გუდაურში სათხილამურო სეზონი გაიხსნა

გუდაურში სათხილამურო სეზონი გაიხსნა

გუდაურში სათხილამურო სეზონი გაიხსნა. დამსვენებლებს თხილამურებითა და "სნოუბორდით" სრიალი ნებისმიერ ტრასაზე შეუძლიათ. სტუდენტები სპეციალური ფასდაკლებით წელსაც ისარგებლებენ და სეზონურ აბონიმენტში 150 ლარს გადაიხდიან.

გუდაურის სტუმრების უსაფრთხოებაზე მაშველების 16 ბრიგადა იზრუნებს.

"ყველა საბაგირო გზა შემოწმებულია და გამართულად მუშაობს. მობილიზებულია სამაშველო სამსახური და ასევე ტექნიკა სრულ მზადყოფნაშია. ბიგელი და ძუბინგი მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის წელს უფასო იქნება", – განაცხადა გუდაურის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა შალვა გულაშვილმა.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა