ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ზვიად კორძაძე ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში ბაჩო ახალაიასა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის ინციდენტი მოხდა.
როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა განუცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ "მოხდა სიტყვიერი შეხლა-შემოხლა, თუმცა რამ გამოიწვია ეს, არ იცის".
"ვიცი, რომ რაღაც სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა, თუმცა რას მოჰყვა ეს, არ ვიცი. ირაკლი ოქრუაშვილთან ამ თემაზე და დეტალებზე არ მისაუბრია", - აღნიშნა ადვოკატმა.
ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას და ირაკლი ოქრუაშვილის საკნები ერთ სართულზე მდებარეობს. ირაკლი ოქრუაშვილმა კი, ბაჩო ახალაიას საკნიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბადრაგებმა სიტუაციის დარეგულირება შეძლეს.