"როცა ვბრაზდები, ვღრიალებ და ვირტყმევინები", - ამბობს გიორგი. ხედავთ, როგორი მამაცი ვარ? მაინც გავბედე მისთვის უხერხული შეკითხვების დასმა. თქვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ნია ბონდი კიდევ ბევრ საინტერესო რამეს გააკეთებს. მთავარია, მომყევით... დღეს კი წაიკითხეთ: მინიმუმ რა თანხა უდევს ჯიბეში გიორგი ვარდოსანიძეს და რა რეაქცია ექნებოდა, პამელა ანდერსონთან რომ გაღვიძებოდა.
- როგორ ფიქრობ, რით ხარ პოპულარული?
- ჩემი პროფესიით. არა?
- რატომაც არა. მთავარია, შენ როგორ ფიქრობ. შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაში "პლეიბოის" სახე გახდებოდი?
- ამ შემოთავაზებაზე ვიცინებდი ბევრს. არა, მადლობა-მეთქი, ვეტყოდი (იცინის).
- რატომ, კომპლექსიანი ხარ?
- არა, უბრალოდ ცუდი სახე ვიქნებოდი "პლეიბოისთვის". დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთესსაც ბევრს იპოვიან.
- როგორი თვითშეფასება გაქვს?
- ძალიან კრიტიკული, ნაწილობრივ მეზიზღება საკუთარი თავი.
- რომელი თვისება არ მოგწონს საკუთარ თავში ყველაზე ძალიან?
- საშინლად ჯიუტი ვარ. არავის არაფერს ვუთმობ.
- სიჯიუტით გაგიფუჭებია შენი საქმე?
- რამდენიც გინდა. სამსახურებიც ყოფილა, სადაც არ დამითმია და საერთოდ წამოვსულვარ. ბევრია ასეთი.
- ანუ ამაყიც ხარ?
- არა, ამაყი არა. უბრალოდ, უსამართლობას ვერ ვიტან.
- როგორ გამოხატავ გაბრაზებას?
- ვღრიალებ და "ვირტყმევინები".
- როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ.
- კი, ბატონო, სწორად იცით.
- ერთგული ხარ?
- კი, ბატონო.
- თვალი მაინც არ გაგირბის სხვა გოგონებისკენ?
- მთავარია, გული არ გაგექცეს, თორემ თვალი სხვა რამეებისკენაც გარბის ხოლმე. გულით და სულით უნდა იყო ერთგული და თვალს აპატიებს ადამიანი.
- დილით რომ გაიღვიძო და პამელა ანდერსონთან აღმოჩნდე, რა რეაქცია გექნება?
- ნეტავ, რა დავლიე ამდენი-მეთქი, ვიფიქრებდი. ან ბილეთები საიდან იშოვე საქართველომდე-მეთქი, ვკითხავდი.
- გოჩა ჩერტკოევის პირადი მასწავლებელი რომ იყო, რას ასწავლიდი?
- ქართულს, ალბათ (იცინის).
- ჯიბეში მინიმუმ რა თანხა გიდევს ხოლმე?
- მინიმუმ 5 ლარი. ხანდახან საერთოდ არ მიდევს და სუფთაა ჯიბე. ზოგადად ძალიან მხარჯველი ვარ.
- მაღალი ანაზღაურება გაქვს?
- იცი რა, ძალიან იცვლება ხოლმე ჩემი ანაზღაურება, იმიტომ, რომ ასეთი სამსახური მაქვს, მაგრამ მაინც ნორმალურია, არ ვუჩივი.
- რატი წითელაძე შენზე უკეთ ცეკვავს?
- რატი ჩემზე უკეთ ცეკვავს და უფრო მონდომებულია.
- ფიზიკური მონაცემებიც შენზე მეტად უწყობს ხელს?
- რა თქმა უნდა. აი, ეგ იქნებოდა "პლეიბოის" ნამდვილად კარგი სახე.
(გამოდის ორშაბათობით)