ჯონი დეპი და ამბერ ჰარდი შორდებიან

ჯონი დეპი და ამბერ ჰარდი შორდებიან

ამბერ ჰარდმა განაცხადა, რომ მასა და ჯონი დეპს შორის ყველაფერი დამთავრდა.

მსახიობებმა ფილმ "რომის დღიურში" მიიღეს მონაწილეობა და ერთად საკმაოდ დიდ დროს ატარებდნენ. იმავე პერიოდში ჯონი დეპი მეუღლეს, ვანესა პარადის დაშორდა. წყვილის დაშორება ჯონი დეპის საყვარელს, ამბერ ჰარდს დაბრალდა.

მაშინ როდესაც დასავლური პრესა ფიქრობდა, რომ ახლა საყვარლებს თავისუფლად შეეძლოთ ურთიერთობის გაგრძელება, ამბერმა განაცხადა, რომ ამ რომანს სერიოზულად აღარ უყურებს.

"ამბერმა გადაწყვიტა, რომ სერიოზული ურთიერთობა ცხოვრების ამ ეტაპზე მას არ სჭირდება. გარდა ამისა, ამბერი ხვდება, რომ ჯონისთვის ძალიან ახალგაზრდაა და წინ მთელი ცხოვრება აქვს. კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ეს რომანი არ გაგრძელდება, ემბერის ორიენტაციაა. ის ბისექსუალია", - აცხადებს ვარსკვლავის მეგობარი.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბერ ჰარდმა აღნიშნა, რომ სიყვარულს ელოდება და არ აქვს მნიშვნელობა, მისი მეორე ნახევარი მამაკაცი იქნება თუ ქალი.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება