ინგლისის ქალაქ საუთემპტონში მცხოვრები შერონ ფეის საახალწლო ნაძვის ხე დეკორაციების გარეშე დარჩა. ოჯახის ძაღლმა, 7 წლის ჩარლიმ რამდენიმე ფერადი ნათურა და პაწაწინა "წვიმა" გადაყლაპა.
ძაღლის გადარჩენა ვეტერინარებმა შეძლეს, რომლებმაც ცხოველს ოპერაცია გაუკეთეს და საჭმელად უვარგისი ნივთები სხეულიდან ამოუღეს.
"ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩარლი ნათურებს შეჭამდა. ოთახში რომ შევედი და ნაძვის ხე დავინახე, ყველაფერი ნათელი გახდა. რამდენიმე თვის წინ მან ჩემი შარფი შეჭამა, მაგრამ ვიფიქრე, რომ მსგავსი ინციდენტი აღარასდროს განმეორდებოდა. ჩარლიმდე რამდენიმე ძაღლი მყავდა, მაგრამ მსგავსი რამ არასდროს გაუკეთებიათ", - ამბობს ძაღლის პატრონი.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.