სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებული ლუკა ყარმაზანაშვილით დაინტერესდა
საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებული ლუკა ყარმაზანაშვილით დაინტერესდა

სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნა ანას­ტა­სია პეტ­რი­კი გახ­და. ანას­ტა­სი­ას და სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" 2008 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­დე­საც "ბზი­კებ­მა" პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს. ქარ­თვე­ლე­ბი წელ­საც ფა­ვო­რი­ტე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა ყვე­ლა წელს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ხომ რომ ვერ ვიქ­ნე­ბით. ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი უკ­რა­ი­ნელ გო­გო­ნას­თან და­მე­გობ­რდნენ და გა­მარ­ჯვე­ბა პირ­ვე­ლებ­მა მი­უ­ლო­ცეს, ბავ­შვე­ბი ანას­ტა­სი­ას ძა­ლი­ან გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ. მათ და­მე­გობ­რე­ბა რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე­ვე მო­ა­ხერ­ხეს, მთელ დღე­ებს ერ­თად ატა­რებ­დნენ, თან მათი ოთა­ხე­ბი გვერ­დიგ­ვერდ იყო. რო­გორც პრო­დი­უ­სერ ნა­თია უზ­ნა­ძეს­თან სა­უბ­რი­სას შე­ვი­ტყვეთ, კონ­კურ­სან­ტი ბი­ჭე­ბი ქარ­თველ გო­გო­ნებ­ზე გა­და­რე­უ­ლან, გა­მარ­ჯვე­ბულ ანას­ტა­სი­ას კი ლუკა მო­ე­წო­ნა.

- სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზია" წელს მე­ა­თედ გა­ი­მარ­თა. სა­ქარ­თვე­ლომ ამ კონ­კურ­სში მე­ექ­ვსედ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ორ­ჯერ გა­ვი­მარ­ჯვეთ. და­ნარ­ჩენ ოთხ შემ­თხვე­ვა­ში კი ყო­ველ­თვის ხუ­თე­ულ­ში ვი­ყა­ვით.

- რა­ტომ ხდე­ბა, რომ სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ყო­ველ­თვის წარ­მა­ტე­ბა გვაქვს, დი­დე­ბის "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" კი გულ­და­წყვე­ტი­ლე­ბი ვრჩე­ბით?

- ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი კი­თხვაა. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ბევ­რს ვშრო­მობთ. ვე­რას­დროს იტყვი, რა­ტომ გვაქვს წარ­მა­ტე­ბა, ან რა­ტომ არ გვაქვს. პა­ტა­რე­ბის "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ცოტა ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობს და ყო­ველ ჯერ­ზე ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლად წარვდგე­ბით ხოლ­მე. ვერ ვი­ტყვი, რომ დი­დე­ბის "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" რო­მე­ლი­მე მო­ნა­წი­ლე ცუ­დად წარ­დგა. ყო­ველ­თვის კარ­გი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვყავს და მა­თით ვა­მა­ყობ. ზო­გა­დად ძა­ლი­ან რთუ­ლია, "ევ­რო­ვი­ზი­ის" სცე­ნა­ზე დად­გე და იმ­ღე­რო. წელს სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზია" ამ­სტერ­დამ­ში "ჰე­ი­ნე­კენ მი­უ­ზიკ ჰოლ­ში" ჩა­ტარ­და, ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ­დნენ, რომ იდ­გნენ იმ სცე­ნა­ზე, რო­მელ­ზეც კონ­ცერ­ტი გა­უ­მარ­თავთ ბი­ონ­სეს, რი­ა­ნას, ლედი გა­გას, პინკს, ქეთი მე­ლუ­ას და სხვა ძა­ლი­ან ცნო­ბილ მომ­ღერ­ლებს.

- რო­გორ შე­იქ­მნა THE FUNKIDS?

- წელს "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უწყე­ბელ­მა" შან­სი მის­ცა ყვე­ლა ნი­ჭიერ მომ­ღე­რალ ბავ­შვს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­ე­ღოთ კონ­კურ­სში. და­ახ­ლო­ე­ბით 150 გა­ნა­ცხა­დი შე­მო­ვი­და. მათ შო­რის კი ოთხი შე­ირ­ჩა, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს არ იც­ნობ­დნენ: ქეთი სამ­ხა­რა­ძე, ელე­ნე არ­ა­ჩაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჯგუფ­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა, მხო­ლოდ ათი წლი­საა, ნინი დაშ­ნი­ა­ნი და ლუკა ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი. გა­და­წყდა, შექ­მნი­ლი­ყო ჯგუ­ფი, რო­მელ­საც და­ერ­ქვა THE FUNKIDS, ანუ მხი­ა­რუ­ლი ბავ­შვე­ბი. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ქეთი სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ის" შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში აქამ­დე ორ­ჯერ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ჯგუ­ფის შექ­მნის შემ­დეგ გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძემ მათ მის­ცა და­ვა­ლე­ბა, და­ე­წე­რათ რაზე უნ­დო­დათ, სიმ­ღე­რა ყო­ფი­ლი­ყო. რამ­დე­ნი­მე ვერ­სია ჩა­მო­წე­რეს. სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყდა, რომ სიმ­ღე­რა ყო­ფი­ლი­ყო ლი­მო­ნათ­ზე, იმი­ტომ, რომ ლი­მო­ნა­თი უყ­ვარს ყვე­ლა ბავ­შვს. ჯგუ­ფის წევ­რე­ბის ვი­ზუ­ალ­ზე იზ­რუ­ნა მა­რი­კა ქურ­დო­ბა­ძემ, რო­მე­ლიც უკვე ოთხი წე­ლია, ჩვენ­თან ერ­თად მუ­შა­ობს. მან შექ­მნა წლე­ვან­დე­ლი "ევ­რო­ვი­ზი­ის" ბავ­შვე­ბის კოს­ტი­უ­მე­ბი. ასე­ვე ოთხი წე­ლია, ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს სოფო ოყ­რე­ში­ძე, რო­მე­ლიც ბავ­შვებს ვო­კალ­ში ამე­ცა­დი­ნებ­და. წელს პირ­ვე­ლად ჩვენ­თან ერ­თად იყო ცეკ­ვის პე­და­გო­გი თაკო გო­გო­რე­ლი­ა­ნი, მან პირ­ვე­ლად იმუ­შა­ვა სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე". დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან" ნა­თია მშვე­ნი­ე­რა­ძე. ასე­ვე ჩვენ­თან ერ­თად იყო "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი მა­მუ­კა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლიც. სულ 12 ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ შეკ­რუ­ლი გუნ­დი გვქონ­და. სხვა დე­ლე­გა­ცი­ე­ბი სულ აღ­ნიშ­ნავ­დნენ, ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფი ერთი ოჯა­ხი­ვი­თა­აო. ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ნა­ბიჯს არ ვდგამ­დით. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუ გინ­და, რამე შე­დეგს მი­აღ­წიო, მთა­ვა­რია, ჯგუფ­ში იყოს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა. ასე­ვე მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს გიდს, ჰო­ლან­დი­ა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველს მაია ადუ­აშ­ვილს, მინ­და აღ­ვნიშ­ნო ისიც, რომ ბავ­შვე­ბის სიმ­ღე­რა­ზე კლი­პი გა­და­ი­ღო თემო კვირ­კვე­ლი­ამ და მას ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბა ხვდა წი­ლად. ამ სიმ­ღე­რას თორ­მე­ტი­ვე ქვე­ყა­ნა ატ­რი­ა­ლებ­და კონ­ცერ­ტამ­დე.

- რა ხდე­ბო­და "ევ­რო­ვი­ზი­ის" კუ­ლი­სებ­ში?

- სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ყვე­ლა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მღე­რო­და ქარ­თვე­ლე­ბის სიმ­ღე­რას. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვე­ბი არი­ან და რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძის გუნდს, რომ­ლებ­მაც ეს ბავ­შვე­ბი მო­ამ­ზა­და. ბავ­შვებს ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი ჰქონ­დათ. სა­ნამ მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს მათ ღია ეთერ­ში, ისი­ნი ორ რე­პე­ტი­ცი­ას გა­დი­ან. იმარ­თე­ბა კონ­ცერ­ტი, სა­დაც ჟი­უ­რი ქუ­ლებს წერს. რა თქმა უნდა, ბევ­რს ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ. ზოგს ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ეძი­ნე­ბო­და, ზოგი ცუ­დად გრძნობ­და თავს, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი კარ­გად იყ­ვნენ. ჩვენ მათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვამ­ზა­დებ­დით, ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ მთა­ვა­რი იყო, მათ მა­ყუ­რებ­ლის­თვის კარ­გად და­ე­მახ­სოვ­რე­ბი­ნათ თავი და ეს ამ ბავ­შვებ­მა მო­ა­ხერ­ხეს.

- ამ­სტერ­დამ­ში რამე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და?

- ყვე­ლა­ფე­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ჩა­ტარ­და. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ ყვე­ლა მომ­ღე­რალს ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იმუ­შა­ოს "ევ­რო­ვი­ზი­ის" კო­ლექ­ტივ­თან ერ­თად. მათ­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ყვე­ლა გა­და­ყო­ლი­ლია შენ­ზე და ყვე­ლა­ნა­ირ კომ­ფორ­ტს გიქ­მნი­ან, რომ კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნო შენი თავი. ნე­ბის­მი­ერ ახი­რე­ბას გის­რუ­ლე­ბენ. ჩვენ, მა­გა­ლი­თად, პირ­ველ გა­და­ღე­ბა­ზე არ მოგ­ვე­წო­ნა ფონი და რო­გორც კი ვთქვით, არ მოგ­ვწონ­სო, მა­შინ­ვე შეც­ვა­ლეს. ასე­ვე არ მოგ­ვე­წო­ნა გა­ნა­თე­ბა და ისიც შეგ­ვიც­ვა­ლეს. ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ კარ­გი შოუ გა­მო­ვი­დეს.

- რა ხდე­ბო­და სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ? ბავ­შვე­ბი ალ­ბათ ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ.

- გვქონ­და ჩვე­ნი რი­ტუ­ა­ლი. ერ­თმა­ნეთს ხელს ვკი­დებ­დით და ბავ­შვე­ბი ამ­ბობ­დნენ "მა­მაო ჩვე­ნოს". რო­დე­საც მი­ვეგ­ზავ­რე­ბო­დით, შარ­შა­ნაც და წელ­საც ბავ­შვე­ბი მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქმა და და­ლო­ცა. პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რა ბავ­შვებს დიდ ენერ­გი­ას აძ­ლევს.

- მახ­სოვს, "ევ­რო­ვი­ზი­ი­დან" ჩა­მო­სულ ბავ­შვებს პრე­ზი­დენ­ტი ასა­ჩუქ­რებ­და ხოლ­მე. ამ­ჯე­რა­დაც ასე იქ­ნე­ბა?

- ჩვენ სულ რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც ჩა­მო­ვე­დით. არ ვიცი, მო­ხერ­ხდე­ბა თუ არა პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა.

- ე.ი. მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სუ­ლებს შე­იძ­ლე­ბა პრი­ზე­ბი არ ერ­გოთ?

- არ მგო­ნია, რო­გორც ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და, ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი იყო. ყვე­ლა გვე­უბ­ნე­ბო­და, არ შე­იძ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლომ ყო­ველ წელს გა­ი­მარ­ჯვოს და წელს მე­ო­რე ად­გილს დას­ჯერ­დი­თო. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს სა­მი­ნის­ტროს დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში, ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მარ­ნენ და უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს გა­უგ­ზავ­ნეს წე­რი­ლე­ბი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ეყუ­რე­ბი­ნათ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­თვის". ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და, რო­დე­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ბავ­შვე­ბის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად რე­ჟი­სო­რი ლაშა ონი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. დარ­ბაზ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლი ბავ­შვი იჯდა, რომ­ლე­ბიც უცხო­ეთ­ში ცხოვ­რო­ბენ.

- უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნა ლა­მა­ზი იყო და კარ­გად მღე­რო­და.

- ჩვენ ფა­ვო­რი­ტე­ბად ვით­ვლე­ბო­დით. რო­დე­საც სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლებს გან­ვი­ხი­ლავ­დით, ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დით, თუ უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯვებს, მა­შინ არ გვე­წყი­ნე­ბაო. ანას­ტა­სია მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რო­და. ჩვენ პირ­ვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ­ლებ­მაც გა­მარ­ჯვე­ბა მი­ვუ­ლო­ცეთ.

- რო­გორც მივ­ხვდი, ლუ­კას უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნა მო­ე­წო­ნა...

- ბავ­შვე­ბი არი­ან და ერ­თო­ბოდ­ნენ, მარ­ტო ლუ­კას არ მო­ე­წო­ნა. მინ­და გი­თხრათ, რომ თა­ვი­დან სიმ­პა­თია ანას­ტა­სი­ას­გან წა­მო­ვი­და. კონ­კურ­სი რომ დამ­თავ­რდა, გა­ი­მარ­თა ფარ­თი, სა­დაც ლუკა და ანას­ტა­სია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ მოვ­წყვი­ტეთ ერ­თმა­ნეთს, სულ ერ­თად ცეკ­ვავ­დნენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ტრა­დი­ცია არც ამ­ჯე­რად დარ­ღვე­უ­ლა და უკ­რა­ი­ნელ გო­გო­ნას ქარ­თვე­ლი ბიჭი მო­ე­წო­ნა.

- ზოგ­ჯერ პირ­და­პირ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" წყვეტს, ვინ გა­ემ­გზავ­რე­ბა დი­დე­ბის "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე". ამ­ჯე­რა­დაც ასე მოხ­დე­ბა?

- სოფო ხალ­ვა­ში­სა და სოფო ნი­ჟა­რა­ძის დროს მოხ­და მხო­ლოდ ისე, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლა და არ­ჩე­ვა­ნი მათ­ზე შე­ჩერ­და. "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" აქვს უფ­ლე­ბა, რომ არა­ნა­ი­რი გა­მო­კი­თხვა არ ჩა­ა­ტა­როს და პირ­და­პირ ის მომ­ღე­რა­ლი და­ა­სა­ხე­ლოს, ვინც წა­რად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კურ­სზე.

- ამ­ჯე­რად ამ უფ­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნებთ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით. დი­დე­ბის "ევ­რო­ვი­ზი­ის" მომ­ზა­დე­ბის­თვის დიდი დრო გვაქვს. ყვე­ლა­ფე­რი ბოლო მო­მენ­ტში წყდე­ბა ხოლ­მე. ალ­ბათ და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში გა­და­წყდე­ბა, რო­გორ შე­ირ­ჩე­ვა მო­ნა­წი­ლე, თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ გა­ნა­ცხა­დი უკვე გა­კე­თე­ბუ­ლია და სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- ბა­ქო­ში გან­ცდილ იმედ­გაც­რუ­ე­ბა­ზე რას იტყვით?

- ვერ ვი­ტყო­დი, რომ ეს დიდი მარ­ცხი იყო. ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბით, ანრი ჯო­ხა­ძემ დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და მათი ქუ­ლე­ბით ის მეშ­ვი­დე ად­გილ­ზე იყო, ჟი­უ­რის ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა, პირ­ველ ად­გილ­ზე იყო, მაგ­რამ თუ მე­სი­ჯე­ბი არ შე­მო­ვი­და, შე­საძ­ლოა, სა­ერ­თოდ არ მოხ­ვდე ფი­ნალ­ში. ანრი იყო ჟი­უ­რის ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ათე­ულ­ში, თუმ­ცა რად­გან ვერ მი­ი­ღო ესე­მე­სე­ბი, ვერ მოხ­ვდა ფი­ნალ­ში. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ანრი ფი­ნალ­ში გა­დას­ვლას იმ­სა­ხუ­რებ­და და ამის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და. "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ვე­რას­დროს იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ, რა მოხ­დე­ბა.

- ვიცი, რომ ის თა­ვის ნო­მერ­ზე ბევ­რს მუ­შა­ობ­და და თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით ბევრ რა­მეს ცვლი­და.

- მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­სო­რი ლაშა ონი­ა­ნი, რო­მელ­მაც ბევ­რი იმუ­შა­ვა. ან­რი­მაც შე­ი­ტა­ნა თა­ვი­სი წვლი­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს ან­რის ვერ და­აბ­რა­ლებ. ყვე­ლამ ერ­თნა­ი­რად გა­და­ვი­ნა­წი­ლეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ან­რიმ რა­ღა­ცე­ბი გა­და­წყვი­ტა თა­ვის ნო­მერ­ში, ეს არ­ცაა გა­საკ­ვი­რი. ბო­ლოს და ბო­ლოს ეს მისი სიმ­ღე­რა იყო.

- თვი­თონ თქვა, რომ შემ­დეგ წელ­საც უნდა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- ძა­ლი­ან კარ­გია, თუ ასე ფიქ­რობს, თუმ­ცა მას ეს ჯერ ჩემ­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ უთ­ქვამს. პი­რა­დად მე მო­ხა­რუ­ლი ვი­ყა­ვი ან­რის­თან და გო­გო­ნებ­თან მუ­შა­ო­ბით. მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ შიდა შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში კი­დევ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ის ნი­ჭი­ე­რია და ბევ­რს იმ­სა­ხუ­რებს.

- პა­ტა­რე­ბის "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე", სამ­წუ­ხა­როდ, არ ხდე­ბა ისე, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა ატა­რებ­დეს კონ­კურსს. სა­ქარ­თვე­ლოს რა­ტომ არ შე­აქვს გა­ნა­ცხა­დი, რომ ეს კონ­კურ­სი ჩვენ­თან ჩა­ტარ­დეს?

- ყვე­ლა დე­ლე­გა­ცია აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მო­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დოდ­ნენ. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მაც თქვეს, თბი­ლი­სის ნახ­ვა გვინ­და და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ კონ­კურ­სი თბი­ლის­ში ჩა­ტარ­დე­ბაო. უკ­რა­ი­ნამ უკვე შე­ი­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი და 2013 წელს სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ას" უკ­რა­ი­ნა უმას­პინ­ძლებს, გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნამ­დე დრო კი­დევ გვაქვს. თუ ჩვენ ასე მო­ვიქ­ცე­ვით, უკ­რა­ი­ნას სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტი ეყო­ლე­ბა.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ანას­ტა­სია პეტ­რი­კი გახ­და

სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლომ მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებული ლუკა ყარმაზანაშვილით დაინტერესდა

საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებული ლუკა ყარმაზანაშვილით დაინტერესდა

საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებული უკრაინელი გოგონა ანასტასია პეტრიკი გახდა. ანასტასიას და საბავშვო "ევროვიზიაზე" 2008 წელს მონაწილეობდა, როდესაც "ბზიკებმა" პირველი ადგილი დაიკავეს. ქართველები წელსაც ფავორიტები იყვნენ, თუმცა ყველა წელს გამარჯვებულები ხომ რომ ვერ ვიქნებით. ქართველი ბავშვები უკრაინელ გოგონასთან დამეგობრდნენ და გამარჯვება პირველებმა მიულოცეს, ბავშვები ანასტასიას ძალიან გულშემატკივრობდნენ. მათ დამეგობრება რეპეტიციებზევე მოახერხეს, მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ, თან მათი ოთახები გვერდიგვერდ იყო. როგორც პროდიუსერ ნათია უზნაძესთან საუბრისას შევიტყვეთ, კონკურსანტი ბიჭები ქართველ გოგონებზე გადარეულან, გამარჯვებულ ანასტასიას კი ლუკა მოეწონა.

- საბავშვო "ევროვიზია" წელს მეათედ გაიმართა. საქართველომ ამ კონკურსში მეექვსედ მიიღო მონაწილეობა. ორჯერ გავიმარჯვეთ. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში კი ყოველთვის ხუთეულში ვიყავით.

- რატომ ხდება, რომ საბავშვო "ევროვიზიაზე" ყოველთვის წარმატება გვაქვს, დიდების "ევროვიზიაზე" კი გულდაწყვეტილები ვრჩებით?

- ეს ძალიან რთული კითხვაა. ორივე შემთხვევაში ბევრს ვშრომობთ. ვერასდროს იტყვი, რატომ გვაქვს წარმატება, ან რატომ არ გვაქვს. პატარების "ევროვიზიაზე" ცოტა ქვეყანა მონაწილეობს და ყოველ ჯერზე ძალიან ღირსეულად წარვდგებით ხოლმე. ვერ ვიტყვი, რომ დიდების "ევროვიზიაზე" რომელიმე მონაწილე ცუდად წარდგა. ყოველთვის კარგი წარმომადგენლები გვყავს და მათით ვამაყობ. ზოგადად ძალიან რთულია, "ევროვიზიის" სცენაზე დადგე და იმღერო. წელს საბავშვო "ევროვიზია" ამსტერდამში "ჰეინეკენ მიუზიკ ჰოლში" ჩატარდა, ბავშვები ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ, რომ იდგნენ იმ სცენაზე, რომელზეც კონცერტი გაუმართავთ ბიონსეს, რიანას, ლედი გაგას, პინკს, ქეთი მელუას და სხვა ძალიან ცნობილ მომღერლებს.

- როგორ შეიქმნა THE FUNKIDS?

- წელს "საზოგადოებრივმა მა­უწყებელმა" შანსი მისცა ყველა ნი­ჭიერ მომღერალ ბავშვს, მონაწილეობა მოეღოთ კონკურსში. დაახლოებით 150 განაცხადი შემოვიდა. მათ შორის კი ოთხი შეირჩა, ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ: ქეთი სამხარაძე, ელენე არაჩაშვილი, რომელიც ჯგუფში ყველაზე პატარა, მხოლოდ ათი წლისაა, ნინი დაშნიანი და ლუკა ყარმაზანაშვილი. გადაწყდა, შექმნილიყო ჯგუფი, რომელსაც დაერქვა THE FUNKIDS, ანუ მხიარული ბავშვები. მინდა აღვნიშნო, რომ ქეთი საბავშვო "ევროვიზიის" შესარჩევ კონკურსში აქამდე ორჯერ მონაწილეობდა. ჯგუფის შექმნის შემდეგ გიგა კუხიანიძემ მათ მისცა დავალება, დაეწერათ რაზე უნდოდათ, სიმღერა ყოფილიყო. რამდენიმე ვერსია ჩამოწერეს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ სიმღერა ყოფილიყო ლიმონათზე, იმიტომ, რომ ლიმონათი უყვარს ყველა ბავშვს. ჯგუფის წევრების ვიზუალზე იზრუნა მარიკა ქურდობაძემ, რომელიც უკვე ოთხი წელია, ჩვენთან ერთად მუშაობს. მან შექმნა წლევანდელი "ევროვიზიის" ბავშვების კოსტიუმები. ასევე ოთხი წელია, ჩვენთან თანამშრომლობს სოფო ოყრეშიძე, რომელიც ბავშვებს ვოკალში ამეცადინებდა. წელს პირველად ჩვენთან ერთად იყო ცეკვის პედაგოგი თაკო გოგორელიანი, მან პირველად იმუშავა საბავშვო "ევროვიზიაზე". დელეგაციის ხელმძღვანელი გახლდათ "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" ნათია მშვენიერაძე. ასევე ჩვენთან ერთად იყო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მუსიკალური პროდიუსერი მამუკა მეგრელიშვილიც. სულ 12 ადამიანი ვიყავით, მაგრამ შეკრული გუნდი გვქონდა. სხვა დელეგაციები სულ აღნიშნავდნენ, ქართული ჯგუფი ერთი ოჯახივითააო. ერთმანეთის გარეშე ნაბიჯს არ ვდგამდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გინდა, რამე შედეგს მიაღწიო, მთავარია, ჯგუფში იყოს კარგი ურთიერთობა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გიდს, ჰოლანდიაში მცხოვრებ ქართველს მაია ადუაშვილს, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ბავშვების სიმღერაზე კლიპი გადაიღო თემო კვირკველიამ და მას ძალიან დიდი მოწონება ხვდა წილად. ამ სიმღერას თორმეტივე ქვეყანა ატრიალებდა კონცერტამდე.

- რა ხდებოდა "ევროვიზიის" კულისებში?

- საბავშვო "ევროვიზიაზე" ქარ­თველი მონაწილეები ყველას ძალიან უყვარდა. ყველა ქვეყნის წარმომადგენელი მღეროდა ქართველების სიმღერას. არაჩვეულებრივი ბავშვები არიან და რაც მთავარია, ძალიან უყვართ ერთმანეთი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიგა კუხიანიძის გუნდს, რომლებმაც ეს ბავშვები მოამზადა. ბავშვებს ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ. სანამ მაყურებელი იხილავს მათ ღია ეთერში, ისინი ორ რეპეტიციას გადიან. იმართება კონცერტი, სადაც ჟიური ქულებს წერს. რა თქმა უნდა, ბევრს ნერვიულობდნენ. ზოგს ნერვიულობისგან ეძინებოდა, ზოგი ცუდად გრძნობდა თავს, თუმცა ქართველი ბავშვები კარგად იყვნენ. ჩვენ მათ ფსიქოლოგიურად ვამზადებდით, ვეუბნებოდით, რომ მთავარი იყო, მათ მაყურებლისთვის კარგად დაემახსოვრებინათ თავი და ეს ამ ბავშვებმა მოახერხეს.

- ამსტერდამში რამე გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა?

- ყველაფერი ორგანიზებულად ჩატარდა. კარგი იქნებოდა, რომ ყველა მომღერალს ჰქონდეს შესაძლებლობა, იმუშაოს "ევროვიზიის" კოლექტივთან ერთად. მათთან მუშაობა ძალიან დიდი სიამოვნებაა. ყველა გადაყოლილია შენზე და ყველანაირ კომფორტს გიქმნიან, რომ კარგად წარმოაჩინო შენი თავი. ნებისმიერ ახირებას გისრულებენ. ჩვენ, მაგალითად, პირველ გადაღებაზე არ მოგვეწონა ფონი და როგორც კი ვთქვით, არ მოგვწონსო, მაშინვე შეცვალეს. ასევე არ მოგვეწონა განათება და ისიც შეგვიცვალეს. ყველაფერს აკეთებენ, რომ კარგი შოუ გამოვიდეს.

- რა ხდებოდა სცენაზე გასვლის წინ? ბავშვები ალბათ ძალიან ნერვიულობდნენ.

- გვქონდა ჩვენი რიტუალი. ერთმანეთს ხელს ვკიდებდით და ბავშვები ამბობდნენ "მამაო ჩვენოს". როდესაც მივეგზავრებოდით, შარშანაც და წელსაც ბავშვები მიიღო საქართველოს პატრიარქმა და დალოცა. პატრიარქთან შეხვედრა ბავშვებს დიდ ენერგიას აძლევს.

- მახსოვს, "ევროვიზიიდან" ჩამოსულ ბავშვებს პრეზიდენტი ასაჩუქრებდა ხოლმე. ამჯერადაც ასე იქნება?

- ჩვენ სულ რამდენიმე დღეა, რაც ჩამოვედით. არ ვიცი, მოხერხდება თუ არა პრეზიდენტთან შეხვედრა.

- ე.ი. მეორე ადგილზე გასულებს შეიძლება პრიზები არ ერგოთ?

- არ მგონია, როგორც ყველა აღნიშნავდა, ეს საქართველოსთვის პირველი ადგილი იყო. ყველა გვეუბნებოდა, არ შეიძლება, საქართველომ ყოველ წელს გაიმარჯვოს და წელს მეორე ადგილს დასჯერდითო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სამინისტროს დიასპორის საკითხებში, ძალიან დაგვეხმარნენ და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს გაუგზავნეს წერილები, რომ აუცილებლად ეყურებინათ "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის". ძალიან გაგვიხარდა, როდესაც სპეციალურად ბავშვების გასამხნევებლად რეჟისორი ლაშა ონიანი ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად. დარბაზში ძალიან ბევრი ქართველი ბავშვი იჯდა, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ.

- უნდა აღინიშნოს, რომ გამარჯვებული უკრაინელი გოგონა ლამაზი იყო და კარგად მღეროდა.

- ჩვენ ფავორიტებად ვითვლებოდით. როდესაც სავარაუდო ადგილებს განვიხილავდით, ყოველთვის ვამბობდით, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, მაშინ არ გვეწყინებაო. ანასტასია მართლაც არაჩვეულებრივად მღეროდა. ჩვენ პირველები ვიყავით, რომლებმაც გამარჯვება მივულოცეთ.

- როგორც მივხვდი, ლუკას უკრაინელი გოგონა მოეწონა...

- ბავშვები არიან და ერთობოდნენ, მარტო ლუკას არ მოეწონა. მინდა გითხრათ, რომ თავიდან სიმპათია ანასტასიასგან წამოვიდა. კონკურსი რომ დამთავრდა, გაიმართა ფართი, სადაც ლუკა და ანასტასია, ფაქტობრივად, ვერ მოვწყვიტეთ ერთმანეთს, სულ ერთად ცეკვავდნენ. შეიძლება ითქვას, ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და უკრაინელ გოგონას ქართველი ბიჭი მოეწონა.

- ზოგჯერ პირდაპირ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" წყვეტს, ვინ გაემგზავრება დიდების "ევროვიზიაზე". ამჯერადაც ასე მოხდება?

- სოფო ხალვაშისა და სოფო ნიჟარაძის დროს მოხდა მხოლოდ ისე, რომ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" რამდენიმე კანდიდატურა განიხილა და არჩევანი მათზე შეჩერდა. "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აქვს უფლება, რომ არანაირი გამოკითხვა არ ჩაატაროს და პირდაპირ ის მომღერალი დაასახელოს, ვინც წარადგენს საქართველოს კონკურსზე.

- ამჯერად ამ უფლებას გამოიყენებთ?

- ჯერჯერობით არ ვიცით. დიდების "ევროვიზიის" მომზადებისთვის დიდი დრო გვაქვს. ყველაფერი ბოლო მომენტში წყდება ხოლმე. ალბათ დაახლოებით ერთ კვირაში გადაწყდება, როგორ შეირჩევა მონაწილე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ განაცხადი უკვე გაკეთებულია და საქართველო მიიღებს "ევროვიზიაში" მონაწილეობას.

- ბაქოში განცდილ იმედგაცრუებაზე რას იტყვით?

- ვერ ვიტყოდი, რომ ეს დიდი მარცხი იყო. ჟიურის შეფასებით, ანრი ჯოხაძემ დიდი მოწონება დაიმსახურა და მათი ქულებით ის მეშვიდე ადგილზე იყო, ჟიურის ქულების მიხედვით შეიძლება, პირველ ადგილზე იყო, მაგრამ თუ მესიჯები არ შემოვიდა, შესაძლოა, საერთოდ არ მოხვდე ფინალში. ანრი იყო ჟიურის ქულების მიხედვით ათეულში, თუმცა რადგან ვერ მიიღო ესემესები, ვერ მოხვდა ფინალში. მინდა აღვნიშნო, რომ ანრი ფინალში გადასვლას იმსახურებდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. "ევროვიზიაზე" ვერასდროს იწინასწარმეტყველებ, რა მოხდება.

- ვიცი, რომ ის თავის ნომერზე ბევრს მუშაობდა და თავისი ინიციატივით ბევრ რამეს ცვლიდა.

- მოწვეული გვყავდა არაჩვეულებრივი რეჟისორი ლაშა ონიანი, რომელმაც ბევრი იმუშავა. ანრიმაც შეიტანა თავისი წვლილი, თუმცა ყველაფერს ანრის ვერ დააბრალებ. ყველამ ერთნაირად გადავინაწილეთ პასუხისმგებლობა. ანრიმ რაღაცები გადაწყვიტა თავის ნომერში, ეს არცაა გასაკვირი. ბოლოს და ბოლოს ეს მისი სიმღერა იყო.

- თვითონ თქვა, რომ შემდეგ წელსაც უნდა კონკურსში მონაწილეობა.

- ძალიან კარგია, თუ ასე ფიქრობს, თუმცა მას ეს ჯერ ჩემთვის ოფიციალურად არ უთქვამს. პირადად მე მოხარული ვიყავი ანრისთან და გოგონებთან მუშაობით. მოხარული ვიქნები, თუ შიდა შესარჩევ კონკურსში კიდევ მიიღებს მონაწილეობას. ის ნიჭიერია და ბევრს იმსახურებს.

- პატარების "ევროვიზიაზე", სამწუხაროდ, არ ხდება ისე, რომ გამარჯვებული ქვეყანა ატარებდეს კონკურსს. საქართველოს რატომ არ შეაქვს განაცხადი, რომ ეს კონკურსი ჩვენთან ჩატარდეს?

- ყველა დელეგაცია აღნიშნავდა, რომ მოხარული იქნებოდა, თუ საქართველოში ჩამოვიდოდნენ. ჟურნალისტებმაც თქვეს, თბილისის ნახვა გვინდა და კარგი იქნება, თუ კონკურსი თბილისში ჩატარდებაო. უკრაინამ უკვე შეიტანა განაცხადი და 2013 წელს საბავშვო "ევროვიზიას" უკრაინა უმასპინძლებს, განაცხადის შეტანამდე დრო კიდევ გვაქვს. თუ ჩვენ ასე მოვიქცევით, უკრაინას სერიოზული კონკურენტი ეყოლება.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინელი ანასტასია პეტრიკი გახდა

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება