ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა საქორწინო ბეჭდები შეიძინეს

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა საქორწინო ბეჭდები შეიძინეს

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა საქორწინო ბეჭდები შეიძინეს.

"27 ნოემბერს საიუველირო სახლ Neil Lane-ის სტილისტმა წყვილს საქორწინო ბეჭდები მიუტანა", - აცხადებს გამოცემა WENN-ის ანონიმური წყარო.

"შვილები ჩემზე ძლიერ ზეწოლას ახორციელებენ. მეც მინდა დაქორწინება, ვგრძნობ, რომ ამის დრო მოვიდა", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ პიტმა, - ეს ძალიან მალე მოხდება".

ვიდრე ბრედი მომავალი ქორწილის სამზადისშია, ანჯელინა საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული.

ამ დღეებში გაერო-ს კეთილი ნების ელჩი, ანჯელინა ჯოლი ახლო აღმოსავლეთში იმყოფებოდა და სირიელ დევნილებს 50 000 დოლარით დაეხმარა. ეს თანხა დევნილებისთვის დროებითი საცხოვრებელი კარვების შეძენას მოხმარდება.

2012 წლის აპრილში ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ ნიშნობის შესახებ განაცხადეს. წყვილი ექვს შვილს ზრდის. ბავშვები უკვე დიდი ხანია მშობლებს დაქორწინებას თხოვენ.

მომზადებულია WENN-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება