სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქეთი მელუა ბაბუას სანახავად საქართველოში ჩამოვიდა
ქეთი მელუა ბაბუას სანახავად საქართველოში ჩამოვიდა

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ქეთი მე­ლუა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნა­თე­სა­ვე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

"ამ კვი­რა­ში, ბა­ბუ­ას მე-80 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, სი­ურპრი­ზი გა­ვუ­კე­თე! რა სა­ო­ცა­რი კვი­რაა!", - წერს ქეთი.

მომ­ღე­რა­ლი სა­კუ­თარ გვერ­დზე ბრი­ტა­ნე­თის ქა­ლაქ ნი­უ­კას­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის და­ხურ­ვას უკავ­შირ­დე­ბა. მომ­ღე­რა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­ბიჯს აპ­რო­ტეს­ტებს.

"ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა! ნი­უ­კასლში ბიბ­ლი­ო­თე­კებს ხუ­რა­ვენ! ისი­ნი ბრი­ტა­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რის შე­მად­გე­ნელ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს ანად­გუ­რე­ბენ!", - წერს მე­ლუა.

ნი­უ­კას­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბი­უ­ჯეტ­ში თან­ხე­ბის და­ზოგ­ვის მიზ­ნით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ქა­ლა­ქის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას და­ხუ­რა­ვენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია contactmusic.com-ის მი­ხედ­ვით.

ასე­ვე იხი­ლეთ: ქეთი მე­ლუ­ას ახა­ლი კლი­პი The Walls Of The World

- ქეთი მე­ლუ­ას "სა­ი­დუმ­ლო სიმ­ფო­ნია" - ახა­ლი ვი­დეო Forgetting All My Troubles

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქეთი მელუა ბაბუას სანახავად საქართველოში ჩამოვიდა

ქეთი მელუა ბაბუას სანახავად საქართველოში ჩამოვიდა

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა რამდენიმე დღის წინ ნათესავების მოსანახულებლად საქართველოში იმყოფებოდა. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს.

"ამ კვირაში, ბაბუას მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში ვიმყოფებოდი, სიურპრიზი გავუკეთე! რა საოცარი კვირაა!", - წერს ქეთი.

მომღერალი საკუთარ გვერდზე ბრიტანეთის ქალაქ ნიუკასლის ხელისუფლების გადაწყვეტილებასაც ეხმაურება, რომელიც ადგილობრივი საჯარო ბიბლიოთეკების დახურვას უკავშირდება. მომღერალი ხელისუფლების ნაბიჯს აპროტესტებს.

"ეს საშინელებაა! ნიუკასლში ბიბლიოთეკებს ხურავენ! ისინი ბრიტანული საზოგადოებისა და კულტურის შემადგენელ მნიშვნელოვან ნაწილს ანადგურებენ!", - წერს მელუა.

ნიუკასლის მუნიციპალური საბჭოს გადაწყვეტილებით, ბიუჯეტში თანხების დაზოგვის მიზნით, უახლოეს მომავალში ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკების უმრავლესობას დახურავენ.

მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: ქეთი მელუას ახალი კლიპი The Walls Of The World

- ქეთი მელუას "საიდუმლო სიმფონია" - ახალი ვიდეო Forgetting All My Troubles

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება