ბრაზილიაში მეუღლის ღალატით გაბრაზებულმა ქალმა ჯავრი ქმრის ახალ ავტომობილზე იყარა. ადგლობრივებმა ვიდეოკამერით ქალი იმ დროს გადაიღეს, როდესაც ქუჩაში გაჩერებულ შავ "სედანს" ჩაქუჩით მიადგა და მის დაზიანებას შეუდგა. მრისხანე ჟღალთმიანმა ჯერ ავტომობილის საღებავის აფხეკა დაიწყო, შემდეგ კი მინებისა და მთელი ავტომობილის დაჭეჭყვას შეუდგა. ქალი სატრასპორტო საშუალებას გარს უვლიდა, თითქოს ცდილობდა დარწმუნებულიყო, რომ არცერთი მნიშვნელოვანი ადგილი უვნებელი არ დარჩა.
ქალი მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როდესაც ავტომობილის საქარე მინა საბოლოოდ ჩაამსხვრია, შემდეგ კი ძირს დაგდებული ჩანთა აიღო და ქუჩას ენერგიული ნაბიჯით გაუყვა.
შემთხვევას არაერთი თვითმხილველი ჰყავდა, თუმცა გამძვინვარებულ ქალთან მიახლოვება ვერავინ გაბედა.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.