იტალიის ქალაქ რომში ქართველ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს, რომლებიც ბინებს ძარცვავდნენ, კვალს კი თითქმის არ ტოვებდნენ.
პოლიციის წინასწარი ვარაუდით, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაწესებული თვალთვალით მიღებულ ცნობებს ეყრდნობა, მძარცველები გასაძარცვი ბინისა და მისი პატრონის შესახებ ინფორმაციას წინასწარ აგროვებდნენ, ამუშავებდნენ და ოპერაციას ისე გეგმავდნენ.
იტალიელი სამართალდამცველები ფიქრობენ, რომ ქართველთა დაჯგუფება იტალიაში ან ევროპაში მოქმედი ბანდის ფილიალია და არ არის გამორიცხული, ორგანიზებულად იმართებოდეს.
იტალიური მედია დაკავებულთა ვინაობას ჯერჯერობით არ ახმაურებს, თუმცა, ირწმუნება, რომ დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან.