ახმედ ჩატაევი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ახმედ ჩატაევი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაკავებული ახმედ ჩატაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გირაოს შეფარდების მოთხოვნა დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.

საქართველო - დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა.

სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებდა, შსს-ს ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ 3 მოწმე ჰყავს.

29 აგვისტოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდაცია, 6 კი - ალყაში ჰყავდათ მოქცეული.

არსებული ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი სამართალდამცავებს 8 სექტემბერს ჩაბარდა, ის ფეხში იყო დაჭრილი და დაკავების შემდეგ მარცხენა ფეხი მუხლს ქვემოთ მოჰკვეთეს. მას არ აქვს ერთი ხელიც. ჩატაევი თავს დამნაშავედ არ სცნობს.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ქისტებმა საქართველოს ისუტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს და ჩატაევის პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეხვდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ