გოგა ხაჩიძე უმრავლესობის რჩეული ომბუდსმენის კანდიდატით უკმაყოფილოა

გოგა ხაჩიძე უმრავლესობის რჩეული ომბუდსმენის კანდიდატით უკმაყოფილოა

პარლამენტარი გოგა ხაჩიძე სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილის კანდიდატურის წამოყენებით უკმაყოფილოა. ყოფილი გარემოს დაცვის მინისტრი მასთან შეხვედრის დეტალების შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

ხაჩიძე ნანუაშვილს პუნქტუალობას უწუნებს:

"ჯერჯერობით, სახალხო დამცველობის კანდიდატი სულ რაღაც 40 წუთით აგვიანებს უმცირესობასთან შეხვედრას. ვზივართ და ველოდებით, "მორჩილი უმცირესობა" :)", - წერს ხაჩიძე "ფეისბუქზე".

"ბ-ნ უჩა ნანუშვილმა დასმულ კითხვებზე მიპასუხა, რომ

1. ვაჰაგნ ჩახალიანი, მისი აზრით, პოლიტიკური პატიმარია და არასწორად ამოიღეს სიიდან.

2. ჩემი სახლის ჩხრეკის ფაქტი გუშინ გაიგო და ვერ გააკეთებს შეფასებებს.

როგორ ფიქრობთ, კმაყოფილი უნდა ვიყო პასუხებით?... :)",- წერს სოციალურ ქსელში პარლამენტარი.

პარლამენტი რიგით მეოთხე სახალხო დამცველს 7 დეკემბერის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს