სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზაზა რუსაძის სადებიუტო ნამუშევრს ”ბერლინალეზე” აჩვენებენ
ზაზა რუსაძის სადებიუტო ნამუშევრს ”ბერლინალეზე” აჩვენებენ

რე­ჟი­სორ ზაზა რუ­სა­ძის სა­დე­ბი­უ­ტო ნა­მუ­შევ­რის მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა ბერ­ლი­ნის 63-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ნი­ნია ახვლე­დი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, ქარ­თუ­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "ჩემი საბ­ნის ნა­კე­ცი" "ბერ­ლი­ნა­ლეს" ოფი­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა "პა­ნო­რა­მის­თვის" შე­ირ­ჩა.

"პა­ნო­რა­მა" ფეს­ტი­ვა­ლის არა­სა­კონ­კურ­სო სექ­ცი­აა, რო­მე­ლიც სა­ავ­ტო­რო და კო­მერ­ცი­უ­ლი კი­ნოს ინ­ტე­რე­სე­ბის და­ახ­ლო­ე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

ამ სექ­ცი­ა­ში რო­გორც სა­ხელ­გან­თქმუ­ლი, ასე­ვე დე­ბი­უ­ტან­ტი რე­ჟი­სო­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და სექ­ცია მხო­ლოდ მათ ევ­რო­პულ და მსოფ­ლიო კი­ნოპ­რე­მი­ე­რებს ეთ­მო­ბა.

63-ე "ბერ­ლი­ნა­ლე" 2013 წლის 7-17 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თე­ბა. ფილ­მი "ჩემი საბ­ნის ნა­კე­ცი" "ბერ­ლი­ნა­ლეს" პროგ­რა­მის ად­რე­ულ სე­ლექ­ცი­ა­ში - 15 დო­კუ­მენ­ტურ და მხატ­ვრულ სრულ­მე­ტა­ჟი­ან ფილ­მს შო­რის და­სა­ხელ­და. "ჩემი საბ­ნის ნა­კე­ცი" ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის 2011 წლის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია და მისი წარ­მო­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სუბ­სი­დი­ამ 575 000 ლარი შე­ად­გი­ნა.

ფილ­მის მოქ­მე­დე­ბა ახლო მო­მა­ვალ­ში, პა­ტა­რა ქარ­თულ ქა­ლაქ­ში ვი­თარ­დე­ბა. უცხო­ეთ­ში სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, დი­მიტ­რი სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბა და სა­სა­მარ­თლო­ში იწყებს მუ­შა­ო­ბას. სამ­სა­ხუ­რის ერ­თფე­რო­ვან დღე­ებს მისი გა­ტა­ცე­ბა, კლდე­ზე ცოც­ვა ცვლის. მთის წვე­რი­დან მის წინ, ბუ­ნე­ბის ულა­მა­ზე­სი ხედი იშ­ლე­ბა და დი­მიტ­რი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის კლა­უსტრო­ფო­ბი­ის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ცდი­ლობს.

ასე­თია ფილ­მის მოკ­ლე სი­უ­ჟე­ტუ­რი ხაზი, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რის ნა­მუ­შე­ვა­რი მა­ყუ­რე­ბელს უჩ­ვე­უ­ლო კი­ნო­თხრო­ბას და ბევრ და­მა­ინ­ტრი­გე­ბელ სურპრიზს სთა­ვა­ზობს.

ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ თორ­ნი­კე ბზი­ა­ვა, თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნი, გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე, ავ­თან­დილ მა­ხა­რა­ძე, ზურა ყიფ­ში­ძე, ლუდ­მი­ლა მღებ­რიშ­ვი­ლი-არ­ტი­ო­მო­ვა, მა­რი­ნა ჯა­ნა­შია, მაკა მა­ხა­რა­ძე, და­რე­ჯან ხარ­ში­ლა­ძე, შოთა ქრის­ტე­საშ­ვი­ლი, აკა­კი ხი­და­შე­ლი და გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი.

ავ­თან­დილ მა­ხა­რა­ძე თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "მო­ნა­ნი­ე­ბის" (1984) და მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის "რჩე­უ­ლის" (1992) შემ­დეგ ისევ ქარ­თუ­ლი კი­ნოს უბ­რუნ­დე­ბა.

"ბერ­ლი­ნა­ლეს" ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, ფეს­ტი­ვალ­ში სულ 15-მდე ქარ­თულ ფილ­მს მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. 1986 წელს გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას "ახალ­გაზ­რდა კომ­პო­ზი­ტო­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა" მთა­ვა­რი სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე ფილ­მი იყო და ვერ­ცხლის დათ­ვიც მო­ი­პო­ვა. შემ­დეგ იყო მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის "რჩე­უ­ლი" (1992) და თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნის "უძი­ნარ­თა მზე" (1993), რო­მე­ლიც ასე­ვე სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის ვერ­ცხლის დათ­ვით და­ჯილ­დოვ­და. ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას "ცის­ფე­რი მთე­ბის" პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩვე­ნე­ბა 1986 წელს სწო­რედ ბერ­ლი­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მა "პა­ნო­რა­მა­ში" შედ­გა, სექ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ახლა უკვე ზაზა რუ­სა­ძის "ჩემი საბ­ნის ნა­კე­ცის" მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რას უმას­პინ­ძლებს.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ზაზა რუსაძის სადებიუტო ნამუშევრს ”ბერლინალეზე” აჩვენებენ

ზაზა რუსაძის სადებიუტო ნამუშევრს ”ბერლინალეზე” აჩვენებენ

რეჟისორ ზაზა რუსაძის სადებიუტო ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.

როგორც ”ამბები.გე”-ს საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინია ახვლედიანმა განუცხადა, ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ჩემი საბნის ნაკეცი" ”ბერლინალეს” ოფიციალური პროგრამა "პანორამისთვის" შეირჩა.

"პანორამა" ფესტივალის არასაკონკურსო სექციაა, რომელიც საავტორო და კომერციული კინოს ინტერესების დაახლოებას ისახავს მიზნად.

ამ სექციაში როგორც სახელგანთქმული, ასევე დებიუტანტი რეჟისორები მონაწილეობენ და სექცია მხოლოდ მათ ევროპულ და მსოფლიო კინოპრემიერებს ეთმობა.

63-ე ”ბერლინალე” 2013 წლის 7-17 თებერვალს გაიმართება. ფილმი "ჩემი საბნის ნაკეცი" ”ბერლინალეს” პროგრამის ადრეულ სელექციაში - 15 დოკუმენტურ და მხატვრულ სრულმეტაჟიან ფილმს შორის დასახელდა. "ჩემი საბნის ნაკეცი" ეროვნული კინოცენტრის 2011 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტია და მისი წარმოების სახელმწიფო სუბსიდიამ 575 000 ლარი შეადგინა.

ფილმის მოქმედება ახლო მომავალში, პატარა ქართულ ქალაქში ვითარდება. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ, დიმიტრი სამშობლოში ბრუნდება და სასამართლოში იწყებს მუშაობას. სამსახურის ერთფეროვან დღეებს მისი გატაცება, კლდეზე ცოცვა ცვლის. მთის წვერიდან მის წინ, ბუნების ულამაზესი ხედი იშლება და დიმიტრი მშობლიური ქალაქის კლაუსტროფობიისგან განთავისუფლებას ცდილობს.

ასეთია ფილმის მოკლე სიუჟეტური ხაზი, თუმცა ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი მაყურებელს უჩვეულო კინოთხრობას და ბევრ დამაინტრიგებელ სურპრიზს სთავაზობს.

ფილმში მონაწილეობენ თორნიკე ბზიავა, თორნიკე გოგრიჭიანი, გიორგი ნაკაშიძე, ავთანდილ მახარაძე, ზურა ყიფშიძე, ლუდმილა მღებრიშვილი-არტიომოვა, მარინა ჯანაშია, მაკა მახარაძე, დარეჯან ხარშილაძე, შოთა ქრისტესაშვილი, აკაკი ხიდაშელი და გიორგი გიორგანაშვილი.

ავთანდილ მახარაძე თენგიზ აბულაძის "მონანიების" (1984) და მიხეილ კალატოზიშვილის "რჩეულის" (1992) შემდეგ ისევ ქართული კინოს უბრუნდება.

”ბერლინალეს” ისტორიის მანძილზე, ფესტივალში სულ 15-მდე ქართულ ფილმს მიუღია მონაწილეობა. 1986 წელს გიორგი შენგელაიას "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე ფილმი იყო და ვერცხლის დათვიც მოიპოვა. შემდეგ იყო მიხეილ კალატოზიშვილის "რჩეული" (1992) და თემურ ბაბლუანის "უძინართა მზე" (1993), რომელიც ასევე საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა. ელდარ შენგელაიას "ცისფერი მთების" პირველი საერთაშორისო ჩვენება 1986 წელს სწორედ ბერლინის კინოფესტივალის პროგრამა "პანორამაში" შედგა, სექციაში, რომელიც ახლა უკვე ზაზა რუსაძის "ჩემი საბნის ნაკეცის" მსოფლიო პრემიერას უმასპინძლებს.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება