პრინცმა ჰარიმ "თალიბანის" მეთაური გაანადგურა

პრინცმა ჰარიმ "თალიბანის" მეთაური გაანადგურა

28 წლის ბრიტანეთისა პრინცმა ჰარიმ სამხრეთ ავღანეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია "თალიბანის" საველე მეთაური გაანადგურა.

ელისაბედ დედოფლის შვილიშვილმა სამიზნეს შვეულმფრენის ბორტიდან Hellfire-ის რაკეტა ესროლა.

უელსის პრინც ჩარლზისა და მისი პირველი ცოლის ვაჟი გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობს. ის ვერტმფრენ "აპაჩის" ეკიპაჟის მეორე პილოტია.

2012 წლის სექტემბერში ისლამური მოძრაობის წევრებმა პრინცი ჰარი "ნომერ პირველ სამიზნედ" გამოაცხადეს და პირობა დადეს, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ მის ასაყვანად. 

14 სექტემბერს "თალიბანის" მებრძოლები თავს დაესხნენ ბაზის ამერიკული სექტორს, სადაც დასავლეთ ევროპის ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. თავდასხმის შედეგად ორი ამერიკელი საზღვაო ქვეითი გარდაიცვალა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. ბრიტანეთის პრინცი მაშინ თალიბების თავდასხმას გადაურჩა.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე