2012 წლის ყველაზე სასურველი ქალები

2012 წლის ყველაზე სასურველი ქალები

მამაკაცების ინტერნეტ ჟურნალმა AskMen ტრადიციული ყოველწლიური გამოკითხვა ჩაატარა და 2012 წლის ყველაზე სასურველი ქალები გამოავლინა.

რეიტინგში პირველი ადგილი "შიმშილის თამაშების" ვარსკვლავმა, 22 წლის მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა დაიკავა. მამაკაცებში ასეთი ინტერესი ჯენიფერმა იმით გამოიწვია, რომ ვარსკვლავი იშვიათად ეხვევა სკანდალებში და ყოველთვის კარგ ფორმაშია.

მეორე ადგილი მსახიობმა მილა კუნისმა დაიკავა. 2012 მილასთვის საკმაოდ წარმატებული წელი იყო. გარდა იმისა, რომ ეშტონ კატჩერმა დემი მური სწორედ მის გამო მიატოვა, კუნისი არაერთხელ დაასახელეს ყველაზე სექსუალურ ქალად.

მესამე ადგილას მოდელი კეიტ აპტონი გავიდა, რომელიც წელს ისე ხშირად იყო ქალთა სხვადასხვა გამოცემებში, რომ კაცებმაც კი შეამჩნიეს.

მომღერალმა რიანამ მეოთხე ადგილი თამამი ჩაცმულობით დაიკავა. გარდა ამისა, ვარსკვლავი ხშირად აქვეყნებს საკუთარ გულახდილ ფოტოებს, რაც მამაკაცების ყურადღებას არ გამორჩენია.

მეხუთე ადგილი ემა სთოუნმა დაიკავა.

"შესანიშნავი ხუთეულის" შემდეგ, სიაში მოდიან მირანდა კერი, კრისტენ სტუარტი, ჯესიკა გომესი, ჯესიკა პარე და ავსტრალიელი სპორტსმენი მიშელ ჯენიკე.

გასული წლის ლიდერი, სოფია ვერგარა ახლა მხოლოდ მეთორმეტე ადგილს დასჯერდა.

მომზადებულია AskMen-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება