ლევან თუმანიშვილი 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ლევან თუმანიშვილი 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

შპს "ტაო"-ს ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა, თუმანიშვილის პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ლევან თუმანიშვილს გირაოს სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა. მორიგი სასამართლო პროცესი, რომელზეც შპს "ტაო"-ს ხელმძღვანელის საქმის არსებითი განილვა მოხდება, 2013 წლის 11 თებერვალს არის ჩანიშნული.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თუმანიშვილი 14 დეკემბერს დააკავეს. დაკავებამდე ის ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევის, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ასევე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე მოწმის სტატუსით დაკითხეს.

ლევან თუმანიშვილი ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ბიძაა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ