თეა წულუკიანი - "ბაჩო ახალაია ახალ წელს თუ ციხეში შეხვდება, ამით არაფერი დაშავდება"

თეა წულუკიანი - "ბაჩო ახალაია ახალ წელს თუ ციხეში შეხვდება, ამით არაფერი დაშავდება"

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია ახალ წელს თუ ციხეში შეხვდება, ამით არაფერი დაშავდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

ჟურნალისტებმა თეა წულუკიანს კითხვები ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობის ვადებზე დაუსვეს. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს საკუთარი პოზიციის მომზადებისთვის საჭირო დროს ბოლომდე გამოიყენებს.

"ბრალდება ცდილობს, რომ მთავარი აქცენტი დარჩეს მტკიცებულებებზე და არა რაღაცა ტიპის განცხადებებზე. სანამ ბრალდებას სჭირდება საკუთარი პოზიციისთვის მოსამზადებელი დრო, ეს დრო იქნება ბოლომდე გამოყენებული. რაც შეეხება ბაჩო ახალიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნას, არაერთი პატიმარი შეხვედრია ახალ წელს ციხეში. ამიტომაც თუ თვითონაც შეხვდება ახალ წელს ციხეში, ამით არაფერი დაშავდება",-განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა