სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გელა ნიკოლაიშვილი: "მერაბიშვილის დაკითხვისას გამოჩნდა, ვინ ჰკიდია საზოგადოებას ფეხებზე"
გელა ნიკოლაიშვილი: "მერაბიშვილის დაკითხვისას გამოჩნდა, ვინ ჰკიდია საზოგადოებას ფეხებზე"

გა­სულ კვი­რას პარ­ლა­მენ­ტმა ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო - და­ამ­ტკი­ცა პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა და პო­ლიტ­დევ­ნილ­თა 215-კა­ცი­ა­ნი სია და პირ­ველ მოს­მე­ნა­ზე გა­ი­ტა­ნა კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ყო­ველ­თა ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ. ამ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე თვალ­საზ­რისს გა­მო­ხა­ტავს ერთ-ერთი ლი­დე­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა "ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი - პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის", იუ­რის­ტი გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი.

- ამ­ნის­ტია ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა. რე­ა­ლუ­რად, 2-დან 3 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. რო­გორც შე­წყა­ლე­ბულ, ასე­ვე ამ­ნის­ტი­რე­ბულ პა­ტიმ­რებს შო­რის, რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლებ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­უქ­მნან, მაგ­რამ ასე­თი 5-10%-ზე მეტი არ იქ­ნე­ბა. მათ კარ­გად უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ და­ნა­შა­ულს თუ ჩა­ი­დე­ნენ, მკაც­რად და­ის­ჯე­ბი­ან. ისე, კარ­გია, რომ ამ­ნის­ტია მეტ-ნაკ­ლე­ბად თით­ქმის ყვე­ლას ეხე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა და­ი­კის­როს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­დის­ტურ პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მე­ო­თხე­დით მა­ინც შე­უმ­ცი­როს სას­ჯე­ლი. უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თი­ლე­ბის­თვის რომ სას­ჯე­ლი ვა­დი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბით შე­ეც­ვა­ლათ, ესეც მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და. ჩვენ თვალ­წინ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, როცა თუნ­დაც ბრე­ი­ვიკს, რო­მელ­მაც 77 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ა­სალ­მა სი­ცო­ცხლეს, ნორ­ვე­გი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი, 21 წელი მი­უ­სა­ჯეს. მარ­თა­ლია, ერთი მხრივ, მას კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში ამ­ყო­ფე­ბენ, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, სას­ჯე­ლი არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და არა ფი­ზი­კუ­რი ან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წა­მე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ამ­ნის­ტია და­დე­ბი­თი მოვ­ლე­ნაა, თუმ­ცა ჩემი ნება რომ ყო­ფი­ლი­ყო, კი­დევ უფრო გა­ვა­ფარ­თო­ებ­დი შე­ღა­ვა­თებს იმ პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც ეს არ შე­ე­ხოთ.

- თავ­და­პირ­ვე­ლად იგეგ­მე­ბო­და, რომ ყვე­ლას შე­ხე­ბო­და შე­ღა­ვა­თე­ბი, თუმ­ცა შემ­დეგ ამ­ნის­ტი­ის მას­შტა­ბე­ბი შე­იკ­ვე­ცა, რა­საც პა­ტიმ­რე­ბის იმედ­გაც­რუ­ე­ბა მოჰ­ყვა. რა იყო ამი­სი მი­ზე­ზი?

- იმ პირ­ვე­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რი მეც ვი­ყა­ვი. ასე იმი­ტომ მოხ­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ და შსს-მ მი­იჩ­ნი­ეს, რომ მზად არ არი­ან იმ დო­ნის კრი­მი­ნალ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, რაც შე­იძ­ლე­ბო­და მოჰ­ყო­ლო­და მა­სობ­რივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. თუმ­ცა 25 000 პა­ტი­მა­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ანო­მა­ლი­აა. ნორ­მა­ლუ­რია 10-11 ათა­სი პატ­იმ­რის არ­სე­ბო­ბა, ვი­ნა­ი­დან ჩვენ 100 ათას მო­სახ­ლე­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, 540 პა­ტი­მა­რი გვყავს და ამ მხრივ ევ­რო­პა­ში სა­მარ­ცხვი­ნო პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვე­დით.

- ბა­ტო­ნო გელა, რა­ტომ არ მოხ­და შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის, რო­გორც ყვე­ლა­ზე არაჰუ­მა­ნუ­რი მიდ­გო­მის გა­უქ­მე­ბა და შთან­თქმის პრინ­ცი­პით მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა? ეს ხომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა იყო...

- რო­გორც ვიცი, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ეს პრო­ექ­ტი მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს. ცუ­დია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს მო­ლო­დი­ნი უც­რუვ­დე­ბათ. და­პი­რე­ბე­ბი უნდა იყოს მკა­ფიო და არა ბუნ­დო­ვა­ნი... რო­დე­საც ლა­პა­რა­კი იყო შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის მოხ­სნა­ზე, ყვე­ლამ წარ­მო­იდ­გი­ნა, რომ ის სრუ­ლად მო­იხ­სნე­ბო­და და თუნ­დაც 10 მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი ჰქო­ნო­და ჩა­დე­ნი­ლი, ერთი და­ნა­შა­უ­ლი შთან­თქავ­და სხვებს. ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის, გინ­დაც 10 ასე­თი და­ნა­შა­უ­ლი ჰქონ­დეს ადა­მი­ანს ჩა­დე­ნი­ლი, შთან­თქმის პრინ­ცი­პით, 5 წელ­ზე მეტს არ მი­უს­ჯი­ან. მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის გათ­ვა­ლი­სწი­ნე­ბუ­ლია ნა­წი­ლობ­რი­ვი შეკ­რე­ბა, ხოლო მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის - სრუ­ლი შეკ­რე­ბა. ანუ იქ­ნე­ბა სა­მი­ვე ვა­რი­ან­ტი - ნა­წი­ლობ­რი­ვი შეკ­რე­ბა, სრუ­ლი შეკ­რე­ბა და სრუ­ლი შთან­თქმა.

- "პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბა და სა­მო­მავ­ლოდ კრი­მი­ნა­ლის წა­ხა­ლი­სე­ბა", "ში­ნა­უ­რუ­ლი სია", "პა­პუ­ა­სო­ბა" - ამ ეპი­თე­ტე­ბით მო­იხ­სე­ნია უმ­ცი­რე­სო­ბამ პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სია, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცა. არის თუ არა ეს სია სა­მარ­თლი­ა­ნი, სრულ­ყო­ფი­ლი და თქვენ თუ ეთან­ხმე­ბით მას?

- არ­სე­ბობს ევ­რო­საბ­ჭოს მიერ დად­გე­ნი­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის შერ­ჩე­ვა სწო­რედ მათი მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და. სტა­ტუ­სი 190 კაცს მი­ე­ნი­ჭა, თუმ­ცა ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა იყო ისე­თი, რომ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი არ ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ის პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა რი­ცხვში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. გა­ვიხ­სე­ნოთ იგი­ვე ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბი, "ენ­ვე­რის" ხალ­ხი, მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხე­ბის და სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი. შე­ვარ­დნა­ძის რე­ჟი­მის ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მეც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში არც ერთ ქვე­ყა­ნას სა­ქარ­თვე­ლო­დან დევ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის თავ­შე­სა­ფა­რი არ მი­უ­ცია. დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლე­ბი გვყავს ამე­რი­კა­სა და თით­ქმის მთელ ევ­რო­პა­ში. ანუ და­სავ­ლე­თი აღი­ა­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა ხდე­ბო­და. მათ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებ­მა მის­ცეს პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი და რა სინ­დი­სით ამ­ბო­ბენ ეს მარ­თლა პა­პუ­ა­სე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის აღი­ა­რე­ბა პა­პუ­ა­სო­ბა და კრი­მი­ნა­ლის წა­ხა­ლი­სე­ბაა? ესე­ნი არა­თუ ახა­ლი­სებ­დნენ კრი­მი­ნალს, კრი­მი­ნა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა ჰქონ­დათ. პა­პუ­ა­სო­ბა სწო­რედ ის არის, გივი თარ­გა­მა­ძე რომ გა­მო­დის და ამ­ბობს, ვინ არის ნანა კა­კა­ბა­ძე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ის ფე­ხებ­ზე ჰკი­დი­აო. ამას ამ­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც, არ ვიცი, სა­ერ­თოდ სად არის ჩარ­ჩე­ნი­ლი და ჰგო­ნია, რომ ნანა კა­კა­ბა­ძეს ან სხვა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს მას­ზე და მის პარ­ტი­ა­ზე და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

- თარ­გა­მა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბით აკ­რი­ტი­კებს პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ა­ში მუხ­რო­ვა­ნის "ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის", კერ­ძოდ, კობა ოთა­ნა­ძის მოხ­ვედ­რას. მას რუ­სე­თის კა­ცად და აგენ­ტად მო­იხ­სე­ნი­ებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აფრ­თხი­ლებს, მე­სა­მედ თქვენ მო­გი­წყობთ ამ­ბო­ხე­ბა­სო.

- თარ­გა­მა­ძეს ის ალა­პა­რა­კებს, რომ ოთა­ნა­ძის თუ სხვე­ბის საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თვი­თონ მას და­ე­მუქ­რე­ბა საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე დაჯ­დო­მა. მან არ და­უხვრი­ტა მა­ჯე­ბი ოთა­ნა­ძეს და წიხ­ლე­ბი არ ურტყა გარ­დაც­ვლილ კრი­ა­ლაშ­ვილს? რა სინ­დი­სით გვე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­რალ­ზე იმ გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­მაც 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კოშ­მარ­ში ამ­ყო­ფა სა­ქარ­თვე­ლო და ფა­შის­ტუ­რი რე­ჟი­მი და­ამ­ყა­რა?! ხალ­ხი ყვე­ლა­ფერს ხე­დავს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფე­ხებ­ზე ვინ ჰკი­დია, კარ­გად გა­მოჩ­ნდა - სამდღი­ა­ნი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მე­რა­ბიშ­ვი­ლის მომ­ხრე 50 კაც­ზე მეტი ვერ შეკ­რი­ბეს.

- რას იტყვით სა­ხალ­ხო დამ­ცველ­ზე, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან და­ამ­ტკი­ცა პარ­ლა­მენ­ტმა? ამ პოსტზე თქვე­ნი კან­დი­და­ტუ­რაც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და და გული ხომ არ გწყდე­ბათ?

- გული ნამ­დვი­ლად არ მწყდე­ბა... ვუ­ლო­ცავ და წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ახალ ომ­ბუდსმენს. იმე­დი მაქვს, უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი ამ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეს წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თმევს თავს. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბი, და­ვეხ­მა­რო ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გელა ნიკოლაიშვილი: "მერაბიშვილის დაკითხვისას გამოჩნდა, ვინ ჰკიდია საზოგადოებას ფეხებზე"

გელა ნიკოლაიშვილი: "მერაბიშვილის დაკითხვისას გამოჩნდა, ვინ ჰკიდია საზოგადოებას ფეხებზე"

გასულ კვირას პარლამენტმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - დაამტკიცა პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა 215-კაციანი სია და პირველ მოსმენაზე გაიტანა კანონპროექტი საყოველთა ამნისტიის შესახებ. ამ აქტუალურ საკითხებზე თვალსაზრისს გამოხატავს ერთ-ერთი ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები - პატიმართა უფლებებისათვის", იურისტი გელა ნიკოლაიშვილი.

- ამნისტია ფართომასშტაბიანი არ იქნება. რეალურად, 2-დან 3 ათასამდე ადამიანი თავისუფლდება. როგორც შეწყალებულ, ასევე ამნისტირებულ პატიმრებს შორის, რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანებიც, რომლებმაც საზოგადოებას შეიძლება საფრთხე შეუქმნან, მაგრამ ასეთი 5-10%-ზე მეტი არ იქნება. მათ კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ დანაშაულს თუ ჩაიდენენ, მკაცრად დაისჯებიან. ისე, კარგია, რომ ამნისტია მეტ-ნაკლებად თითქმის ყველას ეხება. ხელისუფლებამ უნდა დაიკისროს პასუხისმგებლობა და ადამიანებს, რომლებიც სადისტურ პირობებში იმყოფებოდნენ, მეოთხედით მაინც შეუმციროს სასჯელი. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილებისთვის რომ სასჯელი ვადიანი პატიმრობით შეეცვალათ, ესეც მისაღები იქნებოდა. ჩვენ თვალწინ არის ცივილიზებული ქვეყნების მაგალითები, როცა თუნდაც ბრეივიკს, რომელმაც 77 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, ნორვეგიის კანონმდებლობით მაქსიმალური სასჯელი, 21 წელი მიუსაჯეს. მართალია, ერთი მხრივ, მას კომფორტულ გარემოში ამყოფებენ, მაგრამ, მეორე მხრივ, სასჯელი არის თავისუფლების აღკვეთა და არა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური წამება. აქედან გამომდინარე, ეს ამნისტია დადებითი მოვლენაა, თუმცა ჩემი ნება რომ ყოფილიყო, კიდევ უფრო გავაფართოებდი შეღავათებს იმ პატიმრების მიმართ, რომლებსაც ეს არ შეეხოთ.

- თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ყველას შეხებოდა შეღავათები, თუმცა შემდეგ ამნისტიის მასშტაბები შეიკვეცა, რასაც პატიმრების იმედგაცრუება მოჰყვა. რა იყო ამისი მიზეზი?

- იმ პირველი კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი მეც ვიყავი. ასე იმიტომ მოხდა, რომ პროკურატურამ და შსს-მ მიიჩნიეს, რომ მზად არ არიან იმ დონის კრიმინალთან საბრძოლველად, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მასობრივ გათავისუფლებას. თუმცა 25 000 პატიმარი საქართველოსთვის ანომალიაა. ნორმალურია 10-11 ათასი პატ­იმრის არსებობა, ვინაიდან ჩვენ 100 ათას მოსახლეზე, ფაქტობ­რივად, 540 პატიმარი გვყავს და ამ მხრივ ევროპაში სამარცხვინო პირველ ადგილზე გავედით.

- ბატონო გელა, რატომ არ მოხდა შეკრებითობის პრინციპის, როგორც ყველაზე არაჰუმანური მიდგომის გაუქმება და შთანთქმის პრინციპით მისი ჩანაცვლება? ეს ხომ "ქართული ოცნების" მთავარი დაპირება იყო...

- როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროს ეს პროექტი მომზადებული აქვს. ცუდია, როდესაც ადამიანებს მოლოდინი უცრუვდებათ. დაპირებები უნდა იყოს მკაფიო და არა ბუნდოვანი... როდესაც ლაპარაკი იყო შეკრებითობის პრინციპის მოხსნაზე, ყველამ წარმოიდგინა, რომ ის სრულად მოიხსნებოდა და თუნდაც 10 მძიმე დანაშაული ჰქონოდა ჩადენილი, ერთი დანაშაული შთანთქავდა სხვებს. ამ კანონპროექტის მიხედვით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, გინდაც 10 ასეთი დანაშაული ჰქონდეს ადამიანს ჩადენილი, შთანთქმის პრინციპით, 5 წელზე მეტს არ მიუსჯიან. მძიმე დანაშაულისთვის გათვალი­სწინებულია ნაწილობრივი შეკრება, ხოლო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის - სრული შეკრება. ანუ იქნება სამივე ვარიანტი - ნაწილობრივი შეკრება, სრული შეკრება და სრული შთანთქმა.

- "პოლიტპატიმრის სტატუსი იყო პოლიტიკური შურისძიება და სამომავლოდ კრიმინალის წახალისება", "შინაურული სია", "პაპუასობა" - ამ ეპითეტებით მოიხსენია უმცირესობამ პოლიტპატიმართა სია, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. არის თუ არა ეს სია სამართლიანი, სრულყოფილი და თქვენ თუ ეთანხმებით მას?

- არსებობს ევროსაბჭოს მიერ დადგენილი პარამეტრები და პოლიტპატიმრების შერჩევა სწორედ მათი მეშვეობით მოხდა. სტატუსი 190 კაცს მიენიჭა, თუმცა ვფიქრობ, საქართველოში გაცილებით მეტი პოლიტპატიმარია. ხელისუფლების პოლიტიკა იყო ისეთი, რომ შეიძლება ადამიანი პოლიტიკურად აქტიური არ ყოფილიყო, მაგრამ ის პოლიტპატიმართა რიცხვში მოხვედრილიყო. გავიხსენოთ იგივე ფოტორეპორტიორები, "ენვერის" ხალხი, მუხროვანის ამბოხების და სხვა ბრალდებულები. შევარდნაძის რეჟიმის ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგე მეც ვიყავი, მაგრამ იმ პერიოდში არც ერთ ქვეყანას საქართველოდან დევნილი ადამიანისთვის თავშესაფარი არ მიუცია. დღეს პოლიტიკური დევნილები გვყავს ამერიკასა და თითქმის მთელ ევროპაში. ანუ დასავლეთი აღიარებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა ხდებოდა. მათ დემოკრატიული ქვეყნების მთავრობებმა მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი და რა სინდისით ამბობენ ეს მართლა პაპუასები, რომ საქართველოში პოლიტპატიმრების აღიარება პაპუასობა და კრიმინალის წახალისებაა? ესენი არათუ ახალისებდნენ კრიმინალს, კრიმინალური მმართველობა ჰქონდათ. პაპუასობა სწორედ ის არის, გივი თარგამაძე რომ გამოდის და ამბობს, ვინ არის ნანა კაკაბაძე, საზოგადოებას ის ფეხებზე ჰკიდიაო. ამას ამბობს ადამიანი, რომელიც, არ ვიცი, საერთოდ სად არის ჩარჩენილი და ჰგონია, რომ ნანა კაკაბაძეს ან სხვა უფლებადამცველებს მასზე და მის პარტიაზე დაბალი რეიტინგი აქვთ საზოგადოებაში.

- თარგამაძე განსაკუთრებით აკრიტიკებს პოლიტპატიმართა სიაში მუხროვანის "ამბოხებულების", კერძოდ, კობა ოთანაძის მოხვედრას. მას რუსეთის კაცად და აგენტად მოიხსენიებს და ხელისუფლებას აფრთხილებს, მესამედ თქვენ მოგიწყობთ ამბოხებასო.

- თარგამაძეს ის ალაპარაკებს, რომ ოთანაძის თუ სხვების საქმეების გამოძიების შემთხვევაში თვითონ მას დაემუქრება საბრალდებო სკამზე დაჯდომა. მან არ დაუხვრიტა მაჯები ოთანაძეს და წიხლები არ ურტყა გარდაცვლილ კრიალაშვილს? რა სინდისით გველაპარაკება მორალზე იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც 9 წლის განმავლობაში კოშმარში ამყოფა საქართველო და ფაშისტური რეჟიმი დაამყარა?! ხალხი ყველაფერს ხედავს და საზოგადოებას ფეხებზე ვინ ჰკიდია, კარგად გამოჩნდა - სამდღიანი მობილიზაციის მიუხედავად, მერაბიშვილის მომხრე 50 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს.

- რას იტყვით სახალხო დამცველზე, რომელიც ახლახან დაამტკიცა პარლამენტმა? ამ პოსტზე თქვენი კანდიდატურაც განიხილებოდა და გული ხომ არ გწყდებათ?

- გული ნამდვილად არ მწყდება... ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ ახალ ომბუდსმენს. იმედი მაქვს, უჩა ნანუაშვილი ამ საპასუხისმგებლო საქმეს წარმატებით გაართმევს თავს. ყველანაირად ვეცდები, დავეხმარო ჩემი გამოცდილებით.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ