პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია, რომელიც უკვე 16 მლნ დაჯდა

პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია, რომელიც უკვე 16 მლნ დაჯდა

არცთუ დიდი ხნის წინ ლაშა ბუღაძის წერილი "რა ხდებოდა პრეზიდენტის რეზიდენციაში" წავიკითხე, სადაც ავტორი ხელისუფლების ერთი შტოს მიერ ძალაუფლების დაკარგვას აშარჟებდა: "რეზიდენციაში ყინავდა! რადიატორები უმდაბლეს ნიშნულამდე დაეწიათ, ხოლო სასადილოში ჭეშმარიტად ეგზისტენციალური 90-იანი წლები დაგვიხვდა: მხოლოდ წყალი, წიწიბურა, ლობიო და ურძეო და უკარაქო ნამცხვარი "სიგუა"! გაყინულმა ირმა ნადირაშვილმა, რომელსაც გადაჭრილი შალის ხელთათმანები ჩამოეცვა ხელებზე, წიწიბურას მარილივით მოაყარა დაფხშვნილი ვიტამინი C და მკაცრად შეუძახა პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელს: "გაიზომოს სიცხე, ნერვებს ნუ მიშლის!". ყველაზე დიდი შოკი საპირფარეშოში მელოდა. ფეხსალაგის ოდესღაც მბზინავ სარკეზე წითელი პომადით მიეწერა ვიღაცას: "აქ იყო დელისის მანიაკი!" წერს ავტორი.

გაშარჟება იქით იყოს, მაგრამ შარშან პრეზიდენტის რეზიდენციაში ცხოვრება დუღდა და გადადუღდა! თავად სააკაშვილი კი (როგორც ჩანს) კარიერის გაგრძელებას პრემიერ-მინისტრის ამპლუაში გეგმავდა და ბრწყინვალე მომავალზე ოცნებობდა, ალბათ, ამიტომაც დაიწყეს პომპეზური რეზიდენციის აშენება აშშ-ის ყოფილი საელჩოს ტერიტორიაზე (ალექსანდრეს ბაღის უკან), რომელიც, როგორც ამბობენ, პრემიერ-მინისტრის "ნავსაყუდელი" უნდა გამხდარიყო.

პირველი ოქტომბრის კრახის შემდეგ გიგი უგულავამ სასწრაფო წესით აფრინა წერილი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მყოფ ვანო მერაბიშვილთან: "გთხოვთ, გადმოგვცეთ 10-12 ავტომანქანა". თხოვნა დაუყოვნებლივ შეუსრულეს. ასეთივე ხერხით გადაეცა კანცელარიის და შსს-ს კუთვნილი ავტომობილები პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ახალმა მთავრობამ ამ ავტომობილების უკან დაბრუნება განიზრახა - კანცელარიის ბალანსზე აღრიცხული ავტომობილების სხვა უწყებებისთვის გადაცემის საჭიროება სათანადოდ დასაბუთებული არ იყოო, მაგრამ როგორც ჩანს, არც მერია და არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქონების დათმობას არ აპირებს.

რაც შეეხება იმას, თუ რა თანხები იხარჯებოდა მშენებარე რეზიდენციისთვის, დღემდე გასაიდუმლოებულია. თუმცა, "კვირის პალიტრამ" შეიტყო, რომ 2012 წელს კანცელარიის ბიუჯეტიდან მშენებლობისათვის 16 მილიონი ყოფილა დახარჯული. ისიც შევიტყვეთ, რომ კანცელარიის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები რატომღაც ბიზნესომბუდსმენის აპარატის შენახვისთვისაც იხარჯებოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"