამამად საუბრობდა. რას ნიშნავდა ირაკლისთვის ამის შესახებ სიმღერა, ესეც პროტესტი იყო?

- რაც შეეხება ირაკლის მიერ ნამღერ თუნდაც "პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე" - სადაც ნათქვამია, "ხალხი ისევ ღელავს და ანარქია სურს, მე ისევ მარტო დავრჩი და ვეღარაფერს ვთმობ, რადგან ეს გმირი მე ვარ და დადგა ჩემი დრო!"

ის იყო ადამიანი, რომელსაც ლიბიდო საფუძვლიანად ჰქონდა დაკმაყოფილებული, ამიტომ ხელოვნებაში მის მიერ წარმოთქმული სიტყვა - სექსი ყოველგვარი ბილწი ჩარჩოსგან იყო გათავისუფლებული და სულიერი განწმენდის, მედიტაციის ხარისხში აღიქმებოდა. ხოლო პოლიტიკა, არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ არის ძალაუფლების წყურვილით აღტყინებული ხალხის თავშესაფარი, რომელთაც იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ გააჩნიათ მაღალი იდეალები და ყოველ ხერხს იყენებენ, რათა საკუთარი ვიწრო მერკანტილური, მდაბიო ჟინი დაიკმაყოფილონ.

- სექსი მიზეზია ომის? :)

- თავისთავად სექსუალური აქტი შეიძლება აღიქმებოდეს ძალადობად, მაგრამ შედეგია მნიშვნელოვანი! ვამარცხებთ სიკვდილს და ვაძლევთ შანსს ახალ სიცოცხლეს.

- აქვე ჩაგეკითხებით, კლიპი სიმღერაზე "სექსი", ერთ-ერთი საინტერესო კლიპია ირაკლის შემოქმედებაში, როგორ გადაიღეთ ან იდეა ვისი იყო?

- კლიპი გადაიღო ბასა ჯანიკაშვილმა, ხოლო იდეა წამოვიდა ირაკლისგან, რომელიც ამბობდა, საქართველომ დემოგრაფიული კუთხით ჩინეთს უნდა მიჰბაძოსო. ეს თემა განავრცო ბასამ მარჯანიშვილის თეატრში გადაღებული ვიდეოკლიპით, სადაც მოხდა ჩინურ მოტივებზე დადგმული სპექტაკლისა და ჩვენი კადრების სინქრონიზაცია.

- როგორ იქმნებოდა ლეგენდარული სიმღერები, როგორ წერდა, როგორ მუშაობდა? მუშაობის დროს ჩაკეტილი იყო თუ აზრებს გიზიარებდათ, რჩევებს გეკითხებოდათ? ღამით თუ აღვიძებდა მუზა? საწოლთან თუ ედო კალამი და ბლოკნოტი...

- მუსიკა ჩვენი ცხოვრების თანამდევი და მეტად აქტიური ნაწილი იყო. ასე რომ, დღის განმავლობაში რამდენიმე საათი, თუ ზოგჯერ მთელი დღე არა, იქმნებოდა მელოდია ან თემის დამუშავების პროცესით ვიყავით გართული. ხანდახან დილის 6-7 საათამდე კომპიუტერთან ვისხედით - როდესაც ახლოს ხარ სასურველ მიზანთან, აზარტულობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ყველაფრის მიმართ ინდიფერენტული ხდები და მთლიანად მოცული ხარ შენი საქმით.

- როგორი მეუღლე იყო ირაკლი. ხელოვანი რომ არ ყოფილიყო, სხვანაირი ქმარი იქნებოდა. ამბობენ, ხელოვანი ადამიანები მძიმედ საურთიერთობო არიანო ოჯახში...

- ირაკლი სულით ხორცამდე ხელოვანი იყო, მისი მელოდია, მისი ლექსი და მისი პროზა სხვა არაფერია, თუ არა ემოციების, აზრების მეტად ეფექტური ტრანსფორმაცია სიტყვისა და მუსიკალური ბგერის მეშვეობით. სამყაროს გულდასმით მოსმენა, მუდმივად სიახლის ძიება - ერთგვარი მეცნიერებაა. ირაკლი იყო და არის ადამიანი, რომელიც სხვებს აძლევს შანსს, შინაგანი თავისუფლების შედარებით მაღალ ხარისხს მიაღწიონ, საკუთარ სურვილებს თვალი გაუსწორონ და მარადიულ ფასეულობებზე დაფიქრდნენ. ასე რომ, მე მასთან კი არ მიჭირდა ცხოვრება, არამედ ერთგვარ ექსტაზს განვიცდიდი და ეს განცდა დღემდე მომყვება, როდესაც მასზე ვფიქრობ. ისტორიას ქმნიდა და დარჩა ისტორიას.

- ქალიშვილს დედოფლის სახელი - ნანა დაარქვით, როგორ ექცეოდა ირაკლი ქალიშვილს, ის ხომ თქვენი სიყვარულის ნაყოფია.

- ირაკლისთვის ნანას დაბადება სასწაული იყო, დიდი ბედნიერება და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა. სახელი დედის, ულამაზესი ქალბატონის - ნანა თოიძის პატივსაცემად დაარქვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს პირველ ქრისტიან დედოფალს ერქვა ნანა.

- როგორ "აფრენდა" ირაკლი ჩარკვიანი, როგორ "აფრენდით" ერთად, ანუ როგორი იყო არა მეფური, ჩვეულებრივი ცოლქმრული გაფრენა?"

- ჩემთვის აფრენს ყველა ის, ვინც მასავით არ "აფრენს". ძალიან კეთილშობილი, მშვიდი და წესიერი ადამიანი იყო.

- რას ნიშნავდა მისთვის სიყვარული?

- სიყვარული კაცობრიობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და მისდამი ძალიან სათუთი დამოკიდებულება გვქონდა. ირაკლის სიმღერები არის ამის საუკეთესო დასტური - "დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს".

უდიდესი საჩუქარია სიყვარული და პირდაპირ კავშირშია რწმენასთან. უანგაროდ უნდა გასცე, უნდა დადო ქვაზე მადლი და გაიარო. "შენგან არაფერს ვითხოვდი, მე მხოლოდ შენზე ვფიქრობდი"...

- "მე მომწონს შენი დიდი მკერდი და ის, რომ წითლად შეიღებე თმა"... თუ ითვალისწინებდით მის რჩევებს გარეგნობასთან, ჩაცმასთან და ზოგადად სტილთან დაკავშირებით?

- ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებდით, ძალიან თავისუფალი იყო ჩაცმის მიმართ, უყვარდა, როდესაც თამამად მეცვა და ამბობდა, ჩემს პანაშვიდზე წითელი პომადით მინდა "გნახოო", რაზეც საშინლად ვღიზიანდებოდი. არ მინდოდა კოშმარულ სიზმარშიც კი წარმომედგინა ის დღე, როდესაც მის გარეშე მომიწევდა არსებობა.

- ირაკლი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით რას იზამდა. შექმნიდა კიდევ ერთ შედევრს?

- ძალიან ბანალური კითხვაა და არაერთხელ დაუსვამთ ჩემთვის, მაგრამ ვერ გავკადნიერდები, ვერ მივცემ თავს იმის უფლებას, რომ ირაკლის მაგივრად ვილაპარაკო. მის შემოქმედებას გადავავლოთ თვალი და ყველა კითხვაზე ვიპოვით პასუხს. ირაკლი ყოველთვის გმობდა ძალადობას და ებრძოდა მონურ ფსიქიკას, გვეუბნებოდა, რომ ყველას შეუძლია გახდეს მეფე, მაგრამ ასევე ყველაში იმალება მონა. ადამიანი თვითონ ირჩევს ცხოვრების გზას და ავითარებს საკუთარ შესაძლებლობებს. მისი ტექსტი "საქართველო" მიმართვაა მომავალს, - "თქვენ იზამთ ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ, რომ ვქნა და ჩემგან დარჩენილ, დაფლეთილ ათას ტომს, ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ, ომს, ჩვენ, მოვიგებთ ომს!!!" საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ადამიანის ნება გადამწყვეტია, რაც ჩემთვის მენტალურ რევოლუციად აღიქმება და ნიშნავს ომის მოგებას, დემოკრატიისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს. ირაკლის რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებასთან ასოცირება ალბათ არავის მოუვა აზრად, რადგან მას, როგორც შემოქმედს, მეტი ამბიცია ჰქონდა და სხვა პასუხისმგებლობას გრძნობდა ისტორიასთან მიმართებაში. ყოველგვარი ვიწროპარტიულ-ნომენკლატურული "ფაფხური" სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა მისთვის. აღსანიშნავია, რომ სამყაროს შავ-თეთრად აღქმა ბევრი ჩვენგანისთვის არის დამახასიათებელი და ეს პრობლემა თავს იჩენს მაშინ, როდესაც ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის და სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება მაღალია, როდესაც საკუთარი პიროვნების გამომზეურებისა და ეგოს დაკმაყოფილების მიზნით ცეცხლზე ნავთის დამსხმელთა აღზევების ხანა დგება. ზნეობრივ მხარეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მათ "ორატორულ" გამოსვლებს დათვური სამსახური შეუძლიათ გაუწიონ ქვეყანას... მაგრამ ბოლო ათწლეულების მძიმე გამოცდილებამ და ჩვენი, როგორც ერის დემოკრატიისკენ სავალ გზაზე დაღვინებამ, სერიოზული კატაკლიზმების გარეშე მოგვახერხებინა ხელისუფლების გადარჩევა. ახალარჩეულ მთავრობას უდიდესი პასუხისმგებლობა აწევს და იმედი მაქვს, სამოქალაქო სექტორის მხრიდან კონკრეტული საკითხების მეტი აქტუალიზაცია, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მუდმივი ერთგულება არც ერთ ხელისუფალს არ მისცემს საშუალებას, რომ მფშვინავ, გაზულუქებულ, წყაროს დაპატრონებულ დევს დაემსგავსოს.

- გადაცურეთ ზღვა? მიუხედავად იმისა, რომ ის აღარაა, შუა ზღვაში მიგატოვათ, გადაცურეთ თუ ახლაც მიცურავთ და თან ერთად?

- ადამიანს, სანამ ცოცხალია, გამუდმებით უწევს ზღვებისა და ხშირად ოკეანეების გადაცურვა. მე ამ პროცესში ვარ, მაგრამ ის, რაც მაძლიერებს და კიდურების ატროფირების საშუალებას არ მაძლევს ცურვისას, არის რწმენა, რწმენა სინათლის, რომელიც მეფე ირაკლიმ სანთელივით აანთო ჩემში - "მე წავალ, ჩემს შემდეგ სინათლეს დავტოვებ". სწორედ ამ სინათლეს მივყვები და ალბათ როდესაც მივუახლოვდები, ეს იქნება სიცოცხლის ბოლო წუთები ჩემთვის.

- "ისტორიას დარჩება ის, რაც ვიპოვეთ მე და შენ..." რა იპოვეთ მასთან ყოფნისას?

- ვიპოვე საკუთარი თავი, შევეხე უსასრულობას, რადგან ვიწამე ღმერთი.

ქეთი მიქანაძე

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება