ტვინში ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანს სუიციდისკენ უბიძგებს

ტვინში ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანს სუიციდისკენ უბიძგებს

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამინომჟავა გლუტამატი, რომელსაც თავის ტვინი შეიცავს, სუიციდურ ქცევასთან არის დაკავშირებული. სპეციალისტთა გუნდმა, ლინა ბრანდინის ხელმძღვანელობით, დაადგინა, რომ ეს ქიმიური ნივთიერება უფრო გააქტიურებული აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თვითმკვლელობა უცდიათ.

ამინომჟავა გლუტამატი, რომელიც ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალებს გადასცემს, დიდი ხნის წინ დაუკავშირეს დეპრესიას.

"მიღებული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან პაციენტებში დაავადების მექანიზმს წარმოაჩენს. 40 წლის განმავლობაში გულდასმით ვსწავლობდით სხვა ნეირომედიატორს - სეროტონინს. კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი დაკვირვების საგნად გლუტამატი უნდა იქცეს", - აცხადებს ბრანდინი.

ლინა ბრანდინი კოლეგებთან ერთად შვედეთში გლუტამანის აქტივობას ზურგის ტვინის სითხეში ქინოლინის მჟავის შემცველობის გაზომვის გზით სწავლობდა. ექსპერიმენტის მონაწილე 100 პაციენტიდან ორი მესამედი საავადმყოფოში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმკვლელობა სცადეს, დანარჩენი ჯანმრთელი იყო. ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით იმ პაციენტთა ზურგის ტვინის სითხეში, რომლებმაც თვითმკვლელობა სცადეს, ქინოლინის მჟავა ორჯერ მეტი რაოდენობით აღმოჩნდა. ეს ნეირონებს შორის გლუტამატის სიგნალების გაზრდაზე მიუთითებს. როგორც კი თვითმკვლელობის შესახებ აზრები ადამიანს ტოვებს, ქინოლინის მჟავის მაჩვენებელი იკლებს. 

მიღებული შედეგები ხსნის, თუ რატომ მიიჩნეოდა ტვინის ანთება როგორც თვითმკვლელობის რისკფაქტორი. ტვინის ანთების დროს ქინოლინის მჟავის გამომუშავება ორგანიზმის იმუნური პასუხია.

ბანდინის თქმით, სპეციალისტები გლუტამანის საწინააღმდეგო პრეპარატზე ამჟამადაც მუშაობენ და უახლოეს მომავალში შესაძლოა, სუიციდური აზრებისგან თავის დაღწევის ეფექტური მეთოდი შეიმუშაონ.

"მომავალში არ არის გამორიცხული, დეპრესიითა და სუიციდური ქცევით შეპყრობილ ადამიანებს ტვინის ანთებაზე სისხლის ანალიზი აუღონ. სასწრაფოს ექიმებმა და ფსიქიატრებმა ამ საკითხზე ერთად უნდა იმუშაონ", - აცხადებს ბრანდინი.

2008 წელს გერმანელი მკვლევარები ბავარიის ახალგაზრდა მკვიდრთა გამოკითხვის შედეგად, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მწეველთა შორის გაცილებით მეტია სუიციდური აზრებით შეპყრობილი, ვიდრე არამწეველთა შორის.

მომზადებულია Science Daily-ს მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"