გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს

გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს

NDI-ს მიერ გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია. გამოკითხულთა 26% კი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს. 22% მიიჩნევს, რომ რუსეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, 11%-მა კი არ იცის.

როგორც კვლევის ამ ნაწილის პრეზენტაციისას NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განმარტა, წინა კვლევაში პასუხი – "რუსეთი საქართველოს რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს" პირველ პოზიციაზე იყო თავის პროცენტული მაჩვენებლით.

NDI-ს მიერ ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები სახელწოდებით "საზოგადოების განწყობა საქართველოში" პრეზენტაცია "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს. როგორც პრეზენტაციის დაწყებისას საქართველოში NDI-ს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განაცხადა, კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია ორშაბათს გაიმართება.

კვლევა საქართველოში 14-დან 25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1947 რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. როგორც ლუის ნავარომ განმარტა, კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 3%-ია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა