სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები ტრაგედიის უცნობ დეტალებს ახმაურებენ
10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები ტრაგედიის უცნობ დეტალებს ახმაურებენ

სა­ქარ­თვე­ლოს შს მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა 10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აღუთ­ქვა, რომ 2-3 კვი­რა­ში საქ­მე გა­იხ­სნე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პა­ტა­რა ბარ­ბა­რე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღეს გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­ლაგ­ში ქვევრში დამ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს.

უჩა კან­დე­ლა­კი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი: - ეს იყო გა­მიზ­ნუ­ლი ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლი. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, ბავ­შვი ქვევრში ჩაგ­დე­ბამ­დე ცო­ცხა­ლი იყო. ერთი ვერ­სი­ით, ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბა და მისი ოჯა­ხის შე­ში­ნე­ბა უნ­დო­დათ. ჩვილს პირ­ზე ხელი აა­ფა­რეს, მო­ი­გუ­და და ამის შემ­დეგ ჩა­აგ­დეს ქვევრში... ამ­ბო­ბენ, რომ არ­სე­ბობს თვითმხილ­ვე­ლი, ვინც და­ი­ნა­ხა, რო­გორ გა­დაძ­ვრა ღო­ბე­ზე ილია მე­ქე­რიშ­ვი­ლი, კა­ხე­თის იმ­ჟა­მინ­დე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლი. თუმ­ცა ეს ადა­მი­ა­ნი არა­ვის და­უ­კი­თხავს. ნა­ცე­ბის მი­ზა­ნი იყო მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა იმ მო­ტი­ვით, თით­ქოს ეს ყვე­ლა­ფე­რი "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შე­უკ­ვე­თა, რა­საც მოჰ­ყვა ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა. მათ­ვე გა­ავ­რცე­ლეს ჭორი, რომ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა და "ოც­ნე­ბამ" გა­და­უ­ხა­და რა­ფა­ლი­ან­ცის ოჯახს თან­ხა, თავ­და­პირ­ვე­ლად 30 მი­ლი­ონ­ზე იყო ლა­პა­რა­კი, შემ­დეგ ჩა­მო­ვიდ­ნენ 4 მი­ლი­ონ­ზე, ბო­ლოს - 40.000-ზე, ფაქ­ტია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, 2-დან 3-სა­ა­თამ­დე, ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, დალი მე­ქე­რიშ­ვილ­მა დის­შვი­ლი მოკ­ლაო. რო­გორც ჩანს, არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნა­ცე­ბი დე­ი­დას აღი­ა­რე­ბი­ნებ­დნენ "და­ნა­შა­ულს" და ცოტა ხნით ჩას­ვამ­დნენ ცი­ხე­ში. ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლის, რო­გორც დამ­კვე­თის და­პა­ტიმ­რე­ბა, რა­საც შემ­დეგ "ოც­ნე­ბის" რამ­დე­ნი­მე წევ­რის და­კა­ვე­ბაც მოჰ­ყვე­ბო­და. მათ­თვის მთა­ვა­რი იყო, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო ვერ­სია, რომ მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლის შეკ­ვე­თით დე­ი­დამ დის­შვი­ლი მოკ­ლა. არ და­გა­ვი­წყდეთ, ეს ვერ­სია გა­ავ­რცე­ლეს ნაც­მოძ­რა­ო­ბის სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა... არა­და, თავ­და­პირ­ვე­ლად ით­ქვა, რომ და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვე­თი იყო გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, მისი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი - ძმე­ბი მე­ქე­რიშ­ვი­ლე­ბი დალი მე­ქე­რიშ­ვილს ემუქ­რე­ბოდ­ნენ, არ და­გა­ვი­წყდეს, შვი­ლი რომ გყავ­სო. ასე რომ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ღვი­ნი­აშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს...

დალი მე­ქე­რიშ­ვი­ლი, ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის დე­ი­და: - ვიდ­რე ახა­ლი შს მი­ნის­ტრი დამ­ტკიც­დე­ბო­და, ჩვენს სახ­ლს, სა­დაც ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და, პო­ლი­ცია "იცავ­და" - გა­უ­გე­ბა­რია, რის­გან ან ვის­გან. ალ­ბათ, იმი­ტომ არ გვა­კა­რებ­დნენ იქა­უ­რო­ბას, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი კვა­ლი და ანა­ბეჭ­დი გა­ექ­როთ. ამ ოპე­რა­ცი­ას იმ­ხა­ნად პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გოჩა სი­ბაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ბავ­შვის და­ღუპ­ვი­დან 2 კვი­რის შემ­დეგ კი შსს-დან ეკა ზღუ­ლა­ძის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ხალ­ხი მოგ­ვად­გა (ეტყო­ბა, დარ­ჩათ კი­დევ რამე წა­საშ­ლე­ლი და გა­საქ­რო­ბი), გვი­თხრეს, თქვენს და­სახ­მა­რებ­ლად ვართ მო­სუ­ლე­ბიო. ძა­ლით წაგ­ვიყ­ვა­ნეს გურ­ჯა­ან­ში ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად, ჩვენს სახ­ლში კი სი­ბაშ­ვილ­მა და სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჩხრე­კა ისე ჩა­ა­ტა­რეს, მე­ზობ­ლე­ბიც არ და­ის­წრეს. სა­გულ­და­გუ­ლოდ და­ათ­ვა­ლი­ე­რეს მთე­ლი სახ­ლი და ყვე­ლა­ნა­ი­რი კვა­ლი გა­აქ­რეს.

- ვის­ზე გაქვთ ეჭვი, ვინ არი­ან ამ საქ­მე­ში გა­რე­უ­ლი?

- მგო­ნია, რომ ეს ძმე­ბი მე­ქე­რიშ­ვი­ლე­ბის ნა­ხე­ლა­ვია. ვიდ­რე ეს ამ­ბა­ვი მოხ­დე­ბო­და, 2-3 დღით ადრე, ჩვენს ქუ­ჩა­ზე და­ვი­ნა­ხე გოჩა სი­ბაშ­ვი­ლის ვაჟი გი­ორ­გი, აგ­რეთ­ვე, ილი­კო მე­ქე­რიშ­ვი­ლი. მა­ნამ­დე ისი­ნი ჩვენს უბან­ში არ მი­ნა­ხავს, ალ­ბათ, რა­ღა­ცას გეგ­მავ­დნენ, სხვა რა უნდა ვი­ფიქ­რო? შავი ფე­რის ბე-ემ-ვეთი დამ­დევ­დნენ და ჩვენს ყვე­ლა ნა­ბიჯს აკონ­ტრო­ლებ­დნენ. ან რო­გორ გა­ვი­გო მე­ქე­რიშ­ვი­ლის მუ­ქა­რა - არ და­გა­ვი­წყდეს, შვი­ლი რომ გყავ­სო... რომ ვერ და­მი­ყო­ლი­ეს და "ოც­ნე­ბას" ვერ ჩა­მო­მა­შო­რეს, ამი­ტომ იყ­ვნენ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვის მოკ­ვლა სუ­ლაც არ უნ­დო­დათ და შე­მო­აკ­ვდათ... ჩემი შვი­ლის გა­ტა­ცე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს და ჩემი დის­შვი­ლი, უსუ­სუ­რი ბავ­შვი მო­ი­ხელ­თეს. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, შვილს წა­იყ­ვან­დნენ თუ დის­შვილს? ეს ტრა­გე­დია რომ მოხ­და, 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ლო­დით პატ­რულს, ბა­კურ­ცი­ხე­ში იდ­გნენ და შეგ­ნე­ბუ­ლად არ მო­დი­ოდ­ნენ, ვიდ­რე ხალ­ხმა გზა არ გა­და­კე­ტა. იმ ღა­მით ჩემი სიძე წა­იყ­ვა­ნეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­სა­კი­თხა­ვად. უთ­ქვამთ­, ოჯა­ხის ნე­ბის­მი­ერ წევ­რს და­ა­დე ხელი, თო­რემ პი­რო­ბი­თი გაქვს, და­გი­ჭერთ და სამ­ჯერ გა­გიზ­რდით სას­ჯელს, "ოც­ნე­ბა" ვერ გა­ი­მარ­ჯვებს და ცი­ხე­ში ამოგხდით სულ­სო. მოკ­ლედ, იყო ენით აუ­წე­რე­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა. ყვე­ლა­ზე დიდი სა­ში­ნე­ლე­ბა არის ის, რომ მე და მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილს დაგ­ვაბ­რა­ლეს ყვე­ლა­ფე­რი - გა­ავ­რცე­ლეს ჭორი, თით­ქოს მან მი­ლი­ო­ნე­ბი მომ­ცა, ამაყ­ვა­ვა, თბი­ლის­ში ბინა მი­ყი­და და მსგავ­სი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი. არა­და, რო­გორც ვცხოვ­რობ­დი, ისევ ისე ვცხოვ­რობ, ჩემი ქმა­რი დღე­საც მუ­შად მუ­შა­ობს ჰეს­ზე. ისე შე­მი­ლა­ხეს რე­პუ­ტა­ცია, ხალ­ხში ვერ გავ­დი­ვარ. შვი­ლის­თვის სკო­ლა­ში ვერ მი­მი­კი­თხავს, ყვე­ლა ჩემ­კენ იშ­ვერს თითს. ხალ­ხი და­არ­წმუ­ნეს, რომ ჩემი დის­შვი­ლი მე მო­ვაკ­ვლე­ვი­ნე. სურთ, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აგ­ვამ­ხედ­რონ - ქირ­ქი­ლე­ბენ, ხომ გა­ი­მარ­ჯვა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", ამ საქ­მეს რა­ტომ არ იძი­ე­ბე­ნო?! გა­სა­გე­ბია, რომ ამას დრო სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ორ-სამ კვი­რა­ში გა­მო­ძი­ე­ბამ წინ თუ არ წა­ი­წია, კო­ლა­გე­ლე­ბი აქ­ცი­ის მო­წყო­ბას აპი­რე­ბენ, ეს უკვე ხალ­ხის მო­თხოვ­ნაა და ჩვენ ვე­ღარ შე­ვა­ჩე­რებთ.

ესა­უბ­რა ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ: - შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით (+18)

- ქვევრში დამ­ხრჩვა­ლი ჩვი­ლის ოჯა­ხი მომ­ხდარს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით ხსნის

- "ზე­წო­ლას ჩვენ გვი­კე­თე­ბენ, ვი­თომ ჩვენ მოვ­კა­ლით ბავ­შვი" - რას ყვე­ბი­ან კა­ხეთ­ში და­ღუ­პუ­ლი ჩვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები ტრაგედიის უცნობ დეტალებს ახმაურებენ

10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები ტრაგედიის უცნობ დეტალებს ახმაურებენ

საქართველოს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და საზოგადოებას აღუთქვა, რომ 2-3 კვირაში საქმე გაიხსნება. შეგახსენებთ, რომ პატარა ბარბარე საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.

უჩა კანდელაკი, "ქართული ოცნების" წევრი: - ეს იყო გამიზნული ჯგუფური დანაშაული. ექსპერტიზის დასკვნით, ბავშვი ქვევრში ჩაგდებამდე ცოცხალი იყო. ერთი ვერსიით, ბავშვის გატაცება და მისი ოჯახის შეშინება უნდოდათ. ჩვილს პირზე ხელი ააფარეს, მოიგუდა და ამის შემდეგ ჩააგდეს ქვევრში... ამბობენ, რომ არსებობს თვითმხილველი, ვინც დაინახა, როგორ გადაძვრა ღობეზე ილია მექერიშვილი, კახეთის იმჟამინდელი გუბერნატორის, გიორგი ღვინიაშვილის დეიდაშვილი. თუმცა ეს ადამიანი არავის დაუკითხავს. ნაცების მიზანი იყო მანანა ბერიკაშვილის დაპატიმრება იმ მოტივით, თითქოს ეს ყველაფერი "ქართულმა ოცნებამ" შეუკვეთა, რასაც მოჰყვა ბავშვის მკვლელობა. მათვე გაავრცელეს ჭორი, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა და "ოცნებამ" გადაუხადა რაფალიანცის ოჯახს თანხა, თავდაპირველად 30 მილიონზე იყო ლაპარაკი, შემდეგ ჩამოვიდნენ 4 მილიონზე, ბოლოს - 40.000-ზე, ფაქტია, რომ არჩევნების დღეს, 2-დან 3-საათამდე, ყველა საარჩევნო უბანზე გავრცელდა ინფორმაცია, დალი მექერიშვილმა დისშვილი მოკლაო. როგორც ჩანს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნაცები დეიდას აღიარებინებდნენ "დანაშაულს" და ცოტა ხნით ჩასვამდნენ ციხეში. ჩაფიქრებული იყო მანანა ბერიკაშვილის, როგორც დამკვეთის დაპატიმრება, რასაც შემდეგ "ოცნების" რამდენიმე წევრის დაკავებაც მოჰყვებოდა. მათთვის მთავარი იყო, გავრცელებულიყო ვერსია, რომ მანანა ბერიკაშვილის შეკვეთით დეიდამ დისშვილი მოკლა. არ დაგავიწყდეთ, ეს ვერსია გაავრცელეს ნაცმოძრაობის საარჩევნო კომისიის წევრებმა... არადა, თავდაპირველად ითქვა, რომ დანაშაულის დამკვეთი იყო გიორგი ღვინიაშვილი, მისი დეიდაშვილები - ძმები მექერიშვილები დალი მექერიშვილს ემუქრებოდნენ, არ დაგავიწყდეს, შვილი რომ გყავსო. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ღვინიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს...

დალი მექერიშვილი, ბარბარე რაფალიანცის დეიდა: - ვიდრე ახალი შს მინისტრი დამტკიცდებოდა, ჩვენს სახლს, სადაც ეს უბედურება მოხდა, პოლიცია "იცავდა" - გაუგებარია, რისგან ან ვისგან. ალბათ, იმიტომ არ გვაკარებდნენ იქაურობას, რომ ყველანაირი კვალი და ანაბეჭდი გაექროთ. ამ ოპერაციას იმხანად პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა სიბაშვილი ხელმძღვანელობდა. ბავშვის დაღუპვიდან 2 კვირის შემდეგ კი შსს-დან ეკა ზღულაძის გამოგზავნილი ხალხი მოგვადგა (ეტყობა, დარჩათ კიდევ რამე წასაშლელი და გასაქრობი), გვითხრეს, თქვენს დასახმარებლად ვართ მოსულებიო. ძალით წაგვიყვანეს გურჯაანში ჩვენების მისაცემად, ჩვენს სახლში კი სიბაშვილმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩხრეკა ისე ჩაატარეს, მეზობლებიც არ დაისწრეს. საგულდაგულოდ დაათვალიერეს მთელი სახლი და ყველანაირი კვალი გააქრეს.

- ვისზე გაქვთ ეჭვი, ვინ არიან ამ საქმეში გარეული?

- მგონია, რომ ეს ძმები მექერიშვილების ნახელავია. ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, 2-3 დღით ადრე, ჩვენს ქუჩაზე დავინახე გოჩა სიბაშვილის ვაჟი გიორგი, აგრეთვე, ილიკო მექერიშვილი. მანამდე ისინი ჩვენს უბანში არ მინახავს, ალბათ, რაღაცას გეგმავდნენ, სხვა რა უნდა ვიფიქრო? შავი ფერის ბე-ემ-ვეთი დამდევდნენ და ჩვენს ყველა ნაბიჯს აკონტროლებდნენ. ან როგორ გავიგო მექერიშვილის მუქარა - არ დაგავიწყდეს, შვილი რომ გყავსო... რომ ვერ დამიყოლიეს და "ოცნებას" ვერ ჩამომაშორეს, ამიტომ იყვნენ გაღიზიანებულები. შეიძლება ბავშვის მოკვლა სულაც არ უნდოდათ და შემოაკვდათ... ჩემი შვილის გატაცება ვერ მოახერხეს და ჩემი დისშვილი, უსუსური ბავშვი მოიხელთეს. რა მნიშვნელობა ჰქონდა, შვილს წაიყვანდნენ თუ დისშვილს? ეს ტრაგედია რომ მოხდა, 40 წუთის განმავლობაში ველოდით პატრულს, ბაკურციხეში იდგნენ და შეგნებულად არ მოდიოდნენ, ვიდრე ხალხმა გზა არ გადაკეტა. იმ ღამით ჩემი სიძე წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში დასაკითხავად. უთქვამთ­, ოჯახის ნებისმიერ წევრს დაადე ხელი, თორემ პირობითი გაქვს, დაგიჭერთ და სამჯერ გაგიზრდით სასჯელს, "ოცნება" ვერ გაიმარჯვებს და ციხეში ამოგხდით სულსო. მოკლედ, იყო ენით აუწერელი ზემოქმედება. ყველაზე დიდი საშინელება არის ის, რომ მე და მანანა ბერიკაშვილს დაგვაბრალეს ყველაფერი - გაავრცელეს ჭორი, თითქოს მან მილიონები მომცა, ამაყვავა, თბილისში ბინა მიყიდა და მსგავსი სისულელეები. არადა, როგორც ვცხოვრობდი, ისევ ისე ვცხოვრობ, ჩემი ქმარი დღესაც მუშად მუშაობს ჰესზე. ისე შემილახეს რეპუტაცია, ხალხში ვერ გავდივარ. შვილისთვის სკოლაში ვერ მიმიკითხავს, ყველა ჩემკენ იშვერს თითს. ხალხი დაარწმუნეს, რომ ჩემი დისშვილი მე მოვაკვლევინე. სურთ, ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ აგვამხედრონ - ქირქილებენ, ხომ გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ", ამ საქმეს რატომ არ იძიებენო?! გასაგებია, რომ ამას დრო სჭირდება, მაგრამ ორ-სამ კვირაში გამოძიებამ წინ თუ არ წაიწია, კოლაგელები აქციის მოწყობას აპირებენ, ეს უკვე ხალხის მოთხოვნაა და ჩვენ ვეღარ შევაჩერებთ.

ესაუბრა ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ: - შემზარავი კადრები10 თვის ბარბარე რაფალიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით (+18)

- ქვევრში დამხრჩვალი ჩვილის ოჯახი მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნის

- "ზეწოლას ჩვენ გვიკეთებენ, ვითომ ჩვენ მოვკალით ბავშვი" - რას ყვებიან კახეთში დაღუპული ჩვილის ოჯახის წევრები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ