სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დაღუპული ბრიტანელი მედდის ოჯახი 500 000 დოლარს მიიღებს
დაღუპული ბრიტანელი მედდის ოჯახი 500 000 დოლარს მიიღებს

ავ­სტრა­ლი­უ­რი რა­დი­ო­სად­გუ­რი 2Day FM, რომ­ლის წამ­ყვა­ნე­ბის ხუმ­რო­ბამ კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნია ქეით მიდლტო­ნის მედ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, და­ღუ­პუ­ლის ოჯახს კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 500 000 დო­ლარს გა­და­უხ­დის.

ფულს ჟა­სინ­ტა სალ­და­ნის მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი მი­ი­ღებს. რა­დი­ო­სად­გუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას იმე­დი აქვს, ასე­თი სა­ხით და­ღუ­პუ­ლის ოჯახს და­ეხ­მა­რე­ბა. გარ­და ამი­სა, 2Day FM-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

რა­დი­ოს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ლონ­დო­ნის, მეფე ედუ­არდ VII სა­ხე­ლო­ბის სა­ა­ვად­მყო­ფოს მედ­და ჟა­სინ­ტა სალ­და­ნია და­არ­წმუ­ნეს, რომ მას ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი და მისი მე­უღ­ლე ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ. ჟა­სინ­ტა სალ­და­ნი­ამ ზარი ქეით მიდლტო­ნის პა­ლა­ტა­ში მო­რი­გე მედ­დას­თან გა­დარ­თო. მედ­დამ კი ჟურ­ნა­ლის­ტებს ქე­ი­თის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ეს ავ­სტრა­ლი­ე­ლი წამ­ყვა­ნე­ბის ხუმ­რო­ბა იყო.

46 წლის, ორი შვი­ლის დედა, ჟა­სინ­ტა სალ­და­ნი, სა­ხუ­მა­რო ზა­რი­დან სამი დღის შემ­დეგ, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. წი­ნას­წა­რი ვერ­სი­ით, მან თავი მო­იკ­ლა. იგი სა­კუ­თარ თავს სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ABC News-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დაღუპული ბრიტანელი მედდის ოჯახი 500 000 დოლარს მიიღებს

დაღუპული ბრიტანელი მედდის ოჯახი 500 000 დოლარს მიიღებს

ავსტრალიური რადიოსადგური 2Day FM, რომლის წამყვანების ხუმრობამ კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის მედდა, ფაქტობრივად, თვითმკვლელობამდე მიიყვანა, დაღუპულის ოჯახს კომპენსაციის სახით 500 000 დოლარს გადაუხდის.

ფულს ჟასინტა სალდანის მეუღლე და ორი შვილი მიიღებს. რადიოსადგურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციას იმედი აქვს, ასეთი სახით დაღუპულის ოჯახს დაეხმარება. გარდა ამისა, 2Day FM-ის ხელმძღვანელობამ გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

რადიოს ჟურნალისტებმა ლონდონის, მეფე ედუარდ VII სახელობის საავადმყოფოს მედდა ჟასინტა სალდანია დაარწმუნეს, რომ მას ბრიტანეთის დედოფალი და მისი მეუღლე ესაუბრებოდნენ. ჟასინტა სალდანიამ ზარი ქეით მიდლტონის პალატაში მორიგე მედდასთან გადართო. მედდამ კი ჟურნალისტებს ქეითის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ავსტრალიელი წამყვანების ხუმრობა იყო.

46 წლის, ორი შვილის დედა, ჟასინტა სალდანი, სახუმარო ზარიდან სამი დღის შემდეგ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ვერსიით, მან თავი მოიკლა. იგი საკუთარ თავს საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში ადანაშაულებდა.

მომზადებულია ABC News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს