უგანდელი თინეიჯერის გზა მაწანწალობიდან ჭადრაკის ვარსკვლავობამდე

უგანდელი თინეიჯერის გზა მაწანწალობიდან ჭადრაკის ვარსკვლავობამდე

უგანდელი გოგონა ფიონა მუტესი ჯერ კიდევ წერა-კითხვის უცოდინარი იყო, როდესაც 2011 წელს პირველად გაიმარჯვა ჭადრაკის ჩემპიონატში.

"როცა ჭადრაკის თამაში დავიწყე, ქუჩაში მეძინა და საჭმელი არ მქონდა ხოლმე. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ჩემი ძმისთვის მიმებაძა და თამაში მესწავლა, რადგან ვიფიქრე, რომ ამის მეშვეობით ცოტაოდენი ფულის შოვნა შეიძლებოდა", - აცხადებს იგი CNN -ის მიერ სპეციალურად მისთვის მიძღვნილ რეპორტაჟში.

ფიონა მუტესიმ კიდევ ბევრი გამარჯვება მოიპოვა და რუსეთში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ოლიმპიადაზეც წარმატებით იასპარეზა. პოპულარობის მოპოვების შემდეგ გოგონამ მშობლიურ ქალაქში ბავშვებისთვის საჭადრაკო კლუბები გახსნა, ახლა კი მისი ბიოგრაფიის მიხედვით "დისნეი" საავტორო ფილმის გადაღებას აპირებს.

მომზადებულია CNN -ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს