სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სკარლეტ იოჰანსონის ფოტოების ქურდს 10 წელი მიუსაჯეს
სკარლეტ იოჰანსონის ფოტოების ქურდს 10 წელი მიუსაჯეს

ჰა­კერ კრის­ტო­ფერ ჩე­ი­ნის, რო­მელ­მაც სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნის ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა გა­ტე­ხა, 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და 76 000 დო­ლა­რი ჯა­რი­მა მი­უ­სა­ჯეს. 36 წლის ფლო­რი­დელს გა­ნა­ჩე­ნი 17 დე­კემ­ბერს ლოს-ან­ჯე­ლე­სის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­მო­უ­ტა­ნა.

სულ ჩე­ი­ნის ბრალ­დე­ბა 26 მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს, რო­მე­ლიც 121 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მაგ­რამ ჰა­კერ­მა მარ­ტში და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლა. სა­სა­მარ­თლომ კი ეს გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი სას­ჯე­ლით შე­მო­ი­ფარ­გლა.

ჩე­ი­ნი 2012 წლის მარ­ტში და­ა­კა­ვეს. მის და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე ფე­დე­რა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ბი­უ­რო გა­მო­ძი­ე­ბას 11 თვე აწარ­მო­ებ­და. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ჰა­კე­რი 2010 წლის ნო­ემ­ბრი­დან ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბე­ბის Google-ზე, Apple-სა და Yahoo-ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბულ ფოს­ტებს ტეხ­და. მო­პა­რულ მო­ნა­ცე­მებს, მათ შო­რის ფო­ტო­ებს, ინ­ტერ­ნეტ-რე­სურ­სებ­ზე ათავ­სებ­და. ჩე­ი­ნის ქმე­დე­ბის შე­დე­გად, და­ახ­ლო­ე­ბით 50 ადა­მი­ა­ნი და­ზა­რალ­და, მათ შო­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი - სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნი და მილა კუ­ნი­სი, ასე­ვე მომ­ღე­რა­ლი კრის­ტი­ნა აგი­ლე­რა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Agence France-Presse-ის მი­ხედ­ვით.

ასე­ვე იხი­ლეთ: შიშ­ვე­ლი სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნის ინ­ტი­მუ­რი ფო­ტო­ე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში მოხ­ვდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სკარლეტ იოჰანსონის ფოტოების ქურდს 10 წელი მიუსაჯეს

სკარლეტ იოჰანსონის ფოტოების ქურდს 10 წელი მიუსაჯეს

ჰაკერ კრისტოფერ ჩეინის, რომელმაც სკარლეტ იოჰანსონის ელექტრონული ფოსტა გატეხა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 76 000 დოლარი ჯარიმა მიუსაჯეს. 36 წლის ფლორიდელს განაჩენი 17 დეკემბერს ლოს-ანჯელესის ფედერალურმა სასამართლომ გამოუტანა.

სულ ჩეინის ბრალდება 26 მუხლით წაუყენეს, რომელიც 121 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მაგრამ ჰაკერმა მარტში დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. სასამართლომ კი ეს გარემოებები გაითვალისწინა და შედარებით მსუბუქი სასჯელით შემოიფარგლა.

ჩეინი 2012 წლის მარტში დააკავეს. მის დაპატიმრებამდე ფედერალური საგამოძიებო ბიურო გამოძიებას 11 თვე აწარმოებდა. გამოძიების თანახმად, ჰაკერი 2010 წლის ნოემბრიდან ჰოლივუდის მსახიობების Google-ზე, Apple-სა და Yahoo-ზე დარეგისტრირებულ ფოსტებს ტეხდა. მოპარულ მონაცემებს, მათ შორის ფოტოებს, ინტერნეტ-რესურსებზე ათავსებდა. ჩეინის ქმედების შედეგად, დაახლოებით 50 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის მსახიობები - სკარლეტ იოჰანსონი და მილა კუნისი, ასევე მომღერალი კრისტინა აგილერა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: შიშველი სკარლეტ იოჰანსონის ინტიმური ფოტოები ინტერნეტში მოხვდა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს