პრეზიდენტი ახალ წელს ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდება

 პრეზიდენტი ახალ წელს ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ, 2013 წელს ავღანეთში იმ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდება, რომლებიც ამ ქვეყანაში ISAF-ის პროგრამის ფარგლებში მსახურობენ.

ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქზე", პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

საქართველოს პირველი პირი ჰელმანდის პროვინციაში წინასაახალწლოდ ჩავა, სამხედროებს ახალ წელს პირადად მიულოცავს და ახალი წლის ღამეს სამხედრო ბაზაზე მათთან ერთად გაატარებს.

საქართველოს პრეზიდენტი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში უკვე მეორედ მოინახულებს. პირველად, მიხეილ სააკაშვილი მათ 2012 წლის 20 თებერვალს სტუმრობდა და მათთან ერთად ჯავშანტექნიკით პატრულირებდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს