უილიამი და ქეითი შვილისთვის მოსამსახურეების შტატზე უარს ამბობენ

უილიამი და ქეითი შვილისთვის მოსამსახურეების შტატზე უარს ამბობენ

ბრიტანეთის პრინც უილიამსა და მის ფეხმძიმე მეუღლეს, ქეით მიდლტონს ბრიტანეთის საუკუნოვანი ტრადიციების დარღვევაში ადანაშაულებენ.

სამეფო წყვილმა აქედანვე უარი თქვა მომავალი შვილისთვის "გუვერნანტებისა" და მოსამსახურეების შტატზე. ამ მრავალრიცხოვან ამალას მხოლოდ ერთი ძიძა შეცვლის, რომელიც არასრული დატვირთვით იმუშავებს.

კეიტს და უილიამს სურთ შვილი თავად გაზარდონ და მის გვერდით რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ.

ბრიტანეთში ბევრი მიიჩნევს, რომ მომავალ მემკვიდრეს ბუკინგემის სასახლის გალავანს მიღმა არ გაზრდიან. მომავალი მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვისთვის მთელი მსოფლიოს გაცნობა სურთ.

სამეფო რეგლამენტის კიდევ ერთ დარღვევად ახალგაზრდა წყვილის საშობაო გეგმები შეფასდა. ქეითი და უილიამი საშობაო არდადეგებს არა სასახლეში, არამედ ბეკშირის საგრაფოში, ქეითის მშობლების სოფლის სახლში აპირებენ.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ამ ცვლილების შესახებ დედოფალი ელისაბედ მეორე და ედინბურგის ჰერცოგი საქმის კურსში ჩააყენეს. თუმცა, მათ საშობაო გეგმებში დედოფლის მონახულება და მისთვის დღესასწაულის მილოცვაც შედის.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს