სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბიძინა ივანიშვილი - მივაქციე ყურადღება, როგორ გმირულად გამოდიოდა მერაბიშვილი დაკითხვიდან
ბიძინა ივანიშვილი - მივაქციე ყურადღება, როგორ გმირულად გამოდიოდა მერაბიშვილი დაკითხვიდან

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გუ­შინ­დე­ლი და­კი­თხვის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"მე გუ­შინ­დელ კად­რებს მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა, რო­გორ გმი­რუ­ლად გა­მო­დი­ო­და ბა­ტო­ნი მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­კი­თხვი­დან და ვნა­ხე, სად იყ­ვნენ გუ­შინ და სად არი­ან დღეს. კარ­გი, ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია. და­ვი­ნა­ხე, რომ მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც მო­აგ­რო­ვა. დიდი მო­ბი­ლი­ზა­ცია ჰქონ­დათ, ამა­ზე რამ­დე­ნი­მე დღე და­ხარ­ჯეს, სა­ინ­ტე­რე­სო სუ­რა­თი იკ­ვე­თე­ბა. გა­იხ­სე­ნეთ, რა იყო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­აც ნა­ხეთ და მგო­ნი, რომ დიდი პროგ­რე­სია", - გა­ნუ­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ბრალ­დე­ბებს იმის შე­სა­ხებ, რომ ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ისი­ნი ყვე­ლა და­პა­ტიმ­რე­ბას პო­ლი­ტი­კურ ნი­შანს აძ­ლე­ვენ და ამით გა­ა­ფერ­მკრთა­ლეს და გა­ა­უ­ფა­სუ­რეს ეს სი­ტყვე­ბი.

"არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი და­პა­ტიმ­რე­ბა და გა­მო­ძა­ხე­ბა, არც იცი­ან არსი, იმ წუთ­ში პო­ლი­ტი­კურ სარ­ჩულს უკე­რე­ბენ. ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ფერს კარ­გად ხე­დავს. მე კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ მათ, რე­ა­ლის­ტუ­რე­ბი გახ­დნენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ამ სიც­რუ­ეს უარი უთხრა. ჩემი სურ­ვი­ლი არ არის, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ქარ­თვე­ლი მი­ე­ცეს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, ჩემი დიდი სურ­ვი­ლია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა სწა­რა­ფად და­წყნარ­დეს და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბა­ლან­სი აღ­დგეს", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბიძინა ივანიშვილი - მივაქციე ყურადღება, როგორ გმირულად გამოდიოდა მერაბიშვილი დაკითხვიდან

ბიძინა ივანიშვილი - მივაქციე ყურადღება, როგორ გმირულად გამოდიოდა მერაბიშვილი დაკითხვიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის გუშინდელი დაკითხვის ფაქტს გამოეხმაურა.

"მე გუშინდელ კადრებს მივაქციე ყურადღება, როგორ გმირულად გამოდიოდა ბატონი მერაბიშვილი დაკითხვიდან და ვნახე, სად იყვნენ გუშინ და სად არიან დღეს. კარგი, ნორმალური პროცესია. დავინახე, რომ მხარდამჭერებიც მოაგროვა. დიდი მობილიზაცია ჰქონდათ, ამაზე რამდენიმე დღე დახარჯეს, საინტერესო სურათი იკვეთება. გაიხსენეთ, რა იყო არჩევნებამდე, დღევანდელი სიტუაციაც ნახეთ და მგონი, რომ დიდი პროგრესია", - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ.

რაც შეეხება "ნაციონალების" ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ოპოზიციის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება, პრემიერმა აღნიშნა, ისინი ყველა დაპატიმრებას პოლიტიკურ ნიშანს აძლევენ და ამით გააფერმკრთალეს და გააუფასურეს ეს სიტყვები.

"არ შეიძლება, რომ ნებისმიერი დაპატიმრება და გამოძახება, არც იციან არსი, იმ წუთში პოლიტიკურ სარჩულს უკერებენ. ამით საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რეალისტურები გახდნენ. საზოგადოებამ ამ სიცრუეს უარი უთხრა. ჩემი სურვილი არ არის, რაც შეიძლება მეტი ქართველი მიეცეს პასუხისგებაში, ჩემი დიდი სურვილია, რომ საზოგადოება რაც შეიძლება სწარაფად დაწყნარდეს და ფსიქოლოგიური ბალანსი აღდგეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა